GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
უკრაინის ლატარიის ბაზარზე ხელახალი ლიცენზირების ეტაპი მიმდინარეობს

უკრაინის ლატარიის ბაზარზე ხელახალი ლიცენზირების ეტაპი მიმდინარეობს

08 იან, 2026

PlayCity-მ გამოაცხადა, რომ უკრაინის სამივე მოქმედმა ლატარიის ოპერატორმა — M.S.L.-მა, უკრაინის ეროვნულმა ლატარიამ და Patriot-მა — წარადგინეს განაცხადები ეროვნულ სალიცენზიო ტენდერში მონაწილეობის მისაღებად 2025 წლის 29 დეკემბრის ვადის შესაბამისად.

ტენდერი წარმოადგენს პირველ ოფიციალურ ნაბიჯს ლიცენზიების განახლების კუთხით ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და მიზნად ისახავს ლატარიის ბაზრის მოწესრიგებას, რომელიც დიდი ხანია მოძველებული ლიცენზიებით მუშაობს.

PlayCity-ის გენერალური დირექტორის, ჰენადი ნოვიკოვის თქმით, მოქმედი საკანონმდებლო შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს ბაზარზე ახალი, მათ შორის საერთაშორისო ოპერატორების შესვლის ალბათობას.

ლიცენზიების გაცემა დაგეგმილია საომარი მდგომარეობის ვადით, პლუს დამატებითი ერთი წლით, თუმცა საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს სამ წელს. ეს მიდგომა მიზნად ისახავს საკანონმდებლო მოდერნიზაციისთვის დროის გამოყოფას და მომავალში უფრო მასშტაბური ხელახალი ლიცენზირების პროცესისთვის მექანიზმების შემუშავებას.

ტენდერის ძირითადი მოთხოვნები მოიცავს კარგად განვითარებულ რეგიონულ ქსელს, სულ მცირე 5,000 გაყიდვის პუნქტსა და ტერმინალს, ფსონების საკუთარ ელექტრონულ სისტემას, .UA დომენს და სახელმწიფო ლატარიების ჩატარების მინიმუმ სამწლიან გამოცდილებას.

 

 

წყარო

 

 

#ლატარია #უკრაინისლატარია #ლიცენზირება #რელიცენზირება #ბაზრისრეგულაცია #კანონმდებლობა

სხვა სიახლეები

თურქეთმა 900 მლნ დოლარის უკანონო iGaming გადახდების არხი დაბლოკა, დააკავა 126 ადამიანი

29 აპრ, 2026

თურქეთმა 900 მლნ დოლარის უკანონო iGaming გადახდების არხი დაბლოკა, დააკავა 126 ადამიანი

H2GC კვლევა: ლატვიაში არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშები კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

27 აპრ, 2026

H2GC კვლევა: ლატვიაში არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშები კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

გუგლმა 2025 წელს 270 მილიონზე მეტი აზარტული თამაშების რეკლამა დაბლო

23 აპრ, 2026

გუგლმა 2025 წელს 270 მილიონზე მეტი აზარტული თამაშების რეკლამა დაბლო
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ