13 სექ, 2024
2 სექტემბერს ბათუმში Batumi Gaming Fest ჩატარდა, რომელიც Plazma 8-ს მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა განიხილეს საქართველოში სათამაშო ბიზნესის აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები, ასევე შეაფასეს არსებულ მდგომარეობა და ისაუბრეს აზარტული თამაშების განვითარებაზე აჭარის რეგიონში. სიტყვით გამოვიდა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
„ამჟამინდელი ცვლილებები კანონმდებლობაში, რომლითაც უცხოელი მოთამაშეებისთვის გაუქმებული იყო 5% გადასახადი, მოგებული თანხის გატანაზე პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს, სათამაშო ბიზნესს საკმაოდ დიდი კონტრიბუცია შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში რაც გაანპირობებს სახელმწიფოს მხარდაჭერას გადასახადების კუთხით. თუმცა, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს გათავისებული, რომ სათამაშო ბიზნესის განვითარება მხოლოდ გადასახადებს არ მოიცავს – ეს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ტურიზმის ხელშეწყობასაც გულისხმობს.
მარტივი შესამჩნევია სხვაობა 2000-იანი წლების ბათუმსა და დღევანდელს შორის. ამ პერიოდის განმავლობაში, საკმაოდ კარგად განვითარდა ინფრასტრუქტურა. თუმცა დღეს ის ცვლილება რაც კანონმდებლობაში შემოვიდა ეხება მხოლოდ ონლაინ კაზინოს. სახელმწიფოსთან კონსულტაციების დროს, ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ყურადღება უნდა მიექცეს არა მხოლოდ ონლაინ, არამედ ოფლაინ კაზინოებსაც, რადგან კაზინოების განვითარება მნიშვნელოვანია რეგიონის პროგრესისთვის.
სახელმწიფოს პოზიცია, რომ ბიზნესის გამსხვილება უნდა მოხდეს და დაწესებული 5%-ის გადასახადი ამას ხელს შეუწყობს, არასწორია, რადგან უცხოელი მოთამაშეები, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გათავისუფლდნენ მოცემული გადასახადისგან. რადგანაც უნდა მოხდეს მათი მოზიდვა საქართველოს ბაზარზე.
საქართველოში ბევრი ისეთი ტურისტი ჩამოდის, რომლებიც ფულს კაზინოებში ხარჯავენ. საყურადღებოა ისიც, რომ გარდა აზარტული თამაშებისა, ტურისტი თანხას იხდის განთავსებაში, კვებაში და სხვადასხვა აქტივობაში, რისი შეთავაზებაც სექტორს შეუძლია. ეს კოლექტიური ხარჯები, თავის მხრივ, ხელს უწყობს შემოსავლების დივერსიფიკაციასა და ადგილობრივი ბიზნესის პოპულარიზაციას.
გაზრდილი გადასახადების ფონზე, სახელმწიფოს მიდგომა მოახდინოს შეზღუდული პირების ან მიგრირებული მოთამაშეების დანაკარგების კომპენსირება საერთოდ გაუმართლებელია.
იქედან გამომდინარე, რომ ოფალინ და ონლაინ კაზინოს აუდიტორია კარგადაა განაწილებული ოფლაინიდან ონლაინში უცხოელი მოთამაშეების მიგრაცია არ მოხდება. ეს ტურისტები უბრალოდ სხვა ქვეყანაში წავლენ და იქ დახარჯავენ ფულს. რეგიონში მალე შეიძლება გამოჩნდეს ახალი კონკურენტები, მაგალითად, ყაზახეთი, სადაც ოთხი ახალი ზონა იხსნება, რომელთაგან ორი მათგანის გახსნა ჩინეთის საზღვარზეა დაანონსებული. ომის დასრულების შემდეგ, საქართველოს ყველაზე დიდი კონკურენტი უკრაინა იქნება. თუ საქართველო გემბლინგის ჰაბის სტატუსის შენარჩუნებას აპირებს, გადასახადები აუცილებლად უნდა გადაიხედოს, როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ.
2017 და 2020 წლებში სწორი რეგულაციებიდან გამომდინარე, 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საქართველოს სათამაშო ბიზნესში, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისა და საინვესტიციო ფონდების განვითარებისთვის. შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება გადაიხედავს თავის პოზიციას და თუნდაც ელემენტარულ 5%-იან გადასახადს მოუხსნის უცხოელ მოთამაშეებს, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, მომავალში უფრო მეტად განვითარდეს.“ - განაცხადა გიორგი გამულაიშვილმა.
ღონისძიების ორგანიზატორმა ლავრენტი გუბინმა ბათუმში iGaming ინდუსტრიის განვითარებაზე ისაუბრა:
"სათამაშო ბიზნესი ბათუმში მრავალი წელია ვითარდება. როგორც იცით, აქ შეიქმნა იურიდიული პრეფერენციები და პირობები უკეთესი ინვესტიციების მოსაზიდად. მიუხედაავდ ამისა, ვაწყდებით მრავალ გამოწვევას, რომლებმაც ფაქტობრივად გააუარესეს სიტუაცია რეგიონში. ახალი გადასახადები, მათ შორის ლიცენზიის მოსაკრებლის და ტექნიკური გადასახადების ზრდა, უკვე დანერგილია ბათუმში. სარეკლამო შეზღუდვები და სხვა ფაქტორები ბათუმს ნაკლებად მიმზიდველს ხდის ინვესტიციებისთვის.
სამომავლოდ, ეს მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ინვესტიციებს. დიდი ალბათობით, დაიხურება ზოგიერთი ბიზნესიც. რასაკვირველია, ასეთ პირობებში ყველა მათგანი ვერ გადარჩება. საქართველოში ადგილობრივ მოთამაშეებს რაოდენობრივად უცხოელი მოთამაშეები სჭარბობენ. კვიპროსის და ბულგარეთის მსგავსად ჩვენს მომხმარებელებს რაღაც მიმზიდველი უნდა შევთავაზოთ.
ლოგიკურია, რაც უფრო ნაკლები მოთამაშე ჩამოვა საქართველოში სხვა ქვეყნიდან, მით უფრო ნაკლები თანხა შემოვა ჩვენს ბიუჯეტში. მოგვიწევს უფრო მეტი გადასახადის გადახდა, და სწორედ ამის გამო ველოდებით, რომ ზოგიერთი ბიზნესი შესაძლოა დაიხუროს."
კონფერენციის მიმდინარეობისას პანელური დისკუსიის მომხსენებლებმა დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები როგორც საქართველოს, ისე კონკრეტულად ბათუმის რეგიონის სათამაშო ინდუსტრიასთან დაკავშირებით. განიხილეს მიმდინარე გამოწვევები გემბლინგის სფეროში, რეგულაციების გამკაცრების პერსპექტივა და დაბეგვრის ახალი მოდელები.