21 ივლ, 2026
გაერთიანებული სამეფოს აზარტული თამაშების კომისია (Gambling Commission) ამკაცრებს სახმელეთო (land-based) სათამაშო ობიექტების ლიცენზიების ზედამხედველობას და შემოაქვს ახალი სალიცენზიო პირობა (LCCP), რომლის მიზანია ბრიტანეთში ლიცენზირებულ ობიექტებში სტანდარტებთან შეუსაბამო სათამაშო აპარატების ამოღება.
2026 წლის 29 ივლისიდან ძალაში შევა სალიცენზიო პირობა 18.1.1, რომლის თანახმადაც ყველა არადისტანციური (non-remote) აზარტული თამაშების ოპერატორი ვალდებული იქნება, კომისიის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ექსპლუატაციიდან ამოიღოს ის სათამაშო აპარატები, რომლებიც კომისიამ შეუსაბამოდ მიიჩნია. ეს ცვლილება რეგულატორს უფრო მკაფიო სამართლებრივ მექანიზმს აძლევს ტექნიკური სტანდარტების აღსრულებისთვის.
ახალი მოთხოვნა არის პირველი ღონისძიება, რომელიც განხორციელდება კომისიის მიერ Gaming Machine Technical Standards (GMTS) ის რეფორმირების ფართო კონსულტაციის ფარგლებში. აღნიშნული პროცესი 2023 წლის Gambling Review White Paper-ის ნაწილია.
2005 წლის Gambling Act ის 86(2)ე მუხლის საფუძველზე შემოღებული სალიცენზიო პირობა 18.1.1 კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას, ოპერატორებს დაავალოს ისეთი სათამაშო აპარატების ამოღება, რომლებიც უკანონოდ არის წარმოებული, მიწოდებული, დამონტაჟებული, მოდიფიცირებული, ტექნიკურად მომსახურებული ან შეკეთებული, ან არ აკმაყოფილებს კომისიის მიერ დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს.
რეგულატორის განცხადებით, ახალი წესი აღმოფხვრის მოთხოვნების აღსრულებასთან დაკავშირებულ არსებულ ხარვეზს, რადგან განსაზღვრავს მკაფიო კანონიერ პროცედურას, რომლის მიხედვითაც არაკომპლაიანტური აპარატები დაუყოვნებლივ უნდა ამოიღონ გამოყენებიდან, როგორც კი ოპერატორი ოფიციალურ წერილობით შეტყობინებას მიიღებს.
სალიცენზიო პირობა გამომდინარეობს კომისიის უფრო ფართო ინიციატივიდან, რომლის მიზანია ბრიტანეთში მოქმედი სათამაშო აპარატების რეგულაციების მოდერნიზაცია.
რეფორმა ითვალისწინებს:
სათამაშო აპარატების რეგულაციების ახალი ეტაპი
მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ახალი სალიცენზიო პირობის შესახებ, მან განაცხადა, რომ აგრძელებს კონსულტაციის ფარგლებში წარმოდგენილი სხვა წინადადებებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ანალიზს.
რეფორმების სრული პაკეტის შესახებ საბოლოო პასუხი მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში გამოქვეყნდება.
კონსულტაციის პროცესში ახალი აღსრულების მექანიზმს ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს აზარტული თამაშების ოპერატორებმა, სათამაშო აპარატების მწარმოებლებმა, ტესტირების ორგანიზაციებმა და მომხმარებლებმა.
თუმცა, ზოგიერთი მონაწილე ითხოვდა უფრო მკაფიო განმარტებებს იმის შესახებ, თუ რა ფორმით გასცემს კომისია აღსრულების შესახებ შეტყობინებებს, ასევე როგორ უნდა განიმარტოს ტერმინები „მითითებული სათამაშო აპარატი“ (specified gaming machine) და „წერილობითი შეტყობინება“ (written notification).
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დაინტერესებული მხარეები უფრო ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს ითხოვდნენ, კომისიამ დაასკვნა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა.
რეგულატორის განმარტებით, ახალი სალიცენზიო პირობის შესრულება არ მოითხოვს სათამაშო აპარატების ტექნიკურ მოდიფიკაციას ან ოპერატორების მხრიდან მნიშვნელოვან საოპერაციო ცვლილებებს. კომპანიებს მხოლოდ შიდა შესაბამისი პროცედურების, პოლიტიკისა და, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომელთა ტრენინგების განახლება მოუწევთ.
#აზარტულითამაშები #გაერთიანებულისამეფო #სათამაშორეგულაცია #ლიცენზირება #სათამაშოაპარატები #მომხმარებელთადაცვა #სათამაშოინდუსტრია #რეგულატორი