GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ესტონეთმა შესაძლოა ეკონომიკის გასაძლიერებლად აზარტული თამაშების გადასახადები შეამციროს

ესტონეთმა შესაძლოა ეკონომიკის გასაძლიერებლად აზარტული თამაშების გადასახადები შეამციროს

08 ოქტ, 2025

ესტონეთის მმართველი კოალიცია განიხილავს დაპირების შესრულებას — სათამაშო შემოსავლების გადასახადის შემცირებას. ინიციატივა აღიქმება, როგორც სტრატეგიული ნაბიჯი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის ქვეყნებში გადასახადები მატულობს. მთავრობის წევრები მიიჩნევენ, რომ ეს რეფორმა საშუალებას მისცემს ესტონეთს, კონკურენცია გაუწიოს მალტას და დაიმკვიდროს ადგილი, როგორც ონლაინ სათამაშო ბიზნესის ტექნოლოგიურმა ჰაბმა.

რეფორმისტული პარტიისა და Eesti 200-ის მინისტრთა კომიტეტმა დაიწყო მუშაობა 2023–2028 წლების კოალიციური პაქტის საგადასახადო ინიციატივებზე.

ივნისში რეფორმისტებმა და Eesti 200-მა გამოაქვეყნეს კოალიციური შეთანხმება, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ მიზნებს — ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებას, სოციალური დაცვის სისტემის რეფორმას და კლიმატური ნეიტრალიტეტისკენ გადასვლის დაჩქარებას.

ეკონომიკური ცვლილებების შედეგად მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესის გადასახადი ეტაპობრივად გადაიხედება და ყოველწლიურად 0.5%-ით შემცირდება, სანამ 2028 წლისთვის 4%-ს მიაღწევს.

საგადასახადო ინიციატივის მომზადება უკვე დაიწყო რეფორმისტული პარტიის პარლამენტის წევრისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მადის ტიმპსონის ხელმძღვანელობით. ის დისტანციურ აზარტულ თამაშებზე გადასახადის შემცირების მთავარი მომხრე გახდა და ამას ესტონეთში ახალი ლიცენზირებული უცხოელი ოპერატორების მოზიდვის შესაძლებლობად წარმოაჩენს.

„ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ონლაინ სათამაშოს თავშესაფრად ვაქციოთ ქვეყანა. ადამიანები, რომლებიც დღეს თამაშობენ, არ ვიცი, საფრანგეთში ან ესპანეთში — მათი მოგება მომავალში შესაძლოა ჩვენს ქვეყანაში მოვიზიდოთ”— განაცხადა ტიმპსონმა, რომელიც მიუთითებდა მალტასა და სხვა ევროკავშირის იურისდიქციებში დარეგისტრირებულ ოპერატორებზე.

ტიმპსონმა რეფორმა ასევე დააკავშირა მთავრობის კულტურულ დღის წესრიგთან და აღნიშნა ეროვნული ინფრასტრუქტურის პროექტების მნიშვნელობა. კოალიციური პაქტი მოიცავს ეროვნული სპორტული ინფრასტრუქტურის ფონდის შექმნას ესტონეთის ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით, ასევე კერძო თანადაფინანსების მექანიზმის დანერგვას.

მეორე ფონდი ახალი სათამაშო გადასახადიდან მიღებული შემოსავლის 20%-ს მიმართავს თანადაფინანსებულ დონაციებზე, სადაც დაფინანსების მოდელი სამ ნაწილად გაიყოფა: ერთი მესამედი სახელმწიფო დაფინანსება იქნება, ხოლო ორი მესამედი — კორპორატიული სპონსორებისგან.

„წლებია ვსაუბრობთ იმ ცნობილი დიდი [სპორტული] დარბაზის აშენებაზე, მაგრამ ამ დრომდე საქმე სიტყვებს ვერ გასცდა. ყოველი ევრო, რომელსაც ამ დარბაზის აშენებისთვის შევაგროვებთ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი წვლილია სპორტსმენებისა და კულტურის წარმომადგენლების მხარდაჭერაში“— აღნიშნა ტიმპსონმა.

თუმცა, პროცედურულად პარლამენტს მართებს სათამაშო გადასახადზე ცალკე კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ვერ იქნება მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილის სახით. პარლამენტის აზრით, ეს პროცესი აუცილებელია სრული გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, სათამაშო შემოსავლებისა და მათი განაწილების მგრძნობიარე ხასიათიდან გამომდინარე.

მიუხედავად ამისა, ოპოზიცია, განსაკუთრებით ცენტრალური პარტია, ინიციატივას ეწინააღმდეგება. საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრი კორობეინიკმა, ეჭვი გამოთქვა, რომ საგადასახადო შემცირება რეალურად მოიზიდავს იმ ინვესტიციებს, რაც ინიციატორების მიერ იყო დაპირებული. მისი თქმით, საერთაშორისო ოპერატორები უფრო მეტად აფასებენ ეკონომიკურ სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას, ვიდრე გადასახადის მცირე პროცენტულ შემცირებას.

„კანონპროექტის ავტორებმა დაუჯერეს ლობისტებს, რომლებმაც დაარწმუნეს ისინი, რომ გადასახადის შემცირება კაზინოებისა და ონლაინ ოპერატორების მოზიდვას შეუწყობდა ხელს. თუმცა, ამ მოსაზრებას არანაირი ანალიტიკური კვლევა არ უდევს საფუძვლად,“ — აღნიშნა კორობეინიკმა.

 

 

წყარო

 

 

#ესტონეთი  #ონლაინაზარტულითამაშები  #საგადასახადორეფორმა   #ეკონომიკურიინვესტიცია  #სპორტისფინანსება  #რეგულაცია  

 

სხვა სიახლეები

Evolution Gaming-ის აზიელ პარტნიორს ლიცენზია ჩამოერთვა

07 ოქტ, 2025

Evolution Gaming-ის აზიელ პარტნიორს ლიცენზია ჩამოერთვა

ფილიპინების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ონლაინ თამაშების აკრძალვა ხალხს შავ ბაზარზე გადაიყვანს

12 აგვ, 2025

ფილიპინების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ონლაინ თამაშების აკრძალვა ხალხს შავ ბაზარზე გადაიყვანს

აზარტული თამაშების ბაზრის რეფორმები ევროპაში: უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

07 აგვ, 2025

აზარტული თამაშების ბაზრის რეფორმები ევროპაში: უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ