22 დეკ, 2021
ონლაინ სათამაშო ბიზნესი მიმართ დაწესებული რეგულაციების შესახებ საზოგადოებაში განხილვის სერია არ წყდება. თემას სხვადასხვა არხზე სხვადასხვა გადაცემაში განიხილავენ. ამჯერად ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, მარკეტინგის სპეციალისტმა ლევან ღვინიანიძემ ისაუბრა.
მარკეტინგის სპეციალისტმა და სააგენტო 11-ის დამფუძნებელმა აქცენტი შეზღუდვების შემდეგ, კრიმინალის პოტენციურ ზრდაზე გააკეთა და ყურადღება ონლაინ სათამაშო ბიზნესისისთვის დაწსებული რეგულაციების ნეგატიურ როლზე გაამახვილა.
„საერთოდ არ გვქონდა ადრე ინტერნეტი, იყო მაშინაც გემბლინგი და იყო ბევრად კრიმინალური ვიდრე არის დღეს. დღეს საქმე გვაქვს შემდგარ ბრენდებთან, ეს ბრენდები მთელს მსოფლიოში ახდენენ კომუნიკაციას. სუპერ სთარები ჰყავთ ვარსკვლავებად. ტიპები ჩამოდიან, შემდგარი ბრენდები არიან, ელ კლასიკოზე ქართული ბრენდის რეკლამა შეიძლება ნახო, არსებული ბრენდები არიან და მათი საქმიანობა გაცილებით ადვილად საკონტროლებელია, ვიდრე მაზავშიკების, ნიქნეიმებით ცნობილი მაზავშიკების.
მაზავშიკთან ადამიანი აგებს იმ ფულს, რომელიც არ აქვს და მერე ამ ფულის მოსაპოვებლად რას აკეთებს ცალკე საქმეა. და გვახსოვს, ხდებოდა ეგეთი ამბები. არ იყო მაშინ არც ინტერნეტი, არც ვიპიენი (კომპიუტერული პროგრამა, რომლითაც აიპი მისამართის შეცვლაა შესაძლებელი), იყო გემბლინგი, იყო მაზავშიკი და ჩალიჩობდი მერე ამ ფულის მიტანას. ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, სულ რომ გადაჭამოს ის (ინტერნეტის) კაბელი და ვიპიენს რაღაცა მოუხერხონ, შარია!“.
ლევანმა რეგულაციაზე სარეკლამო ბაზართან მიმართებაშიც ისაუბრა. მისი აზრითაც, მედია სივრცეში, თავისუფალი მედია საშუალებებისთვის მიცემული თანხები არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც სათამაშო ბიზნესს შეზღუდვებს უწესებენ.
„სარეკლამო ბაზრისთვის, 2020 წელს დაახლოებით 40 მილიონი იყო ტელევიზიებში გემბლინგიდან სარეკლამო დანიშნულებით იყო შემოსული. აქედან დიდი წილი მოდიოდა ოპოზიციურ მედიაზე, რაც ალბათ გახდა ძირეული მიზეზი ამ გადაწყვეტილების. თან ყველაზე ცუდი ის არის, რომ მავნებლობა ზრუნვის სახელითაა შეფუთული. თან ეს იმ ადამიანების მიერ, ვინც ერთ-ერთს პირველს რასაც კრძალავდნენ იყო ბუსუსებიანი პრეზერვატივები. ის აკრძალვა თავის თავში ასეთ საფრთხეს არ შეიცავს, როგორსაც ახლანდელი რეგულაციები.
ამას გარდა, მაგალითად ევროპული ფილმი არ მოიძებნება ინგლისურად და სამწუხაროდ გიწევს უყურო რუსულად, ასეთ დროს ფილმში ჩაინტეგრირებული რუსული ბეთის რეკლამა გიხტება.
ასევე სარეკლამო ბაზარზე, როცა აკეთებ რეკლამას, აკეთებ ორნაირი ფექშოთით, ერთი არის სხვა მედიისთვის, მეორე არის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის. ყოველთვის მოიძებნება ისეთი ხვრელი, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებრივზე ბეთის რეკლამას გაიტან, ბეთის მაგივრად ბოლოში დააწერ სპორტს, ოდნავ შეცვლი სლოგანს და ეგ არის“.
მარკეტინგის სპეციალისტი ასევე შეეხო საკითხს, რომელიც მწვავედ დგას დღეს საქართველოს რეალობაში. ამ ინიციატივის მოწინააღმდეგეთა წინააღმდეგ ამუშავებული ე.წ ტროლების მექანიზმი, რომლებიც სოციალური მედიის სხვადასხვა გვერდებსა და ჯგუფებში აქტიურად აკომენტარებენ და ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
„და ახლა არის კლასიკური ტროლური ნარატივი გააქტიურებული. მაგალითად შეესევიან ბანკირს და ამბობენ - სახლები წაგვართვა. ეხლაც ეს ტროლური ნარატივია, ოღონდ ტროლაობს უკვე ხელისუფლება.
საქართველოს ჩემპიონატში, 5 გუნდის სატიტულო სპონსორი არის ბეთი. ბათუმში არსებული სტადიონი ატარებს ერთ-ერთი დიდი და წარმატებული ბრენდის სახელს. ეს ყველაფერი იყო ხელისუფლების ხელდასმით. რადგან ძირითადი სპორტული ფედერაციების პრეზიდენტები არიან მოქმედი პარლამენტარები. ეგეთი რაღაც ადრეც იშვიათობა იყო. ეგეთი სიტუაციაში ვართ.
იმას ვეთანხმები, რომ კინოში საბავშვო სეანსზე პოპკორნზე ან მულტფილმის დროს, შუაში მარწყვების (სლოტ თამაშის) რეკლამა არ უნდა ხტებოდეს, მაგრამ მაგას სჭირდება გეგმაზომიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ მუშაობა და რეგულაციები. მაგას სჭირდება შრომა“.
ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის შეზღუდვების დაწესების 8-კანონიანი პაკეტი საქართველოს პარლამენტმა პირველი და მეორე მოსმენით უკვე მიიღო.