GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სათამაშო ბიზნესით დაკავებული საწარმოების ბრუნვა და შემოსავალი

სათამაშო ბიზნესით დაკავებული საწარმოების ბრუნვა და შემოსავალი

11 ნოე, 2021

2018 წლიდან საქსტატმა, აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შესაბამისი სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაზე.

2018 წლამდე აღნიშნული სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაში აისახებოდა მხოლოდ მოთამაშეთა მიერ ჩარიცხული თანხის მოცულობა, ხოლო ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, რომლითაც საქსტატი უკვე 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, აღნიშნულ თანხასთან ერთად ბრუნვის მოცულობაში აისახება მოთამაშეთა მიერ ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამი.

მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებებს წინ უძღვოდა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც საქსტატმა განახორციელა 2018 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და შესაბამისი დარგის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით.

ამასთან, 2018 წლის ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატსა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციას შორის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში საქატატის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ აღნიშნული დარგის კომპანიების წარმომადგენლები. თანამშრომლობის მიზანს წარმოადგენდა ბიზნეს წრეების უზრუნველყოფა ხარისხიანი ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის სფეროში მონაცემთა აღრიცხვის გაუმჯობესება და ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა.

ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგიით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომით აღრიცხვიანობის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორის 2018 წლის ბრუნვის მაჩვენებელი არ არის შესადარისი წინა პერიოდის მონაცემებთან, ამასთან, წინა პერიოდის მონაცემთა გადაანგარიშება დღემდე ტექნიკურად ვერ ხერხდება, შესაბამის მონაცემთა არარსებობის გამო.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, აღნიშნული მეთოდოლოგიით გაანგარიშებული ბრუნვის მაჩვენებელი ძირითადად გამოიყენება აზარტულ თამაშებზე მომხმარებელთა აქტივობის დონის შესაფასებლად და ვერ იძლევა აღნიშნული სექტორის სრულყოფილად დახასიათების შესაძლებლობას.

აზარტული თამაშების სექტორის საქმიანობის შესაფასებლად რეკომენდირებულია პროდუქციის გამოშვების მაჩვენებლის გამოყენება, რომელიც მიიღება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების (ანუ, მოგების სახით გაცემული თანხების) გამოკლებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული სექტორის პროდუქციის გამოშვება წარმოადგენს თამაშებიდან მიღებული შემოსავლების ჯამს (Gross Gambling Revenue - GGR), რაც რჩება ბრუნვის მოცულობიდან საპრიზო განაცემების, ანუ მოგების სახით გაცემული თანხის გამოკლების შემდეგ.

მარტივად რომ ავხსნათ, ბრუნვა, რომელზეც ხშირად აპელირებენ, მხოლოდ და მხოლოდ თამაშებზე დადებული ფსონების ჯამია. ფსონები კი ხშირად ჰიპოთეტური და სინამდვილეში არ არსებული ფულია, რომელიც მხოლოდ თამაშში ჩართული ადამიანის ანგარიშზე ჩანს.  უფრო ცხადი რომ გახდეს, საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა ითვლება შემდეგნაირად: თუ თამაშისას დადებული 10 ლარით 10 ჯერ მოიგო მოთამაშემ 50 ლარი და შემდეგ ეს მოგებული თანხა წააგო ძველი მეთოდოლოგიით ბრუნვად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის 10 ლარი, რითიც ადამიანმა თამაში დაიწყო, თუმცა ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა იქნება 510 ლარი. ამიტომაც ჩანს ასეთი მკვეთრი ცვლილება სათამაშო ბიზნესის ბრუნვებში გასულ წლებთან შედარებით.

რეალური შემოსავლის დასადგენად, ბრუნვის მოცულობას უნდა გამოვაკლოთ  მოგების სახით გაცემული თანხის მოცულობა.

მეტი სიცხადისთვის შევადაროთ 2018 და 2019  წლის ბრუნვა და შემოსავალი. ამ შემთხვევაში 2018 წელი აღებულია საქსტატის მეთოდოლოგიის ცვლილების პირველ წლად. რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, საქსტატი მას ნოემბერში გამოაქვეყნებს.

  • 2018 წელს ბრუნვა -13 806 800 000 ლარი;  შემოსავალი - 1 207 700 000
  • 2019 წელს ბრუნვა -25 860 000 000 ლარი;  შემოსავალი - 1 593 300 000
  • 2020 წელს ბრუნვა - 32 091 300 000 ლარი; შემოსავალი - 1 374 000 000
PDF

სხვა სტატისტიკები

საქართველოს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა დინამიკა 2024 წლის მონაცემებით

23 ოქტ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა დინამიკა 2024 წლის მონაცემებით
PDF
დეტალურად ნახვა

სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი

10 ნოე, 2021

სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი
PDF
დეტალურად ნახვა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა სტატისტიკა

06 ივლ, 2021

საქართველოს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულთა სტატისტიკა
PDF
დეტალურად ნახვა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ