13 აპრ, 2021
სათამაშო ბიზნესის ეკონომიკური სარგებელი
წლების განმავლობაში სამორინეში თამაში უფრო პოპულარული გახდა და ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ამერიკის შეერთებულმა შტატები, ჩინეთი, სათამაშო ბიზნესის შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სათამაშო ბიზნესის ზრდა უკავშირდება ეკონომიკურად სტაბილურ ადგილებს. ზოგიერთი მკვლევარი ამბობს, რომ რაც უფრო მზარდია ბიზნესი, მით უფრო იზრდება კონკურენცია და შესაბამისად მეტად სარგებლობს ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობაც. აზარტული თამაშების გავლენა შეიძლება გავრცელდეს და ვრცელდება კიდეც სხვა ეკონომიკურ სფეროებზე.
მეტი სამუშაო ადგილი
ახალ ონლაინ თუ მიწის სამორინეებს ახალი თანამშრომლები სჭირდებათ, ამიტომ სამორინეების გახსნა სხვადასხვა ადგილებში უფრო მეტ სამუშაო ადგილს ქმნის რეგიონის მოსახლეობისთვის. სამუშაო ადგილებს ხშირად არ სჭირდება განსაკუთრებული უნარ-ჩვევები, მიუხედავად იმისა, ხელფასები საშუალოზე მაღალია. საქართველოში საქსტატის მონაცემების მიხედვით სათამაშო ბიზნესის სფეროში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი 2000 ლარამდეა. რაც მკვეთრად აღემატება საშუალო ხელფასის ზოგად მაჩვენებელს. გარდა ამისა, ონლაინ სამორინეებში მომუშავე თანამშრომლების საშუალო ხელფასი კიდევ უფრო მაღალია ნაციონალური საშუალო ხელფასზე. ამ მიზეზების გათვალისწინებით, სამორინეს სამუშაო ადგილები კარგი შესაძლებლობაა მათთვის, ვისაც სურს მუშაობა კარგ სამუშაო გარემოში, კარგი ხელფასით.
ეკონომიკური განვითარება
ეკონომიკური განვითარება სამორინეების კიდევ ერთი სარგებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის ტიპური შემოსავლის სტატისტიკის ნაწილი, ერთ სულ მოსახლეზე მიღებული შემოსავალი უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას. სამორინეების მქონე რეგიონში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი თითქმის 5% -ით უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე ისეთ ადგილებში სადაც სამორინე არ არის. 5 პროცენტიანი შედეგი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადგილობრივი ეკონომიკის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობაც ხეირობს.
GAMBLING - ეკონომიკური განვითარების ძლიერი ინსტრუმენტი
აზარტული თამაშები და სამორინეები წარმოადგენენ ეკონომიკის განვითარების ერთერთ მთავარ ინსტრუმენტს. ეკონომიკური განვითარების წარმატება იწვევს რეგიონის წმინდა ექსპორტის ზრდასაც. ქვეყნის შემოსავლის გაზრდის ერთადერთი გზაა ის, რომ ექსპორტზე გატანილი საქონლის რაოდენობა უნდა გაიზარდოს ან შემცირდეს იმპორტირებული საქონლისა და მომსახურების რაოდენობა. გემბლინგი კი საქართველოსთვის კარგი შესაძლებლობაა მოიზიდოს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები და წარმატებით გაყიდოს როგორც ონლაინ ისე მიწის კაზინოს სერვისი.
სარგებელი ქალაქისა და მუნიციპალიტეტებისთვის.
სამორინეების კიდევ ერთი სარგებელი ის არის, რომ ისინი ქალაქის ბიუჯეტში უფრო მეტ გადასახადს იხდიან. მაგალითად, სამორინის გახსნის შემდეგ, სხვა ბიზნესსაც აქვს სტიმული გახსნას ახალი რესტორნები, ბარები, სასტუმროები, თემატური პარკები, ბენზინგასამართი სადგურები. გარდა ამისა, ამ ბიზნესს უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს ქალაქში, იზიდავს უფრო მეტ მომხმარებელს, ტურისტს, მეტ გადასახადს, შესაბამისად მეტ მოგებას, რაც ქალაქს უფრო მდიდარს ხდის.
ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს – ეს არის ის პრინციპი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს საქართველომ. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ქვეყნის მდგრადი განვითარება. ვერ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს სწორედ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ გავხდეთ ეკონომიკურად წარმატებული ქვეყანა
გართობა
სამორინეები და თამაშები უძველესი დროიდან არსებობს, როგორც გასართობი საშუალება. სამორინეებსა და ონლაინ თამაშების მრავალი უპირატესობა აქვს. დასვენება, პოზიტიური კონკურენტული განცდა, გამარჯვების მიზანი! ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თანხის დაკარგვის საფრთხე ყოველთვის არსებობს. ასე რომ, თამაშისას მნიშვნელოვანია თვითკონტროლი და დისციპლინა.
სამორინეები და აზარტული თამაშები გართობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელს მსოფლიოში. თავიდან ეს მხოლოდ შეძლებული ადამიანების პრივილეგია იყო. დღეს ყველას შეუძლია ისარგებლოს ლიცენზირებული სამორინეებით და აზარტული თამაშებით. ქალაქში სამორინეს გახსნა მომგებიანია ქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისთვის. ეს ადგილობრივ მოსახლეობას მეტ სამუშაო ადგილს უქმნის, ხელს უწყობს ტურიზმს, სხვა ბიზნესის გახსნას - რესტორნები, ბარები, დისკო კლუბები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები. ზოგადად, სათამაშო ბიზნესს უდიდესი გავლენა აქვს ეკონომიკის განვითარებაზე არა მარტო პირდაპირი გადასახადების სახით. ახალი სამუშაო ადგილები, ტურისტების მზარდი ნაკადი. მეტი ფული, რომელიც ქალაქში ტრიალებს, ქალაქსა და მის მოსახლეობას ბევრად უფრო მდიდარს ხდის.