16 სექ, 2022
ე.წ ხელზე გამაზვები მიწისქვეშეთში ყოველდღიურ რეალობად იქცა. 14-დან 18 წლამდე მოზარდები აზარტულ თამაშებში არიან ჩაფლულები - ,,აზარტული თამაშების პრევენციისა და კვლევის ცენტრის" საგანგაშო მონაცემების თანახმად, აღარ რჩება საქართველოს არც ერთი ქალაქი, სადაც ახალგაზრდები ამ მავნებლობაზე არ არიან დამოკიდებულები.
საკმაოდ მძიმე შედეგი მივიღეთ, ხელზე თამაში არის საკმაოდ გააქტიურებული, რაც ძველ, 90-იან წლებს გვახსენებს. ის განსაკუთრებით გააქტიურებულია რეგიონების მიმართულებით, რადგან შედარებით მცირე ქალაქებში ქურდული სამყარო და ე.წ. ქუჩური მიდგომები გააქტიურებულია.
ბოლო დროს მიღებული შეზღუდვებით აზარტული თამაშების პრობლემა არ გვარდება, რადგან ეს ფსიქიკური პრობლემაა. ამას კი სწორი მუშაობა სჭირდება იგივე თუნდაც სარეაბილიტაციო ცენტრებში - აცხადებს ,,აზარტული თამაშების პრევენციისა და კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი, გუგა ბესელია.
ე.წ. ხელზე მაზაობას კიდევ უფრო მძიმე შედეგი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი თამაშები ხშირ შემთვევაში კრიმინალით სრულდება: ბნელი 90-იანების წესებით, თუ მოთამაშე წააგებს და ფულს დათქმულ დროს ვერ მიიტანს, ის შეიძლება, ბულინგისა და ცემის მსხვერპლი, გახდეს.
პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივამ, რომლის საფუძველზეც აზარტულ თამაშებზე რეგულაციები დააწესეს, პრობლემა არათუ მოხსნა, პირიქით, უფრო გაართულა და ახალგაზრდები კიდევ უფრო მდგომარეობამდე მიიყვანა.