GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
აზარტული თამაშების ბიზნესისთვის წესები მკაცრდება - მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის წესები მკაცრდება - მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება

15 აპრ, 2026

საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი საკანონმდებლო ინიციატივაა წარდგენილი, რომელიც სათამაშო ბიზნესის სექტორში სანქციების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილებების მიხედვით, თუ კომპანიები სანებართვო მოსაკრებელს დადგენილ ვადებში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ.

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების მთავარი აქცენტები ასე გამოიყურება:

დღეს მოქმედი რეგულაციით, თუ აზარტული თამაშების მიმწოდებელი მოსაკრებლის გადახდას დააგვიანებდა, მას ჯარიმა უსამმაგდებოდა. მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ეს მექანიზმი არაეფექტურია და „ვერ უზრუნველყოფს ნებართვის მფლობელთა მხრიდან ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას“.

ახალი პროექტის მიხედვით, შემდეგი საქმიანობის ნებართვის მფლობელებს, მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისას, ნებართვა გაუუქმდებათ:

  • აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება;
  • სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) სამორინეს მოწყობა;
  • ონლაინ სათამაშო აპარატების სალონები და ტოტალიზატორები.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანიას ნებართვა გაუუქმდება, მას ბაზარზე დასაბრუნებლად თავიდან მოუწევს სანებართვო მოსაკრებლის სრული ოდენობით გადახდა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ეს თანხები საკმაოდ სოლიდურია:

  • ონლაინ სამორინე (დამოუკიდებელი): 5 000 000 ლარი წელიწადში (მოსაკრებელი 1 000 000);
  • ონლაინ სათამაშო აპარატები (დამოუკიდებელი): 1 000 000 ლარი წელიწადში (მოსაკრებელი 1 000 000);
  • ონლაინ ტოტალიზატორი და თამაშების მიწოდება: 100 000 - 100 000 ლარი (მოსაკრებელი 1 000 000).

ამას ემატება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურიც, რომელიც დაჩქარებული წესით (5-10 დღეში) ნებართვის მისაღებად 5 000-დან 30 000 ლარამდე მერყეობს.

განმარტებით ბარათში წერია, რომ კანონპროექტი ასევე ასწორებს ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც სხვა ტიპის სანებართვო პირობების დარღვევას ეხება. კერძოდ, თუ ონლაინ კაზინოს ან ტოტალიზატორის მფლობელი დაარღვევს სხვა პირობას (და არა მოსაკრებლის გადახდის ვადებს), ნებართვის გაუქმების ნაცვლად, მას ჯარიმა გაუსამმაგდება.

ამასთან, იზრდება თავად ჯარიმის ოდენობაც არსებული 7 000 ლარის ნაცვლად, სანქცია 20 000 ლარი გახდება, ხოლო მისი გასამმაგებული ოდენობა 60 000 ლარს მიაღწევს.

მთავრობა იმედოვნებს, რომ სანქციების გამკაცრება გამოიწვევს „სანებართვო მოსაკრებლის დროულად გადახდის პროვოცირებას“ და ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში თამაშების მიწოდების 51 ნებართვაა გაცემული, რომელთაგან თითოეული ბიუჯეტში წელიწადში 100 000 ლარს იხდის.

კანონი ძალაში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს შევა. პროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.

 

 

წყარო

 

 

#საქართველო #რეგულაცია #კანონმდებლობა #ლიცენზირება  #ბიზნესი #ონლაინკაზინო #ტოტალიზატორი #ეკონომიკა #სანქციები

სხვა სიახლეები

ჯარიმების ზრდა არ ნიშნავს უკეთეს შედეგს - გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

16 აპრ, 2026

ჯარიმების ზრდა არ ნიშნავს უკეთეს შედეგს - გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

რუმინეთმა შესაძლოა აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაზარდოს

20 ნოე, 2025

რუმინეთმა შესაძლოა აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაზარდოს

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

07 ოქტ, 2024

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ