09 ოქტ, 2019
10 ივლისს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და სათამაშო ბიზნესის რეგულატორებს შორის. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრი კომპანიები.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ინიციატივით შედგა, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონზე და მისი ადმინისტრირების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრეს.
აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის მეთოდზე უნდა გამახვილდეს. ხაზი გაესვა საკითხის მნიშვნელობას, დარგში დასაქმებული კომპანიების პოზიციას და გამოითქვა მზადყოფნა, რომ შეხვედრები სამუშაო რეჟიმში მომავალშიც გაგრძელდეს.