GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
თანამშრომლობის გაძლიერება სათამაშო ბიზნესში ყაზახეთსა და საქართველოს შორის

თანამშრომლობის გაძლიერება სათამაშო ბიზნესში ყაზახეთსა და საქართველოს შორის

15 აგვ, 2024

ყაზახეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლებსა და საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი მამულაიშვილს შორის, მოცემულ ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის განსავითარებლად. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილებული იყო აზარტული თამაშების სექტორში საუკეთესო პრაქტიკისა და შესაძლებლობების შესწავლაზე.

ყაზახურმა მხარემ ძლიერი ინტერესი გამოხატა საქართველოსთან პარტნიორობის დამყარებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა პოტენციური ერთობლივი საწარმოებისა და ინვესტიციების არსებობის ორმხრივ სარგებელს. მათი თქმით, ყაზახეთს საერთაშორისო ბიზნესისთვის მიმზიდველ ცენტრად აქცევს სტაბილური საინვესტიციო კლიმატი, მდგრადი ეკონომიკური ზრდა, განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და უვიზო რეჟიმი.


შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მრავალმხრივი გამოცდილების შესახებ სათამაშო ინდუსტრიის რეგულირებისა და განვითარების მიმართულებით. ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს შესწავლაზე და მისი საუკეთესო პრაქტიკის ადაპტირებაზე საკუთარი კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად. ეფექტური ქართული პრაქტიკის გამოყენება განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი ყაზახეთში უფრო კონკურენტუნარიანი და რეგულირებადი სათამაშო ბიზნეს სექტორის შესაქმნელად.
შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ყაზახეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის სამინისტროს პრეზენტაცია, რომელიც აღწერს ყაზახეთში სათამაშო ბიზნესის ამჟამინდელ მდგომარეობას, მარეგულირებელ და საკანონმდებლო ბაზას და ახალ სათამაშო ზონებში ინვესტიციებისა და ბიზნესის განვითარების პოტენციურ შესაძლებლობებს. ყაზახეთის დელეგაციამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსთან გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს უფრო ეფექტური მარეგულირებელი გარემოს შექმნას და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

გიორგი მამულაიშვილმა, თავის მხრივ, ყაზახეთის საელჩოს წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება და ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონეზე ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას აზარტული თამაშების ინდუსტრიაში ცვლილებების წარმატებით განსახორციელებლად. ეს მცდელობები ქმნის ორმხრივი ზრდისა და პროგრესის საფუძველს, რაც ნათელს ხდის  გლობალური თანამშრომლობის მნიშვნელობას დღევანდელი აზარტული თამაშების გამოწვევებთან გამკლავებაში.
ყაზახეთის საელჩომ ხაზი გაუსვა, რომ მზად არიან, ჩაერთონ ქართველ ინვესტორებთან პოტენციური თანამშრომლობაში. ეს ნაბიჯი იქნება ყაზახეთში ფართო სტრატეგიის უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა, ტურიზმისა და სპორტის სექტორის განვითარების საწყისი ეტაპი.

გიორგი მამულაიშვილთან შეხვედრა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური კავშირების განსამტკიცებლად. ორივე მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი სამომავლო თანამშრომლობის მიმართ. აზარტული თამაშების ინდუსტრიის გლობალური გაფართოებით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სარგებელის მომტანი იქნება  ორივე ქვეყნისთვის. ამასთანავე,  ხელს შეუწყობს პარტნიორობას და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.

სხვა სიახლეები

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

07 ოქტ, 2024

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

03 ოქტ, 2024

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.

23 სექ, 2024

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ