10 ნოე, 2021
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომელიც დადგენილია სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადამხდელები არიან პირები, რომლებიც ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობებით და ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება ნებართვით რეგულირებას.
სათამაშო ბიზნესი საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიცაა. აღნიშნულ სექტორში ჩართული კომპანიების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილმა გადასახადებმა (საშემოსავლო, დღგ, მოგების) და მოსაკრებლებმა 2020 წელს 350 მილიონ ლარს მიაღწია. რაც ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების 4%-ზე მეტია.
გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგალითად, ბოლო წლებში საქართველოს 6 დიდი ქალაქისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული თანხები საკუთარი შემოსავლების საშუალოდ 24%-ზე მეტს შეადგენდა.
გთავაზობთ დეტალურ სტატისტიკას წლების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებზე: