26 აპრ, 2021
სათამაშო მონოპოლია. ამიტომ არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნორვეგიელები რაიმე ფორმით უკეთ არიან დაცული თავიანთი მონოპოლიით, ვიდრე ევროპელები, რომლებიც ცხოვრობენ იმ ქვეყნებში, რომლებსაც არ აქვთ მონოპოლია. ეს შემდგომში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის მონოპოლური მოდელის წარმატებას.
მრავალ ბიზნესოპერატორის ლიცენზირება არის უფრო ეფექტური გზა ონლაინ სათამაშო თამაშების რეგულირებისთვის. მონოპოლური მოდელის ხარვეზები კარგად არის ცნობილი და ამიტომაც თითქმის ყველა სხვა ევროპულმა ქვეყანამ შეცვალა მონოპოლიები უფრო ეფექტური მრავალ ლიცენზირების მოდელით ონლაინ თამაშების რეგულირებისთვის. იმის გათვალისწინებით, რომ მეტ კომპანიას შეუძლია ლიცენზიის მოპოვება, მრავალ ლიცენზირება ქმნის აუცილებელ კონკურენციას და არჩევანს, რათა მეტი მოთამაშე აითვისოს იმ ვებსაიტებზე, რომლებიც რეალურად ლიცენზირებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ, ვიდრე ვებსაიტებზე, რომლებიც არ არიან ლიცენზირებული და არ ექვემდებარებიან თავიანთი ხელისუფლების კონტროლს და ზედამხედველობას.
კონკურენტულ ბაზარზე ლიცენზირებულმა კომპანიებმა უნდა გამოიყენონ მთელი რიგი რეგულაციები და მომხმარებელთა უფლებების დაიცვან, ადგილობრივი კანონმდებლობის მიხედვით. ამ სალიცენზიო წესებთან შესაბამისობას აკონტროლებს და არასრულებს ქვეყნის სათამაშო რეგულატორი, რაც მომხმარებელთა დაცვის კონტროლს უზრუნველყოფს.
სხვა სკანდინავიურმა ქვეყნებმა დიდი სარგებელი ნახეს ონლაინ სათამაშო მონოპოლიების შეცვლით. დანიამ და შვედეთმა წარმატებით ჩაანაცვლეს ონლაინ სათამაშო მონოპოლიები კონკურენტული ბაზრით და მიაღწიეს მნიშვნელოვან დადებით შედეგებს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანაში რეგულაციები არ არის სრულყოფილი და მათი გაუმჯობესება შესაძლებელია, მულტილიცენზირების შემოღებამ მათ საშუალება მისცა, მნიშვნელოვნად შეემცირებინათ საერთაშორისო საიტებზე მიმდინარე ონლაინ თამაშების აქტივობა და ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან კონტროლის კუთხით.
სხვა სკანდინავიური ქვეყნები ახლა უფრო მეტ საგადასახადო შემოსავალს იღებენ ონლაინ თამაშებიდან და მათი უფრო მეტი მოთამაშე დაცულია ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე ქვეყანამ ასევე დაადასტურა, რომ შესაძლებელია კერძო კომპანიებისა და ყოფილი მონოპოლური კომპანიების თანაარსებობა კონკურენტულ ბაზარზე, სახელმწიფოს მონოპოლური შემოსავლების საფრთხის გარეშე.
მულტილიცენზირების მოდელი ნორვეგიას საშუალებას მისცემს მნიშვნელოვნად შეამციროს საერთაშორისო ვებ-გვერდებზე მოთამაშეთა წილი, რომელიც ახლა ერთმნიშვნელოვნად ძალიან მაღალია, დაახლოებით 66 პროცენტი. რა თქმა უნდა, ამას თან ახლავს გარკვეული სირთულეები, მაგრამ სარგებელი ძალიან დიდია იმისთვის, რომ უგულებელვყოთ მონოპოლიის უვარგისია.
დადგა დრო, რომ ნორვეგიამ ფუნდამენტურად გადახედოს იმას, თუ როგორ არეგულირებს ის ონლაინ თამაშებს. აშკარაა, რომ ნორვეგიელები სულ უფრო ხშირად ირჩევენ არამონოპოლიურ ბაზრებს და უმჯობესია დააკმაყოფილონ ნორვეგიელი მომხმარებელი, ვიდრე უგულვებელყონ მათი მოთხოვნა ალტერნატივაზე. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ონლაინ აზარტული თამაშების მონოპოლიები აუცილებლად მარცხდებიან და ნორვეგიამ უნდა მიმართოს დანიასა და შვედეთის მაგალითს, სადაც მულტილიცენზირების კანონი მოქმედებს - მართალია არც ისინი არაა სრულყოფილი - ბევრად უფრო ოპტიმალური მოდელია საჭირო ონლაინ თამაშების კონტროლისთვის. მხოლოდ კონკურენტული ბაზრის ხელშეწყობით შეუძლება ნორვეგიამ გამოსწოროს შეცდომა და უკეტე მიარწიოს იმ მიზნებს, რომელთა მიღწევასაც მონოპოლიური მიდგომებით ცდილობს.
წყარო:https://www.egba.eu/news-post/norway-the-fallacy-of-one-of-europes-last-online-gambling-monopolies/