GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება

ბერლინი გერმანიის აზარტული თამაშების ზედამხედველობას იბარებს — რეგულაციების მასშტაბური გადახედვა იწყება

06 ივლ, 2026

გერმანიის აზარტული თამაშების მარეგულირებლის, Gemeinsame Glücksspielbehörde der Länder (GGL)-ის ადმინისტრაციულ საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მიმდინარე ცვლილების პარალელურად ხდება ქვეყნის სათამაშო კანონმდებლობის გადახედვა.

1-ლი ივლისიდან ადმინისტრაციული საბჭოს მორიგე თავმჯდომარის პოზიცია Christian Hochgrebe-მა დაიკავა და ამ თანამდებობაზე Sandro Kirchner შეცვალა.

თავმჯდომარის ყოველწლიური როტაცია გერმანიის კონსტიტუციური მოდელიდან გამომდინარეობს, რომლის მიხედვითაც აზარტული თამაშების რეგულირება ფედერალური მთავრობის ნაცვლად ფედერალური მიწების (Länder) პასუხისმგებლობაა.

შესაბამისად, GGL-ის ადმინისტრაციული საბჭოს თავმჯდომარეობა ყოველწლიურად სხვადასხვა ფედერალური მიწის წარმომადგენელს გადაეცემა, რაც უზრუნველყოფს, რომ მარეგულირებლის სტრატეგიული მიმართულებები გერმანიის სახელმწიფო მმართველობის კოოპერაციულ სისტემას ასახავდეს.

GlüStV 2021-ის პირველი მასშტაბური შეფასება

კრისტიან ჰოხგრებე თანამდებობას იმ დროს იკავებს, როდესაც GGL ემზადება Interstate Treaty on Gambling (GlüStV 2021)-ის სავალდებულო შეფასებისთვის. ეს იქნება რეგულაციის პირველი ყოვლისმომცველი გადახედვა მისი ამოქმედების შემდეგ.

შეფასების ფარგლებში განიხილება, რამდენად ეფექტიანად მუშაობს:

  • აზარტული თამაშების რეკლამის რეგულირება;
  • დეპოზიტების ლიმიტები;
  • მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნები;
  • პასუხისმგებლიანი თამაშის (Responsible Gambling) მექანიზმები.

თუმცა, მოსალოდნელი არ არის, რომ გადაიხედოს ხელშეკრულების ორი ძირითადი შეზღუდვა:

  • ონლაინ სლოტებზე დაწესებული 1 ევროს ფსონის მაქსიმალური ლიმიტი;
  • გერმანიის რეგულირებულ ონლაინ ბაზარზე მოქმედი სხვა პროდუქტის შეზღუდვები.

უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდა

თანამდებობის დატოვებისას სანდრო კირხნერმა აღნიშნა, რომ გასული წლის განმავლობაში მთავარი ყურადღება GGL-ის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ იყო მიმართული. მისი თქმით, მარეგულირებელმა შეავსო მნიშვნელოვანი საკადრო პოზიციები და მნიშვნელოვნად განავითარა ციფრული შესაძლებლობები, რაც ზედამხედველობის ეფექტიანობას ზრდის.

კირხნერის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვნად გამკაცრდა ბრძოლა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჰოსტინგ-პროვაიდერებისა და გადახდის სერვისების მიმწოდებლების მიმართ განხორციელებული ღონისძიებების მეშვეობით.

მისივე თქმით, პარალელურად დაიხვეწა ლიცენზირებული ოპერატორებისთვის მოქმედი რეგულაციებიც, რათა „ლეგალური შეთავაზებები უფრო მიმზიდველი გამხდარიყო“ და მომხმარებლების რეგულირებულ ბაზარზე გადამისამართება (channelisation) გაზრდილიყო.

კირხნერის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები GGL-ს უკეთ ამზადებს როგორც ლიცენზირებული ოპერატორების ზედამხედველობისთვის, ისე იმ ოფშორული კომპანიების წინააღმდეგ საბრძოლველად, რომლებიც კვლავაც გერმანელ მომხმარებლებს ემსახურებიან.

GGL-ის წინ ახალი გამოწვევებია

GlüStV 2021-ის გადახედვის პარალელურად, კრისტიან ჰოხგრებემ განაცხადა, რომ GGL-ის მთავარ პრიორიტეტებად რჩება ლიცენზირებული ოპერატორების ზედამხედველობის კიდევ უფრო განვითარება და „უკანონო სტრუქტურებთან ბრძოლა“.

გერმანიის სათამაშო ინდუსტრიისთვის მოსალოდნელია, რომ აღნიშნული შეფასების პროცესი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მარეგულირებელ მოვლენად იქცევა.

კანონმდებლები შეაფასებენ, საჭიროებს თუ არა ცვლილებებს რეკლამის რეგულირება, დეპოზიტების ლიმიტები და მომხმარებელთა დაცვის მოთხოვნები, თუმცა ამ ეტაპზე ბაზრის ფუნდამენტური შეზღუდვების შეცვლა დღის წესრიგში არ დგას.

GGL-ის საბჭოს წევრმა Ronald Benter განაცხადა, რომ მარეგულირებელსა და გერმანიის ფედერალურ მიწებს შორის თანამშრომლობა ურთიერთნდობასა და მხარდაჭერას ეფუძნება.

მისი თქმით, კრისტიან ჰოხგრებეს თავმჯდომარეობის პერიოდში GGL „სავსებით მზად არის გამოწვევებით სავსე წლისთვის“ და გააგრძელებს გერმანიის აზარტული თამაშების ბაზრის თანმიმდევრულ და ეფექტიან ზედამხედველობას.

 

 

წყარო

 

 

#აზარტულითამაშები #გერმანია #რეგულირება #პასუხისმგებლიანითამაში #მომხმარებელთადაცვა #ონლაინთამაშები #ევროპულირეგულაციები #ინდუსტრიისსიახლეები

სხვა სიახლეები

უგანდის ახლად შემოთავაზებულმა საგადასახადო ჩარჩომ პრეზიდენტის თანხმობა ვერ მიიღო

16 ივლ, 2026

უგანდის ახლად შემოთავაზებულმა საგადასახადო ჩარჩომ პრეზიდენტის თანხმობა ვერ მიიღო

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

09 ივლ, 2026

საბერძნეთი: მარეგულირებლის შეფასებით, 2025 წელს არალეგალურ პლატფორმებზე €1.8 მილიარდის ფსონები დაიდო

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება

07 ივლ, 2026

სომხეთმა აზარტული თამაშების სექტორის რეგულაციები გაამკაცრა: უკანონო ვებგვერდები დაიბლოკება, რეკლამა კი მკაცრად შეიზღუდება
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ