24 იან, 2024
ქართულ აზარტული თამაშების ბაზარს ხშირად სანიმუშოს უწოდებენ. უცხოელი ინვესტორები რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელ ქვეყანად საქართველოს განიხილავენ ბიზნესის კეთების კუთხით.
რა მეთოდების წყალობით მოახერხა ქართულმა ბაზარმა განვითარება The Gambler- ი საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი მამულაიშვილს ესაუბრა საქართველოში არსებულ სიტუაციასა და ქვეყნის პოტენციალზე.
ვკითხულობთ საქართველოს უახლეს ამბებს. ივლისიდან ქართულ ბაზარზე წესები გამკაცრდება. ასაკობრივი შეზღუდვები უკვე არსებობს, რა შეიცვლება?
დიახ, ადრე იყო ჯარიმები. ისინი უბრალოდ გაიზრდება ზაფხულში. ვერიფიცირებისა და მომხმარებლის იდენტიფიკაციის სისტემა 2019 წელს დაინერგა და ყველა ონლაინ ოპერატორს მოეთხოვება მომხმარებლის იდენტიფიცირება. 2022 წლიდან ადგილობრივი მოსახლეობის ასაკობრივი ზღვარი შემოღებულ იქნა. ანუ საქართველოს მოქალაქეს არ აქვს 25 წლამდე თამაშის უფლება. ხოლო თუ შესაბამისი ორგანოები დაამტკიცებენ, რომ კაზინოში 25 წლამდე პირი თამაშობდა, სამორინე ჯარიმას გადაიხდის. უცხოელებს თამაში 18 წლიდან შეუძლიათ.
რა სახის არალეგალურ სქემებს იყენებენ საქართველოში? იყენებენ თუ არა საქართველოში სარკისებურ საიტებს?
საქართველოში ყველაფერი მკაცრად კონტროლდება, ძალიან კარგი მონიტორინგის სისტემის მეშვეობით. შესაბამისად აქ ვერ ნახავთ სარკისებურ საიტებს. გარდა ამისა, თითქმის ყველა ოპერატორი უცხოური კომპანიაა, ვისთვისაც იმიჯი და საკუთარი შიდა პოლიტიკა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე, მაგალითად, სარკისებური საიტის გაკეთება და მისგან დამატებითი ფულის შოვნა. ზოგიერთი ბიზნესოპერატორი საერთაშორისო საბაზრო ბირჟაზეა და თუ მათზე მსგავსი ინფორმაცია გაჟონავს, მათი აქციები მკვეთრად დაეცემა. ,
თუ ასეა მაშინ როგორ თამაშობენ ის პირები, ვისაც თამაშის უფლება არ აქვს?
თამაში ლეგალური სისტემის გვერდის ავლით ხდება არალეგალური ოპერატორების, ელექტრონული საფულეებისა და კრიპტოვალუტის გამოყენებით. მაგალითად 1xbet. ასეთი არალეგალური საიტები ქართულ ბაზარზე შეღწევას ცდილობენ და თამაშის მსურველი მომხმარებლების მოზიდვას. ,
არის თუ არა სასჯელი ინტერნეტ კაფეს მოწყობისთვის? არსებობს მსგავსი დაწესებულებები?
თუ თქვენ ფლობთ ინტერნეტ კაფეს და ღია გაქვთ წვდომა ონლაინ აზარტულ თამაშებზე, დაგეკისრებათ დიდი ჯარიმა. ინტერნეტ კაფეებს არ აქვთ უფლება უზრუნველყონ წვდომა ონლაინ კაზინოებზე, პორნოგრაფიულ შინაარსზე და ა.შ.
ყველა ზემოთჩამოთვლილი ცვლილება და რეგულაციების გამკაცრება აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემამ გამოიწვია, რაზეც ყველგან წერენ?
საქართველოში არც ისე მწვავდე დგას დამოკიდებულების პრობლემა, როგორც ამაზე წერენ. თამაშდამოკიდებულთა რეესტრმა ნათლად აჩვენა რეალური სურათი. ადამიანს შეუძლია მივიდეს შესაბამის სამსახურში, დაწეროს განცხადება და დარეგისტრირდეს როგორც თამაშდამოკიდებული. მეორე გზა არის ის, რომ ნათესავები სასამართლოში მიდიან და აწვდიან ინფორმაციას, რომ ადამიანი დამოკიდებულია და 5 წლით აეკრძალება თამაში. საინტერესოა, რომ ასეთი მხოლოდ 32 ადამიანია. ,
მაშინ რატომ წერენ, რომ კვლევის მიხედვით, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი დამოკიდებულია?
კვლევები არ ტარდება საქართველოში, განსაკუთრებით დამოკიდებულების მიმართულებით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ საქართველოში დღემდე არ ჩატარებულა არც ერთი კვალიფიციური და სანდრო კვლევა. კვლევებზე საუბარი არის პოპულიზმი და ტყუილი. ადამიანთა გარკვეული კატეგორია, რომელიც თამაშობს და იყენებს არალეგალურ საიტებს, ვერ კონტროლდებიან. ისინი შედიან VPN-ის საშუალებით მსგავს საიტებზე, იყენებენ ელექტრონულ გადახდებს, კრიპტოვალუტას და თამაშობენ არალეგალურ საიტებზე. ლეგალურ ოპერატორს არ ჰყავს დამოკიდებული მოთამაშე, რადგან არსებობს სხვადასხვა სისტემა, რომელიც აანალიზებს და აკონტროლებს ნებისმიერი მოთამაშის ქცევას. თუ მისი ქცევა საეჭვო ხდება მომენტალურად იბლოკება. ხშირად თამაშდამოკიდებული ადამიანები სტიგმის მსხვერპლი არიან. ,
რატომ დაიწყო მთავრობამ გადასახადების გაზრდა? ზოგიერთ სტატიაში ქართულმა მედიამ მიზეზთა სიის სათავეში დამოკიდებულება დააყენა.
დაიწყო გადასახადების გაზრდა ბიუჯეტის შესავსებად. მხოლოდ ამ მიზნით და არა მოთამაშეთა რაოდენობის შესამცირებლად. რადგან ამ აკრძალვის შემდეგ მოთამაშეთა რაოდენობა არ შემცირებულა... პირიქით, გაჩნდა უამრავი ხარვეზი, თუ როგორ შეიძლება აზარტულ თამაშებთან წვდომა. ,
გამოდის: ნაკლები აკრძალვები - მეტი კანონმორჩილი?
მსოფლიო პრაქტიკა ძალიან კარგად გვაჩვენებს, რომ თუ ბაზარი არის სრულად ლეგალური, არ არსებობს მკაცრი წესები და აკრძალვები, მაშინ ამ ბაზარზე არალეგალური ოპერატორები და ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ოპერატორები არ შემოდიან. ასე იყო საქართველოში 2022 წლამდე. საქართველოს ბაზარზე უკანონო ოპერატორები ვერ შემოდიოდნენ და ასაკობრივი აკრძალვის გაჩენის შემდეგ ბევრი არალეგალური ოპერატორი გამოჩნდა. იმიტომ რომ დაინტერესდნენ მათი მოტყუებით, ვისაც თამაში აკრძალული ჰქონდა. სოციალურ ქსელებში ვხედავ როგორ რეკლამდება მსგავსი საიტები, რომლებზეც არც კი მსმენია. თავად ევროპა უკვე მივიდა იქამდე, რომ ჯობია გყავდეს ლეგალური, კონტროლირებადი ოპერატორი, ვიდრე არალეგალური ოპერატორები, რომლებიც ზიანს აყენებენ არა მარტო ბიზნესს, არამედ სახელმწიფოს და საზოგადოებას.
რამდენად მიმზიდველია საქართველო ახლა უცხოელი ინვესტორებისთვის?
ქართული ბაზარი ყოველთვის იყო ძალიან მიმზიდველი უცხოელი ინვესტორებისთვის, რადგან ის ძალიან კარგად არის განვითარებული. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი შეღავათები ტექნოლოგიური კომპანიისთვის და საქართველოს ასევე აქვს ძალიან კარგი წვდომა შუა აზიასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ აქ გახსნა თავიანთი ოფისი, იყიდა კომპანიები და მუშაობს როგორც საქართველოსთვის, ასევე ცდილობს გაფართოვდეს სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ფლატერი, ქართული ლიცენზია აქვს და სომხეთშიც მუშაობს.
როგორ ფიქრობთ, რამდენად მიმზიდველია საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოს სათამაშო სექტორში?
2022 წელს შემოიღეს GGR-ის 10 პროცენტი, წელს - 15. ხოლო სლოტ კლუბებისთვის შემოიღეს გადასახადი GGR-ის 15 პროცენტის ოდენობით. დაანგარიშებული მოგებიდან - 5 პროცენტი. მომხმარებელი გადაიხდის 5 პროცენტს თანხის განაღდებისას.
უკრაინაში მოთამაშემ თავისი მოგების 19,5% ხაზინას უნდა გადასცეს...
თუ შევადარებთ სხვა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთს, ევროპის ქვეყნებს, მათი გადასახადები ჩვენზე მაღალია. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, არაერთხელ მითქვამს: უკრაინას ბევრი პრობლემა აქვს აზარტული თამაშების სფეროში. ინვესტორების უფლებები ჯერ არ არის გათვალისწინებული, ინვესტორი არ არის დაცული. კანონმდებლობაში არის პრობლემა, ცვლილებები, რომელიც ომამდე უნდა ყოფილიყო მიღებული, ჯერ არ არის მიღებული. მესმის, რომ სამხედრო ოპერაციები აქტიურ ფაზაშია და ხელისუფლებას აზარტული თამაშების კანონმდებლობისთვის დრო არ აქვს. მაგრამ უკრაინას ჰქონდა ძალიან დიდი შანსი გამხდარიყო ჰაბი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. და თუ ხელისუფლებას სურს განავითაროს სათამაშო ბიზნესი თავის ქვეყანაში, მან სხვანაირად უნდა შეხედოს სათამაშო ბიზნესს. ეს ინდუსტრია არის ტურიზმის, ეკონომიკის პირდაპირი განვითარება.
ასე იყო: 2005 წელს მიიღეს პირველი კანონი. ამის შემდეგ კარგად განვითარდა ბათუმი, ყაზბეგი, სიღნაღი, ბაკურიანი, სადაც ოფლაინ კაზინოები გაიხსნა და ტურისტების ნაკადი იყო. საქართველოს რვა რეგიონი ივსება, ბიუჯეტის 50%-ზე მეტი მოდის სათამაშო ბიზნესზე, ადგილობრივ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადებიდან. ,
რა არის ასოციაციის მთავარი ამოცანა, როგორ მიაღწიეთ ამ შედეგებს?
ასოციაციის შექმნის იდეა იყო ის, რომ ასოციაცია ყოფილიყო მოდერატორი ბიზნესსა და მთავრობას შორის, ძალიან კარგი კომუნიკაცია გვაქვს. მუდმივად ვმუშაობთ საგადასახადო და მარეგულირებელ ორგანოებთან, გვაქვს რეგულარული შეხვედრები. რა თქმა უნდა, მთავრობის ზოგიერთ პოლიტიკას, ჩვენ უბრალოდ ვერ შევცვლით. გადასახადების გაზრდა არის პოლიტიკური გადაწყვეტილება ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდის მიზნით.
ბევრი კანონი, რომელიც მიიღეს, იგივე ვერიფიკაცია/იდენტიფიკაციის სისტემა - ჩვენ მივიღეთ უშუალო მონაწილეობა ამაში. იგივე ეხება, მაგალითად, ლეგალიზაციას და კანონს ფულის გათეთრების შესახებ. ახლა ვფიქრობთ, როგორ შევამციროთ არალეგალური საიტების წვდომა ჩვენს ბაზარზე, რა შეიძლება მოვიფიქროთ. ასოციაცია მონაწილეობს საკანონმდებლო პროცესებში. მაშინაც კი, როცა კანონები მიიღება წვრილმან ტექნიკურ დეტალებზე. მაგალითად, ინფორმაციის გაგზავნა მარეგულირებელთან. ასოციაცია ცდილობს ყველაფერი გამარტივდეს, რომ ოპერატორს გაუადვილოს მუშაობა და მარეგულირებელმა მიიღოს ის, რაც სურს. თუ კომპანია უარს ამბობს ყველა მიმდინარე სამუშაო პროცესზე და მხოლოდ იმას აკეთებს, რასაც მარეგულირებელი მოითხოვს, ეს არასწორია. ეს აფერხებს ბიზნეს გარემოს განვითარებას.
რომელ წელს გაირკვა, რომ ბაზარი კარგად ვითარდებოდა?
2008 წლიდან უკვე ცხადი იყო, რომ სათამაშო ბიზნესი ხელს უწყობდა ტურიზმის განვითარებას, ეს იყო ლოკომოტივი. 2009 წლიდან გახდა არის მინი ლას-ვეგასი. თუ შევადარებთ ძველ ბათუმს და ახალ ბათუმს, ეს ორი დიდად განსხვავდება ერთმანეთისგან. აზარტული თამაშების ბიზნესს დიდი გავლენა აქვს მის გარშემო არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც.