GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.

23 სექ, 2024

გიორგი მამულაიშვილი: ორი წლის თავზე ოპერატორებმა მოახდინეს ადაპტაცია ახალ რეგულაციებთან და პირველი რვა თვის განმავლობაში დააფიქსირეს მაღალი ზრდის ტენტენცია.  

საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ რვა თვეში ონლაინ აზარტული თამაშების ინდუსტრია სწრაფად გაიზარდა. ზრდა შეეხო სპორტულ ფსონებს, ონლაინ კაზინოებსა და დეპოზიტებს. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, სპორტული ფსონები საშუალოდ 35%-ით გაიზარდა, ონლაინ კაზინოები – 17%-ით, ხოლო დეპოზიტები – 19%-ით. 

აღსანიშნავია, რომ სათამაშო ინდუსტრიის სწრაფი ზრდა გამკაცრებული რეგულაციების ფონზე მიმდონარეობს. 2023 წლის ბოლოს მთავრობამ სათამაშო ბიზნესისთვის  საშემოსავლო გადასახადი 10%-დან 15%-მდე, ხოლო მოგებაზე გადასახადი 2%-დან 5%-მდე გაზარდა. რეგულაციების გამკაცრება ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. 

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა აღნიშნა, რომ ინდუსტრიას ორი წელი დასჭირდა ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის, ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაციისა და შეთავაზებების კორექტირებისთვის. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიებმა შეძლეს გამოწვევების წარმატებით დაძლევა. 

ბაზრის ზრდა 

ჩემთვის ყოველთვის ცხადი იყო, რომ საქართველოში სათამაშო ბიზნესი კარგად არის განვითარებული და მას დიდი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ონლაინ თამაშების სექტორში. მიუხედავად შეზღუდვებისა და ახალი რეგულაციებისა, ადგილობრივმა ოპერატორებმა შეძლეს ბაზრის დინამიკის შეცვლა და მისი პოზიტიური მიმართულებით წარმართვა. ეს წარმატება მიღწეულია სწორი მენეჯმენტის, ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების წყალობით. 

ადგილობრივი ლეგალური ოპერატორების მიერ შეთავაზებულმა პროდუქტებმა მოახერხა ახალი მომხმარებლების დაინტერესება და მოზიდვა. ამას დაემატა ლეგალური  ბიზნესისადმი მაღალი ნდობა, რაც მომხმარებლების ჩართვასა და მათ აქტიურ მონაწილეობას შეუწყო ხელი. 

თუმცა, რეგულაციებში ახალმა ცვლილებებმა ოპერატორებს ბევრი სირთულე შეუქმნა: გაიზარდა გადასახადები და აიკრძალა რეკლამა. კომპანიები იძულებულნი გახდნენ გადაეხედათ თავიანთი სტრატეგიებისთვის, შეეცვალათ მუშაობის სტილი და მიდგომები მომხმარებლებთან, რასაც დრო დასჭირდა. 

წელს მიღწეული შედეგები მიუთითებს ზრდის ტენდენციაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ახალი წლიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეები გათავისუფლდებიან მოგებაზე 5%-იანი საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, მათი შემოსავლებიდან მოგების გადასახადი 15%-დან 5%-მდე შემცირდება, რაც დამატებით წაახალისებს ინდუსტრიის განვითარებას. 

ოპერატორებს შესაძლებლობა ექნებათ გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე, რაც გახსნის ახალ გზებსა და შესაძლებლობებს, გაზრდის სექტორის კონკურენტუნარიანობას, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის კიდევ უფრო განვითარებას. 

რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ზრდას? 

ბაზრის ზრდას ხელი მრავალი ფაქტორმა შეუწყო, მათ შორის უცხოელი მოთამაშეების მიგრაცია რეგიონში და ადგილობრივი ოპერატორების გაფართოება ახალ ბაზრებზე. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გადამწყვეტი ფაქტორი რჩება ადგილობრივი კომპანიების პროფესიონალიზმი და მათი უნარი, ეფექტურად მართონ ოპერაციები რთულ გარემოში. 

საყურადღებოა, რომ ქვეყანა ვითარდება და ადგილობრივი ოპერატორები პოზიტიური რეპუტაციის შენარჩუნებას აგრძელებენ. რამდენიმე მოთამაშე, რომლებიც ადრე სხვა ბაზრებს ანიჭებდნენ უპირატესობას, დაბრუნდნენ, რაც ბაზრის განვიტარებას უწყობს ხელს. 

გარდა ამისა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სპორტული ფსონების ზრდა უკავშირდება უეფას ევრო 2024 ჩემპიონატს. მართალია, ჩემპიონატმა გავლენა მოახდინა ზრდაზე, მაგრამ აღმავალი ტენდენცია პირველ კვარტალშივე იყო შესამჩნევი. შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ეფექტი; ტენდენცია გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება. 

სახელმწიფოს პოზიცია 

მთავრობის წარმომადგენლები აცნობიერებენ ინდუსტრიის ზრდის გამომწვევ მიზეზებს და არსებობს იმედი, რომ მომავალში უფრო მეტად იქნებიან სათამშო ბიზნესის გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული. პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია: უცხო ქვეყნის მოქალაქეები გათავისუფლდებიან 5%-იანი გადასახადისგან მოგების გატანაზე, ხოლო GGR გადასახადი უცხოელი მოთამაშეებისთვის 5%-მდე შემცირდა. ამით ჩანს, რომ მთავრობას ესმის, რომ გადაჭარბებული შეზღუდვები ყოველთვის არ იწვევს კარგ შედეგებს. 

რომ არა 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებები, (იგულისხმება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამის აკრძალვა, ასევე - რეკლამის განთავსების აკრძალვა ქართულ ვებგვერდებზე. აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით...) ამჟამინდელი მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. გარკვეული რეკლამის შენარჩუნებით და საგადასახადო ვალდებულების შემცირებით, სათამაშო კომპანიებს შეეძლოთ კიდევ უფრო მეტი წვლილი შეეტანათ ბიუჯეტში და უფრო სწრაფად განვითარებულიყვნენ. ამ დროისთვის, აზარტული სათამაშო კომპანიები და მასთან დაკავშირებული ბიზნესები, როგორებიც არიან IT, პროვაიდერები და დეველოპერები, გადახდილი გადასახადების სახით ავსებენ ქვეყნის ბიუჯეტს 14%-დან 16%-მდე.  

საბოლოო ჯამში, ის ზრდა, რომელსაც დღეს ვხედავთ, ადასტურებს, რომ საქართველო რჩება ლიდერად რეგიონში და აძლიერებს თავის პოზიციას. ახლა მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ ეს გააცნობიეროს და სათამაშო ბიზნესის განვითარებას ხელი შეუწყოს რათა საქართველო დარჩეს ლიდერი რეგიონში. 

წყარო

სხვა სიახლეები

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

07 ოქტ, 2024

აზარტული თამაშები და AI: როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი თამაშს

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

03 ოქტ, 2024

ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა უკანონო აზარტული თამაშების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგია წარადგინა

გაძლიერებული რეგულაციის გავლენა საქართველოში ოპერატორებზე: გიორგი მამულაიშვილის შეხედულებები

26 აგვ, 2024

გაძლიერებული რეგულაციის გავლენა საქართველოში ოპერატორებზე: გიორგი მამულაიშვილის შეხედულებები
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ