19 ივლ, 2022
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ“ კანონის მიხედვით რეკლამის განთავსება მედიაში მარტიდან აიკრძალა. ლუდომანიასთან ბრძოლის სახელით დაწყებული აკრძალვა, მნიშვნელოვნად რომ დააზარალებდა სარეკლამო ბაზარს და მედიასაშუალებების ფინანსურ დამოუკიდებლობას, ეს თავიდანვე ცხადი იყო, ცხადი იყო ისიც, რომ გლობალურ ქსელში, გაუკონტროლებელი აღმოჩნდებოდა უცხოური საიტები. აკრძალვიდან 5 თვეში ფაქტია, რომ კანონპროექტი მხოლოდ ქართულ ვებგვერდებს შეეხო და უცხოურ საიტებზე ქართული აზარტული თამაშების რეკლამირება გრძელდება.
„კომერსანტი“ ამ პრობლემაზე ადრეც წერდა, მაშინ ჩვენთან საუბარში რეგიონული მაუწყებლების ალიანსის დირექტორი ნათია კუპრაშვილი და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებდნენ, რომ კანონპროექტი ძალიან ნაჩქარევად მიიღეს და გარდა იმისა, რომ მან მედია საშუალებებს დიდი პრობლემები შეუქმნა, კონტროლის პრობლემაც აშკარაა.
რას კრძალავს რეალურად კანონი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მის კონტროლზე და მონიტორინგზე, ამ თემაზე „კომერსანტი“ ფინანსთა სამინისტროს სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელს ლაშა პიტნავას დაუკავშირდა. მისი თქმით, ადმინისტრირებას სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ორგანოები, მათ შორის შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ახდენენ.
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების შესახებ კანონის მიხედვით, აიკრძალა ნებისმიერი რეკლამა, შესაბამისად არცერთი რეკლამა არ უნდა გავრცელდეს ქართულ სივრცეში, თუ მაინც გავრცელდება, შესაბამისმა უწყებებმა, განსაზღვრულია თუ რომელ ნაწილში რომელმა სტრუქტურებმა, უნდა განახორციელონ ადმინისტრირება და დაჯარიმება. იქნება ეს სატელევიზიო, გარე სივრცეში თუ ინტერნეტ რეკლამა, ყველა შემთხვევაში კანონი მოქმედებს, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, მათ შორის რეკლამის გამავრცელებელს, დამკვეთს თუ სხვა.
ადმინისტრირებას სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვა ორგანოები ახდენენ. მაგალითად თბილისში ქუჩაში გარე რეკლამას არეგულირებს მუნიციპალიტეტი, სატელევიზიო რეკლამას შესაბამისი სტრუქტურა, რაღაც ნაწილში შემოსავლების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ცალსახაა, რომ კანონის მიხედვით აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამას იმ ვებ-გვერდებზეც სადაც ქართველ მომხმარებელს აქვს წვდომა, იკრძალება, შემდეგი საფეხურია უკვე ადმინისტრირება, თუ როგორ ახდენენ ზემოთ აღნიშნული ორგანოები მონიტორინგს. ერთადერთი გამონაკლისი სახით არის დაშვებული სპორტული შეჯიბრებები სადაც დაშვებულია რეკლამა მაგალითად თუ კომპანია სპონსორია, ასევე აეროპორტში ბილბორდებზე არის დაშვებული, სხვა შემთხვევაში კი ადმინისტრირებაზეა დამოკიდებული“, - ამბობს ლაშა პიტნავა.
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მიხედვით, 25-წლამდე ადამიანებს ყველა სახის აზარტული თამაშები აკერძალებათ, გარდა წამახალისებელი ლატარიებისა. კანონდარღვევა პირველ ჯერზე ორგანიზატორის 10 ათასი ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 20 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.
იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა, თუმცა, არის გამონაკლისების სია, რა შემთხვევვაშიც რეკლამა დაშვებულია, მაგალითად, კანონპროექტში წერია, რომ:
წყარო: https://commersant.ge/ge/post/ratom-ver-xdeba-azartuli-tamashebis-reklamis-monitoringi