GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს აზარტული თამაშების ლეგალიზაციის შესახებ

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს აზარტული თამაშების ლეგალიზაციის შესახებ

04 ივლ, 2022

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა ხელი მოაწერა კანონპროექტებს: „ყირგიზეთის რესპუბლიკაში აზარტული თამაშების შესახებ“ და „აზარტული თამაშების საქმიანობის შესახებ ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“. 

პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონების მიზანია სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი რესურსების მოზიდვა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, კაზინოს გახსნის უფლება ექნებათ იურიდიულ პირებს, მათ შორის უცხოური კაპიტალის მქონე პირებს. შესაბამის ლიცენზიებს გასცემს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ათი წლის ვადით. ლიცენზიების გაცემა განხორციელდება ანაზღაურებად საფუძველზე მინისტრთა კაბინეტის მიერ განსაზღვრული წესით . 

კანონში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ სათამაშო დაწესებულება არ შეიძლება განთავსდეს საბავშვო ბაღების, სკოლების, უნივერსიტეტების ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებში, აგრეთვე სამედიცინო და კულტურულ დაწესებულებებში ან საცხოვრებელ კორპუსებში. 

აზარტული თამაშების დაწესებულებები არ იქნება 21 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირისთვის. 

შეგახსენებთ, 22 ივნისს ყირგიზეთის პარლამენტმა - ჯოგორკუ კენეშმა დაამტკიცა კანონპროექტი კაზინოების საქმიანობის ნებართვის შესახებ. 

წყარო: https://sbccis.com/obshhie/2022/07/01/prezident-kyrgyzstana-podpisal-zakon-o-legalizacii-kazino/

სხვა სიახლეები

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

03 ოქტ, 2025

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

23 სექ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

13 ივლ, 2025

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ