10 ივნ, 2021
აზარტული თამაშები ათასობით წელია არსებობს და მთელ მსოფლიოში არის გავრცელებული. ყოველ წელს ზრდასრული მოსახლეობის ორი მესამედი დებს ფსონს. ასევე მხოლოდ ამერიკაში სამოცი მილიარდი დოლარი გამომუშავდება კაზინოებში და კიდევ ჩვიდმეტი მილიარდი მოდის სახელმწიფო ლატარიებიდან. აზარტული თამაშები კარგი რამ არის დღევანდელი საზოგადოებისთვის რამდენიმე მიზეზის გამო.
პირველი, აზარტული თამაშები აუმჯობესებს ეკონომიკას. მხოლოდ ორი ათწლეულის წინ ორ სახელმწიფოს ჰქონდა ლეგალური აზარტული თამაშები; ახლა მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია ლეგალური აზარტული თამაშები, ასე რომ, ცხადია, ამ ქვეყნებისთვის თანხა შემოაქვს, ან ასე სწრაფად არ იქნებოდა ლეგალიზებული. 2006 წელს აშშ-ში ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადებისგან. ეს ნიშნავს, რომ სათამაშო გადასახადებმა დიდი წვლილი შეიტანეს ეკონომიკაში. იმ ადგილებში, სადაც კაზინოა განთავსებული, ადგილობრივი სკოლები უმჯობესდება, ასევე საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები სარგებლობს ლეგალური აზარტული თამაშებით.
შემდეგი დადებითი მხარე, კაზინოების არსებობის არის უამრავი სამუშაო ადგილი. მხოლოდ შეერთებულ შტატებში კაზინოებმა 350 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა. ლეგალური ბიზნესი ეხმარება როგორც ოჯახებს, ასევე მთავრობას, რადგან მათ დამატებით აღარ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებზე, რომლებიც კაზინოებში მუშაობენ. ამერიკაში 1500-ზე მეტი კაზინოა, რომელიც ბევრ ადამიანს აძლევს დასაქმების შესაძლებლობას. ეს ასევე დაეხმარება ქალაქს მოსახლეობის გაზრდით და, შესაბამისად, ეკონომიკის გაუმჯობესებით.
სამუშაო ადგილები იქმნება არა მხოლოდ უშუალოდ აზარტული თამაშებით დაკავებულ ობიექტებში, არამედ ისეთ დაკავშირებულ ბიზნესებშიც, როგორიცაა სასტუმროები და რესტორნები. უმეტეს შემთხვევაში, კაზინო შენდება სასტუმროებთან, რესტორნებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ტურისტულ ატრაქციონებთან ერთად ან მათთან ახლოს. კაზინოებს მედიაზეც აქვთ ეკონომიკური გავლენა, რადგან რეკლამებში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. ეს ყველაფერი განაპირობებს მჭიდრო კავშირს აზარტული თამაშების ბიზნესსა და სხვა ტიპის ბიზნესებს შორის: რაც დააზარალებს კაზინოებს, დააზარალებს სხვა მრავალ ბიზნესსაც. ამასთანავე, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები ხშირად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან.
საქართველოში ამ სექტორის განვითარების დამატებითი ფაქტორია მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა: კაზინოები აკრძალულია თურქეთსა და ირანში. მრავალი ლეგალური თუ არალეგალური შეზღუდვაა რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც ამ რეგიონებიდან იმ ტურისტების შემოდინებას განაპირობებს, რომელთა სტიმული, საქართველოში მოგზაურობის გარდა, აზარტული თამაშებიცაა. როდესაც ქვეყანაში სათამაშოდ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები, ისინი ფულს იხდიან კვებაში, ტრანსპორტირებაში, საცხოვრებელ ადგილსა და მაღაზიებში: ანუ ხეირობს ეკონომიკის მრავალი სექტორი.
ლეგალური აზარტული თამაშები პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყანაზე, რადგან ის აუმჯობესებს ეკონომიკას უამრავი საგადასახადო ვალდებულების გამო. აზარტული თამაშები ძალიან დიდი კონტრიბუტორია ქვეყნების ბიუჯეტში. რაც საზოგადოების დასახმარებლად შეიძლება გამოიყენოს თითოეულმა სახელმწიფომ. გარდა ამისა ეს ადამიანებისთვის დროის გასატარებლად კარგი საშუალებაა, როცა ამას პასუხისმგებლობით აკეთებენ.