03 თებ, 2022
„დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები,“- ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე სათამაშო ბიზესის რეგულირებასთან დაკავშირებით, წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად 2022 წლის 1-ლი იანვრიდან (2022 წლის 1 მარტიდან უფრო გამკაცრდება) ერთი თვის თავზე დადგა შემდეგი შედეგი:
ბაზარზე გაჩნდა 10 - ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ სისტემა, კოპირებული ქართული გემბლინგ პროვაიდერების სახელებით და ქართულად თარგმნილი სერვისებით;
დაიწყო ე.წ. “ექაუნთების” გაყიდვა. 25 წელს გადაცილებული არასაჯარო მოხელე პირები ქმნიან და ყიდიან “ექაუნთებს” არასრულწლოვნებზე, საჯარო მოხელეებზე და ა.შ.;
შეიქმნა 50 - ზე მეტი გვერდი სოციალურ ქსელში, სადაც ნებისმიერი ასაკის და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანს უბრალოდ შეუძლია მიწეროს და გააკეთოს ფსონი. (ხელზე გამაზვა გადავიდა ჩათში გამაზვაზე);
წახალისდა და შეიქმნა 100 ზე მეტი ე.წ. კრიპტო კაზინო, სადაც თამაში ხდება კრიპტო ვალუტების მეშვეობით და ეს სფერო არის სრულად უკონტროლო.
სათამაშო ბიზნესის ამ რეგულაციებით დიდი ზიანი მიადგა ქართულ სპორტს. სპონსორობის და რეკლამირების გაჩერებით:
ქართულ საფეხბურთო კლუბებსა და მათ აკადემიებში კარგ შემთხვევაში 40%-ით შეუმცირდათ ხელფასები და ძირითად შემთხვევაში დადიან გაკოტრების ზღვარზე (მაგალითად საფეხბურთო კლუბი ლოკომოტივი).
ფაქტიურად სახელმწიფო ბიუჯეტის იმედზე რჩება ძალისმიერი სპორტის 90%.
ინდივიდუალური სპორტის სახეობები, სადაც არაერთი წარმატება გვაქვს მიღწეული რჩებიან სრულად, ხაზს ვუსვამ სრულად დაფინანსების გარეშე..
სახელმწიფო ბიუჯეტი სათამაშო ბიზნესიდან იღებდა საერთო ბიუჯეტის 4.5% - ს და მასთან აფილირებული სხვადასხვა კომპანიებთან გაერთიანებით ჯამურად 12% - მდე.
დაიწყო საკადრო ოპტიმიზაცია გემბლინგსა და მასთან აფილირებულ სფეროში (ჯამურად დასაქმებული 30 000 ზე მეტი ადამიანი).
სათამაშო ბიზნესის რეგულირების შედეგად ქვეყანას ტოვებენ გემბლინგსა და მასთან ასოცირებული საინვესტიციო პაკეტები. ჯამურად ქვეყანა კარგავს მილიარდ ევრომდე ინვესტიციას.
მარტივად რომ ავხსნათ დალაგებული, ჩარჩოებში მოქცეული და დასტაბილურებული ეკონომიკური აქტორი ხდება სრულიად ქაოსური და უკონტროლო “ანდერგრაუნდ” ბაზარი, სადაც 300%-ით გაიზრდება კრიმინალი, ფინანსური თაღლითობა, ფინანსური პირამიდები და ეს გაცილებით, ხაზს ვუსვამ გაცილებით მეტ სოციალურ ზიანს მოიტანს საზოგადოებისთვის,“-წერს აბესაძე.