09 სექ, 2021
ევროპის წამყვანი ონლაინ სათამაშო ოპერატორები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს
უსაფრთხო აზარტული თამაშების პოპულარიზაციის მიზნით ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წევრებმა 133% –ით გაზარდეს პერსონალური კომუნიკაციების რაოდენობა. უსაფრთხო თამაშის ინსტრუქცია ინდივიდუალურად გაუგზავნეს თითოეულ მომხმარებელს. შედეგად EGBA– ს წევრები იუწყებიან, რომ მათი მომხმარებლების 75% უკვე იყენებს ონლაინ თამაშისას უსაფრთხოების ყველა ინსტრუმენტს, რაც აძლიერებს მომხმარებლის უსაფთხოებას. აღნიშნული ინიციატივა ევროპულმა ბიზნეს ოპერატორებმა შეიმუშავეს და გაავრცელეს თავის მომხმარებლებში 2020 წელს. ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (EGBA) პირველ წლიურ ანგარიშში, აღნიშნულია რომ, ასევე ასოციაციის წევრი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები, ევროპის წამყვანი ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორები, ვალდებულებას იღებენ, ითამაშონ წამყვანი როლი უსაფრთხო თამაშის კულტურის გაძლიერებაში. ევროპის ონლაინ სათამაშო სექტორის ანგარიშში გამოქვეყნებულია წევრი კომპანიის მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ EGBA- ს წევრები აძლიერებენ უსაფრთხო თამაშის პრინციპებს. უსაფრთხო სათამაშო ინსტრუმენტების უფრო მეტად დანერგვისა მიზნით კი ზრდიან პერსონალური კომუნიკაციას. EGBA – ს ანგარიში 2020/21 ასახავს მისი წევრი კომპანიების ერთობლივ ძალისხმევასა და პროგრესს. ასოციაციის წევრი ბიზნეს ოპერატორების ძალისხმევით დაინერგა უსაფრთხო თამაშის პრინციპები, რამაც დაიცვა მათი მოთამაშეები და პოზიტიური წვლილი შეიტანა ევროპულ საზოგადოებაში. EGBA- ის ყოველწლიური ანგარიში მიზნად ისახავს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის მხარდაჭერასა და გაძლიერებას. 2020 წლის ანგარიშში კი განსაკუთრებით ხაზგასმულია უსაფრთხო თამაშის კულტურის გაძლიერება ევროპის ონლაინ აზარტული თამაშების სექტორში. წლევანდელი ანგარიში მოიცავს მომხმარებელთა უკუკავშირებს, აზარტული თამაშებში უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენების სტატისტიკას. ასევე ანგარიშში ასახულია ევროპელი ბიზნეს ოპერატორების შეტანილი წვლილი ევროპული სპორტისა და კვლევების განვითარების მიმართულებით, ასევე განათლების, სწავლებისა და დასაქმების კუთხით.
EGBA წევრების 2020 წლის ძირითადი მაჩვენებლები:
„EGBA და მისი წევრები ვალდებულნი არიან წინ წამოწიონ უსაფრთხო აზარტული თამაშებზე კომუნიკაცია. ჩვენი წლიური ანგარიში არის ჩვენი ვალდებულების ნაწილი, რომლითაც ვცდილობთ ვიყოთ ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალე ჩვენს საქმიანობაზე. თვალყურს ვადევნებთ ჩვენი წევრების პროგრესს და მხარს ვუჭერთ საერთო ძალისხმევას უსაფრთხო თამაშების მიმართულებით. აღმასრულებელი დირექტორების აქტიურობა ამ მიზნების მისაღწევად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მისასალმებელია. ძალიან გამამხნევებელია იმის დანახვა, რომ ჩვენი წევრები უკვე ასრულებენ თავიანთ ვალდებულებას უსაფრთხო თამაშისთვის ინსტრუმენტების შემუშავებით. ასევე მათ აქვთ იმაზე მეტი კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე თავიანთ მომხმარებლებთან ვიდრე როდესმე“- მარტენ ჰაიჯერი, EGBA– ს გენერალური მდივანი.
EGBA– ს შესახებ
ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია (EGBA) არის ბრიუსელში დაფუძნებული ასოციაცია, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირში დაფუძნებულ, ლიცენზირებულ და რეგულირებულ წამყვან ონლაინ სათამაშო ბიზნესის ოპერატორებს, მათ შორის bet365, Betsson Group, Entain plc, Kindred Group PLC და William Hill PLC შვედეთის ონლაინ სათამაშო ასოციაცია (BOS) არის EGBA- ს წევრი. EGBA მუშაობს ეროვნულ და ევროკავშირის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად რეგულირებული ონლაინ სათამაშო ბაზრის მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებელთა დაცვის მაღალ დონეს და ითვალისწინებს ციფრული ეკონომიკის რეალობას და მომხმარებელთა მოთხოვნილებას. დღეს EGBA– ს წევრ კომპანიებს ევროპაში 16,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ.