11 ნოე, 2021
11 ნოემბერს, თბილისში, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა და უკრაინის ასოციაციის გემბლინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა არტემ კუზმენკომ მოაწერეს.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მჭიდრო კავშირების დასამყარებლად საქართველოს სამუშაო ვიზიტით არტემ კუზმენკოსთან ერთად ესტუმრნენ უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი იულია მაკაროვა და ამავე საბჭოს წევრი ანდრეი ასტაპოვი. უკრაინული დელეგაცია საქართველოში სამ დღის განმავლობაში გამართავენ სამუშაო შეხვედრებს ასოციაციის წევრ კომპანიებთან. იმსჯელებენ თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე.
მემორანდუმი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უკრაინაში, კიევში, სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენცია-გამოფენაზე, რომელიც SBC Gaming-ის და სპორტ მედია ჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგად გაიმართა. უკრაინასა და საქართველოს ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საგანია მხარეთა თანამშრომლობა და პარტნიორობა, ორმხირივი მუშაობის გაძლიერება და ხელშეწყობა საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად, კერძოდ:
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე გაცვლითი სამუშაო ვიზიტები ორ ასოციაციას შორის კიდევ უფრო რეგულარულ სახეს მიიღებს და მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყანაში შექმნის კიდევ უფრო ჯანსაღ ბიზნესგარემოს და დაეხმარება ორივე მხარეს პასუხისმგებლიანი და გამჭირვალე თამაშის პრინციპების გაძლიერებაში.
„აღნიშნული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და ყოველთვის არის საკითხები, რომლის განხილვასაც პარტნიორ ორგანიზაციებთან მოაქვს დადებითი შედეგი. დარწმუნებული ვარ რომ აღნიშნული თანამშრომლობით ორივე ქვეყნის ინდუსტრიის წარმომადგენლები მიიღებენ სარგებელს.“ - გიორგი მამულაიშვილი, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.
„საერთაშორისო თანამშრომლობა სწორედ ის ნაბიჯია, რომელიც საშუალებას გვაძლევს აქტიურად შევუწყოთ ხელი შიდა ბაზრის განვითარებას, ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა შევისწავლოთ და გამოვიყენოთ საუკეთესო უცხოური პრაქტიკა.“ - განაცხადა იულია მაკაროვამ,
ხოლო არტემ კუზნეცოვმა აღნიშნა, რომ - „ამ მემორანდუმის ხელმოწერა ადასტურებს უკრაინის მზაობას აზარტული თამაშების საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.“