27 ივლ, 2022
მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთის ხელისუფლება ყოველთვის ლოიალურად იყო განწყობილი აზარტული თამაშების მიმართ და 2015 – 2016 წლებში რადიკალური ცვლილებები მოხდა აზარტული თამაშების კანონმდებლობაში, რამაც ხელი შეუწყო ინდუსტრიის განვითარებას და რეგულირებას ქვეყანაში.
რიგი ცვლილებების შედეგად რუმინეთის ამჟამინდელმა მთავრობამ გადაწყვიტა დარტყმა მიაყენოს მოწესრიგებულ ბაზარს. პარლამენტმა გადაწყვიტა ცვლილებები შეიტანოს აზარტული თამაშების კანონმდებლობაში. აღნიშნული ფაქტი მომავალში წამგებიანი იქნება რუმინეთის ეკონომიკისთვის და დამაზიანებელი აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის. ახალი რეგულაციის დამტკიცების შემთხვევაში რუმინეთის ბაზარზე არ დარჩება მსხვილი მოთამაშე, რაც ნეგატიურად აისახება რუმინული ოპერატორების შემოსავალსა და მათ მომავალ არსებობაზე, კანონიერ ჩარჩოებში.
რუმინეთს აქვს აზარტული თამაშების ლეგალიზაციის დიდი ისტორია. პირველი ეროვნული ლატარია ქვეყანაში, Lottery Romana, გამოჩნდა ჯერ კიდევ 1906 წელს. ნიკოლაე ჩაუშესკუს დროს აკრძალული იყო აზარტული თამაშები. ამასთან, 1990 წელს, მისი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, მთავრობამ აირჩია სწორი პოლიტიკა და სათამაშო ბიზნესი კვლავ ლეგალური გახდა. უკვე 1991 წელს გამოჩნდა პირველი კაზინო ქვეყანაში, რომელიც დაარსდა ავსტრიული კომპანიის Casino Austria მიერ. ამ მომენტიდან დაიწყო რუმინეთში სათამაშო ინდუსტრიის აქტიური განვითარება:
1992 წელს მოეწყო სათამაშო ბიზნესის კომისიის მუშაობა. დეპარტამენტს დაევალა ქვეყნის ყველა სახმელეთო კაზინოს საქმიანობის მონიტორინგის პასუხისმგებლობა.
1993 - მიღებულ იქნა კანონი სათამაშო დაწესებულებების დაბეგვრის შესახებ
1998 - შემოიღეს სავალდებულო ლიცენზირება. დებულებები მოცემულია კანონში "სათამაშო ბიზნესის რეგულირების შესახებ".
1999 წ. - შემოღებულ იქნა მოთხოვნები საიტებისა და შენობების მიმართ, რომლებიც გამოიყენებოდა კაზინოს ორგანიზაციისთვის
2003 - მთავრობამ შეიმუშავა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სქემა. დასაშვებია ტოტალიზატორის საქმიანობა, რომელიც იღებს სპორტულ ფსონს.
რა თქმა უნდა, რუმინეთის სახელმწიფომ სრული ლეგალიზებით მიიღო დიდი სარგებელი, რადგანაც განვითარებული სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია არის დამატებითი შემოსავლები სახელმწიფო ბიუჯეტში. რაც შემდგომ ხელს უწყობს ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას. მითუმეტეს, როდესაც ქვეყანის ერთერთი პრიორიტეტული დარგი ტურიზმი.
დღეს, სახმელეთო სათამაშო დაწესებულებების საქმიანობა რეგულირდება თითქმის ათეული ოფიციალური კანონით, განკარგულებებით და დებულებებით. გარდა ამისა, არსებობს დამატებითი ინსტრუქციები, ბრძანებები, გადაწყვეტილებები, რომლებიც წარმოდგენილია სათამაშო ეროვნული ოფისის მიერ. რაც ერთობლიობაში ხელს უწყობს ბიზნესის ლეგალურ განვითარებას, ადგილობრივი ოპერატორების ხელშეწყობას, ახალი ინვესტიციების მოზიდვას და არალეგალური უცხოური ოპერატორების შესვლას რუმინეთის ბაზარზე.
რა რეალობა დადგება რუმინეთში თუ ახალი კანონპროექტი, რომელზეც ახლა მუშაობენ შევა ძალაში.
არგუმენტები, რომელსაც შემდგომში გამოიყენებენ პოლიტიკოსები თავიანთი დამაზიანებელი იდეის გასამართლებლად, რა თქმა უნდა არ იქნება რელევანტური. ყველამ კარგად ვიცით, რომ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ვითარდება ონლაინ ტექნოლოგიები და მათ შორის ონლაინ გემბლინგიც. ონლაინ აზარტული თამაშები ბევრად პოპულარული გახდა პანდემიის პირობებში, როდესაც ადამიანებს არ შეეძლოთ სახლიდან გასვლა. ონლაინ აზარტული თამაშები ბევრად უფრო კონტროლირებადი სფეროა ვიდრე ოფლაინი, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ არის პირდაპირი შეხება კლიენტსა და ოპერატორის წარმომადგენელს შორის და ყველა ტრანზაქცია, ფსონის დადებიდან ფულის გატანამდე არის გამჭირვალე. შესაბამისად, არარელევანტურად მიმაჩნია, ის არგუმენტი, რომ მხოლოდ ონლაინ თამაშები დაიბეგროს. აქედან გამომდინარე ეჭვი ჩნდება, ხომ არ არის რაიმე კორუფციული გარიგება მიწის კაზინოებსა და კანონპროექტის ხორცშემსხმელებს შორის, ხომ არ იცავენ ისინი ვინმეს კონკრეტულ ინტერესებს?
თუმცა ასეც, რომ იყოს საკმაოდ დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ მსხვილი ონლაინ მოთამაშები იმის გამო, რომ მათ დიდი გადასახადი ექნებათ ონლაინიდან გადაინაცვლებენ მიწის კაზინოებზე. ბევრი მაგალიათია, როდესაც სახლმწიფო ცვლის მიდგომას აზარტული თამაშების კომპანიების მიმართ და ზრდის გადასახადებს ან უწესებს მათ მკაცრ არაფრის მომცემ რეგულაციებს. არასწორ და არაკომპეტენტურ რეგულაციებს ყოველთვის მოჰყვება დამაზიანებელი შედეგები ქვეყნისთვის.
რას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტი? რუმინეთი დადგება იმ რეალობის წინაშე, რომ მსხვილი მოთამაშეები ნელ-ნელა გადავლენ არალეგალურ უცხოურ საიტებზე. ასევე კარგათ ვიცით, რომ განვითარებული ტექნოლოგიების ეპოქაში, ფაქტიურად შეუძლებელი იქნება არალეგალური ოპერატორების დაბლოკვა, როგორც ტრანზაქციულ, ასევე რეკლამის კუთხით. შედეგად, რუმინეთი სულ მალე დადგება მსხვილი ონლაინ მოთამაშეების გადინების წინაშე, რაც რა თქმა უნდა დამაზიანებელი იქნება არამარტო ინდუსტრიისთვის, არამედ ქვეყნის სოციალური ფონისთვის. აღნიშნული ერთგვარი წახალისებაც იქნება ქვეყანაში კრიმინალის, საუბარია ეკონომიკურ დანაშაულებებზე.
ასევე სავსებით წარმოუდგენელია და კომიკურია ახალი კანონპროეტი ძალაში შესვლის თარიღიც - პირველი აგვისტო. ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული კანონპროექტზე მომუშავეებს წარმოდგენაც არ აქვთ სათამაშო ბიზნესის შესახებ. ვერ ხვდებიან რა სირთულეებსა შეიძლება წააწყდეს და რამხელა რესურსის გაღებას მოითხოვს ცვლილებების განხორციელებამ ნებისმიერი კომპანიისთვის.
სამწუხაროა, როდესაც ლეგალურ ჩარჩოებში მოქცეული და დარეგულირებული სფერო, არაკომპეტენტური გადაწყვეტილებების შედეგად, დგება დიდი გამოწვევების და საშიშროების წინაშე. რუმინეთის სახელმწიფომ კარგად უნდა გაანალიზოს რას მიიღებს ქვეყანა ახალი კანონპროექტით და უღირს თუ არა ასეთი რადიკალური და დამაზიანებელი ცვლილები.