08 ივლ, 2022
29-30 ივნისს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, რომელმაც ისაუბრა და მიმოიხილა შემდეგი თემები:
➢ ფსონებისა და სპორტული ფსონები ბრუნვა საქართველოში.
➢ რა სახის სპორტული ფსონები არის ხელმისაწვდომი საქართველოში .ე.წ. სპორტული ფსონების ისტორია საქართველოში.
➢ სპორტული ფსონებით თაღლითობა და ფულის გათეთრების საფრთხე
➢ როგორ უნდა დაეხმარონ ან ეხმარებიან აზარტული თამაშების კომპანიები სამართალდამცავ ორგანოებს აღნიშნულის აღმოფხვრაში?
➢ როგორ და ვისგან შეიძლება რომ სამართალდამცავებმა მიიღონ ფსონებზე მონაცემები საქართველოში?
როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ასევე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობს სპორტის სფეროში მანიპულაციების აღმოფხვრის მიმართულებით და ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურებოდა თბილისში გამართული ცნობიერების ასამაღლებელი ორდღიანი კონფერენცია. აღნიშნულმა ღონისძიებამ შესაძლებლობას მისცა დაინტერესებულ მხარეებს, აემაღლებინათ კვალიფიკაცია. გაეზიარებინათ გამოცდილება და დაეგეგმათ სამომავლო პოლიტიკა და აქტივობები უფრო ეფექტურად.
კონფერენციაზე მონაწილეობდნენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპიკერები და ექსპერტები, მათ შორის:
სოსო გიორგაძე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მინისტრის მოადგილე
ნორბერტ რუბიცეკი - დირექტორი CSCF ფონდი სპორტის მთლიანობისთვის
კარლოს გუტიერესი - IntegriSport შემდეგი კოორდინატორი - CSCF ფონდი სპორტის მთლიანობისთვის
ვახტანგ ბზიკაძე -კეთილსინდისიერების ოფიცერი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ)
ნიკოლას საიდე - მაკოლინის კონვენციის სამდივნოს - ევროპის საბჭო კოორდინატორი
ლორეინ პერმანი - IntegriSport Next E+ ექსპერტი - CSCF ფონდი სპორტის მთლიანობისთვის
თეო ბარამიძე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
ანატოლი კორეპანოვი - პოლიტიკის კონსულტანტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი - საქართველოს პარლამენტი
როი ვერმეერი - დირექტორი იურიდიული - FIFPRO
ლუკა ესპოზიტო - გენერალური მდივანი - გლობალური ლატარიის მონიტორინგის სისტემა (GLMS)
გერგელი ვესჟოსი - IntegriSport Next E+ ექსპერტი - CSCF ფონდი სპორტის მთლიანობისთვის