06 ივლ, 2023
საგადასახადო ადმინისტრირების ევროპულმა ორგანიზაცია IOTA -მ საქართველოს შემოსავლების სამსახურთან ერთად 27-29 ივნისს თბილისში გამართა 27-ე გენერალური ასამბლეა. წლის ყველაზე დიდი ღონისძიება.
გენერალური ასამბლეა არის უნიკალური პლატფორმა, სადაც მთელი ევროპა ერთიანდება აზიარებენ მათ გამოცდილებას, შეხედულებებს, განვითარებად და არსებულ ტენდენციებს და ხელს უწყობენ IOTA-ს საგადასახადო ადმინისტრაციების უწყვეტ წინსვლას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ - IOTA-ს წევრების ფართო სპექტრი, ბიზნეს საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები. მათ შორის ღონისძიებაზე მიწვეული იყო სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
IOTA-ს 27-ე გენერალური ასამბლეის პირველი დღე დაეთმო ტექნიკურ სესიას და მთავარი თემაა „საერთაშორისო საგადასახადო სისტემის და საგადასახადო ადმინისტრირების ტრანსფორმაცია“ იყო.
ღონისძიების სპიკერები მთავრობის მაღალი რანგის ოფიციალური პირები და მოწვეული პროფესიონალები იყვნენ- IOTA-ს საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ბიზნესიდან და აკადემიური წრეებიდან; გამომსვლელებმა გაიმართეს პრეზენტაციები კონკრეტულ გამოცდილებასა და შემთხვევებზე თუ როგორ შეუძლიათ IOTA-ს წევრებს ეფექტურად და პროაქტიულად უპასუხონ მიმდინარე და სამომავლო პრობლემებს ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე.
გაიმართა დებატები ახალ გამოწვევებზე, რომლებიც წარმოიქმნება საგადასახადო სისტემის რეფორმის შედეგად ციფრული და გლობალური ეკონომიკის პირობებში.
IOTA-ს გენერალური ასამბლეის დახურვის დღე ახალი დისკუსიას დაეთმო. პლენარული სესიები მიზნად ისახავდა განხილულიყო მოსაზრებები და უკვე დამკვიდრებული ტენდენციები საგადასახადო სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის აუცილებლობის შესახებ.
დელეგატებმა დრო დაუთმეს ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცაა:
ციფრული ტრანსფორმაციის მართვის ძირითადი სტრატეგიები;
როგორ შეიძლება მონაცემთა ანალიტიკის გამოყენებამ წარმართოს საგადასახადო პროცესები ახლა და მომავალში;
IT ინფრასტრუქტურა და ოპერაციები, როგორც ციფრული ტრანსფორმაციის ხერხემალი.
200-ზე მეტი დამსწრე შეიკრიბება ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან, რათა გაეზიარებინათ ცოდნა და ესწავლათ ერთმანეთის გამოცდილებიდან. სათამაშო ბიზნესის ასოციაციისთვის დიდი პატივია დასწრებოდა და მონაწილეობა მიეღო ასეთ მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებაში. ყოფილიყო ამ უნიკალური პლატფორმის ნაწილი, სადაც მსჯელობენ არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებზე და უზიარებენ ერთმანეთს მნიშვნელოვან გამოცდილებას.