25 თებ, 2022
ბრაზილიის დეპუტატთა პალატამ მხარი დაუჭირა აზარტული თამაშების ლეგალიზებას და ქვეყნის მასშტაბით რეგულირებადი ბაზრის შექმნას.
კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო 22 თებერვალს, მაგრამ გადაიდო 23 თებერვალს. დეპუტატებმა ხმა მისცეს 246-202-ის სასარგებლოდ 442/1191 კანონპროექტს, რომელიც ლეგალურს ხდის აზარტულ თამაშებს. აღნიშნული პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც 1946 წელს ძალაში შევიდა ყველანაირი აზარტული თამაშების აკრძალვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
აღსანიშნავია ის, რომ კანონპროექტი პირველად სამ ათეულ წელზე მეტი ხნის წინ იქნა წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში და შედიოდა ცლილებები წლების განმავლობაში, სანამ ის საბოლოოდ დამტკიცდა 23 თებერვალს, 2022 წელს.
კანონპროექტის მიხედვით, ლეგალიზებულია კაზინოს თამაშები, ონლაინ აზარტული თამაშები, დოღის ფსონები, სათამაშო აპარატები, ბინგოს თამაში jogo de bicho. აზარტული თამაშებისთვის საკრედიტო ბარათების გამოყენება აკრძალული იქნება და აზარტული თამაშების ყველა მოგება უნდა დაიბეგროს 15%-ით.
ბრაზილიის 26 შტატიდან თითოეულს ახლა უფლება აქვს მიიღოს განაცხადები აზარტული თამაშების ლიცენზიებზე ინტეგრირებულ კაზინოს კურორტებზე სან პაულოში, სადაც სამი კაზინოა, ხოლო რიო-დე-ჟანეიროს, მინას-ჟერაისს და ბაიას უფლება აქვთ გახსნას თითო კაზინო. ქვეყნის ყველა სხვა ადმინისტრაციულ ერთეულს უფლება ექნება გახსნას ერთი ინტეგრირებული კაზინო კურორტი.
ლიცენზიები ხელმისაწვდომი იქნება სატენდერო პროცესის მეშვეობით, სადაც ყველაზე მაღალი პრეტენდენტი მიიღებს ლიცენზიას, მაშინ როცა არცერთ ოპერატორს არ შეუძლია მიიღოს ორი ლიცენზია იმავე შტატში ან ჯამში ხუთზე მეტი.
კანონპროექტი ადგენს ლიცენზირების საფასურს BRL$600,000 (€106,800/$119,700) თითოეული კურორტისთვის, ხოლო ონლაინ აზარტული თამაშების ოპერატორები გადაიხდიან იგივე საფასურს თითოეული ლიცენზირებული სათამაშო დომენისთვის. ბინგოს თამაშების ლიცენზიები დადგენილია BRL$20,000 (3,517€/3,927$) თითო დაწესებულებაში, ხოლო ოპერატორებმა, რომლებსაც სურთ jogo de bicho თამაშების მასპინძლობა, უნდა გადაიხადონ კვარტალური გადასახადი 20,000 BRL$ (3,517€/3,927$).
კანონმდებლობა ასევე ნებადართულია არალიცენზირებული საერთაშორისო ვებსაიტების დაბლოკვაზე, მაშინ როცა ადგილობრივად ლიცენზირებული iGaming დომენების სერვერები უნდა იყოს განთავსებული ბრაზილიაში.
კანონმდებლობის ფარგლებში, ახალი მარეგულირებელი, SINAJ შეიქმნება ინდუსტრიის ზედამხედველობისთვის, ხოლო აკრძალულთა ეროვნული რეესტრი (RENAPRO) ასევე შეიქმნება, რათა დაეხმაროს პრობლემურ მოთამაშეებს კაზინოებიდან და iGaming პლატფორმებიდან თვითგამორიცხვაში.
კანონპროექტი 24 თებერვალს სენატის წინაშე წარდგა და დამტკიცების შემთხვევაში პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს სამუშაო მაგიდას გადაეცემა კანონის მსაბოლოო ხელმოწერამდე. პრეზიდენტს აქვს კანონპროექტზე ვეტოს უფლება, მანამდეც მიუთითა, რომ მზად არის ამისათვის. თუმცა, სენატს აქვს სპეციალური უფლებამოსილება, რომელიც საშუალებას აძლევს მას გააუქმოს ვეტო, საჭიროების შემთხვევაში.
წყარო: https://gamblingindustrynews.com/news/regulation/brazil-votes-legalize-gambling/