საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აერთიანებს სათამაშო ბიზნესით დაკავებულ იურიდიულ პირებს და იცავს წევრი კომპანიების ლეგიტიმურ ბიზნესინტერესებს. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია დაფუძნებულია ასოციაციის დამფუძნებელი წევრების მიერ და საქმიანობს წესდების საფუძველზე:
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს და რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. ამასთანავე, მიღებული აქვს ნებართვა “ლიცენზიების და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის გათვალისწინებით, არის სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობების ორგანიზატორი და საკუთარ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად.
წესდებით დადგენილია ასოციაციის წევრობის ორი სტატუსი – მმართველი წევრი და ასოცირებული წევრი. ასოციაციის მმართველობით ორგანოს წარმოადგენს გამგეობა.