04 ოქტ, 2021
უკრაინის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მიზნად ისახავს ლეგალურ სათამაშო ბიზნესს შეუქმნას დადებითი იმიჯი, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ინდუსტრიის შესახებ და აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფო ორგანოებთან. ამის შესახებ LoginCasino.com.ua -სთან ისაუბრა უკრაინის გემბლინგ ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანტონ კუჭუხიძემ.
ასოციაციის პირველ წევრებს შორის არიან: დარგის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები, პოლიტოლოგები და იურისტები. თანამშრომლობა დაწყებულია პოტენციურ ლიცენზირებულ სუბიექტებთან, აზარტული თამაშების ოპერატორებთან. ანტონ კუჭუხიძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლობას დასთანხმდებიან მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიაზე რეალური ოპერატორები გახდებიან. სათამაშო ბიზნესთან აქტიური თანამშრომლობა არის ორგანიზაციის წარმატებული მუშაობის, გამჭვირვალე და სტაბილური ბაზრის შექმნისათვის აუცილებელი წინაპირობა.
„არალეგალური ბიზნესის წარმომადგენლები დღემდე აგრძელებენ ლეგალური სათამაშო ბიზნესის და ლეგალიზაციის მომხრე პარლამენტარებისა და დეპუტატების წინააღმდეგ მითების გავრცელებას. სავსებით ლოგიკურია, რომ მოსახლეობას არ აქვს ერთიანი მოსაზრება ლეგალიზაციის შესახებ - კარგია ეს ყოველივე თუ - ცუდი. ასოციაცია თავის მთავარ ფუნქციად მიიჩნევს შეინარჩუნოს ამ წლის მიღწევა. სპეციალისტებთან ერთად ჩვენ შევძელით სიმართლისა და ექსპერტული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისთვის.“ - განაცხადა ანტონ კუჭუხიძემ.
ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დისკრედიტაცია გაგრძელდება სრულად ლეგალიზაციის შემდეგაც. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელების მთავარ ინიციატორებად ანტონ კუჭუხიძე ჩრდილოვანი სექტორის წარმომადგენლებს ასახელებს. „აზარტული თამაშების იატაკქვეშეთის ორგანიზატორები და პროვაიდეები აგრძელებენ ლეგალური გემბლინგ ბაზრის წინააღმდეგ ბრძოლას. ასეთ დროს, სახელმწიფოსა და ბიზნესს ესაჭიროება კვალიფიციური მხარდაჭერა“.
უკრაინის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის კიდევ ერთი საკვანძო მისია, მისი ხემლძღვანელის მტკიცებით, არის მონაცემების შეგროვება და ბაზრის ანალიზი, ასევე სახელმწიფო ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაციის წევრები გეგმავენ, რომ კვლევების შედეგები ფინანსური საკითხებისა და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო ჯგუფებსა და უკრაინის სათამაშო მარეგულირებელს წარუდგინონ.
უკრაინის სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში გაწევრიანდნენ ექსპერტები, რომლებიც ადრე უკრაინის სათამაშო ბაზარს იკვლევდნენ, აქედან გამომდინარე, კარგად ესმით ლიცენზიების გაცემის, სერტიფიცირებისა და დაბეგვრის საკითხები, ასევე შიდა პროცესები. ასოციაცია მზად არის, ბაზრის მყარი ფუნდამენტის შექმნის მიზნით, სხვებსაც გაუზიაროს აღნიშნული გამოცდილება. ანტონ კუჭუხიძემ საკუთარი კანდიდატურა წარადგინა ექსპერტთა საბჭოს წევრად, რომლის შექმნაც მარეგულირებლის პროფილით დაიწყეს.
უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, უკრაინის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია გეგმავს გავიდეს საერთაშორისო დონეზე და ითანამშრომლოს ამავე პროფილის სხვა ორგანიზაციებთან. ანტონ კუჭუხიძე მიიჩნევს, რომ სანამ უკრაინის ბაზარი გახდება უფრო ორგანიზებული და ასოციაცია უფრო კონკრეტულად განსაზღვრავს მუშაობის პრინციპებს, მნიშვნელოვანია შუალედური დიალოგების დამყარებაც სხვადასხვა ასოციაციებთან.
შეგახსენებთ, რომ სათამაშო ლიცენზიების გაცემის დაწყება უკრაინაში საორიენტაციოდ 15 დეკემბერსაა დაგეგმილი. მარეგულირებლის შემადგენლობა უკვე ცნობილია და სააგენტო სათამაშო ბაზრის სრული დატვირთვით ამუშავების დასკვნით ფაზაშია.