GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
„სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება“

„სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება“

11 ივლ, 2018

სახელმწიფო სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საუბარია სათამაშო ბიზნესის რეგულირების გამკაცრებაზე, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება, _ ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, სათამაშო ბიზნესი არის დარგი, რომელსაც მნიშვნელოვანი წილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკაში.

„ეს არია დარგი, რომელიც ძალიან დიდი მოცულობის მომსახურების ექსპორტს ახორციელებს მეზობელ ქვეყნებში, არ არის საუბარი მხოლოდ სათამაშო ბიზნესის მომსახურებაზე, აქ არის საუბარი სარესტორნო-სასტუმრო-სატრანსპორტო მომსახურებაზეც, რომელიც მთლიანობაში ძალიან დიდ მოცულობას შეადგენს. ასევე დარგი ასაქმებს დიდი რაოდენობის ადამიანებს და აღსანიშნავია ის ფისკალური შედეგები, რომელსაც დარგი იხდის სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ვფიქრობთ, სახელმწიფო სტრუქტურებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, როდესაც საუბარია ამ დარგის რეგულირების გამკაცრებაზე, ვინაიდან ეს არის დარგი, რომელიც საქართველოს სჭირდება.

აუცილებელია სამართლიანი ბალანსის დაცვა. გარკვეული რეგულაციები არის საჭირო ამ სფეროში, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ ამან გადაიაროს დარგის ხარჯზე, მოხდეს ბიზნესის შევიწროება და ეკონომიკას დააკლდეს ის, რასაც იღებს ამ დარგისგან“, _ აცხადებს ბიზნესომბუდსმენის მოადგილე.

შეგახსენებთ,  რომ მომზადებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვით სამორინეებსა და კაზინოებში შემსვლელთა ასაკი 18-დან 21-წლამდე უნდა გაიზარდოს, ასევე შესაძლოა, აიკძრალოს დარგის რეკლამირება და ა.შ. 

წყარო:https://bm.ge/ka/article/quotsatamasho-biznesi-aris-dargi-romelic-saqartvelos-schirdebaquot/22283/

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ