27 იან, 2022
გლობალური პოპულარობის წყალობით, სპორტსმენებს გულშემატკივრების დიდი რაოდენობა ჰყავთ მსოფლიოს ყველა კუთხეში, შესაბამისად აზარტული თამაშების კომპანიები და წარმატებული სპორტსმენები მუდმივად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. ყველაზე პოპულარულ მობილურ და ონლაინ კაზინოებს აქვთ სასპონსორო გარიგებები, სპორტსმენ ვარსკვლავებთან. მსგავსი გარიგებების ღირებულება მილიონობით დოლარია. სტატიაში ვისაუბრებთ რამდენიმე დიდ სახელზე სპორტის სამყაროში, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს აზარტული თამაშების კომპანიებს.
ნეიმარი Jr - PokerStars
ნეიმარ Jr ცნობილი ბრაზილიელი და პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ყოველთვის თამაშობდა მთავარი ძალა იყო ყველა გუნდისთვის სადაც თამაშობდა. მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელად მიჩნეულმა ნეიმარმა 2017 წელს ბარსელონადან პსჟ-ში რეკორდული გადასვლა გააკეთა. ის ასევე აქტიურად უჭერს მხარს PokerStars-ს და ასევე არის დიდი პოკერის მოთამაშე. ის და PokerStars იზიარებენ ერთსა და იმავე ხედვას, როდესაც საქმე წარმატებას ეხება. თქვენ ხშირად ნახავთ მას PokerStars-ის ლაივ ღონისძიებებზე მთელ მსოფლიოში და ბრენდის ფოტო გადაღებებზე.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი – BetHard
ფეხბურთელი, რომელიც იმსახურებს მოხსენიებას ნებისმიერი ტოპ ფეხბურთელთა სიაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩს უამრავი სათაური შეუქმნია, როგორც ფეხბურთის მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საკამათო, მაგრამ შესანიშნავი, მისმა არჩევანმა ის ყურადღების ცენტრში მოაქცია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. არც ისე დიდი ხნის წინ, აშშ-ში MLS-ში წარმატებული გადასვლის შემდეგ, სადაც ამჟამად LA Galaxy-ში თამაშობს, ზლატანი შეუერთდა BetHard-ს, ცნობილ სპორტურ აზარტულ კომპანიას. მან დადო უაღრესად მომგებიანი გარიგება შვედეთში, რამაც აზარტული თამაშების მოწინააღმდეგეთა გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა ყველამ იცის, რომ ზლატანს არასოდეს ადარდებდა მოწინააღმდეგეები და მათთან დაპირისპირება.
უსაინ ბოლტი – PokerStars
საყოველთაოდ აღიარებული, როგორც ყველაზე სწრაფი ადამიანი დედამიწაზე, უსეინ ბოლტი არის მსოფლიო რეკორდსმენი 4×100 მეტრზე ესტაფეტაში, 200 მეტრზე და 100 მეტრზე რბოლაში. ჩემპიონი რბოლას 2017 წლის IAAF მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაემშვიდობა. თუმცა, მისი ქარიზმა და წარმოუდგენელი კარიერული მიღწევები ისეთი იყო, რომ აზარტული თამაშების ყველა ბრენდს სურდა საკუთარი თავის ვარსკვლავთან ასოცირება. PokerStars-მა შეძლო გარიგების დადება სპრინტერთან, რამაც ის ბრენდის სპიკერად აქცია. მისთვის Zoom poker-ის სპეციალური გამოცემაც კი შექმნეს.
კრიშტიანუ რონალდუ – PokerStars
პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი და იუვენტუსის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია. PokerStars-ის სხვა ცნობილი ელჩების მსგავსად, კრიშტიანუ რონალდუ ასევე ავლენს პოკერისადმი სიყვარულს ბრენდის აქტიური მოწონებით. იმის გათვალისწინებით, რომ მას ჰყავს 30 მილიონზე მეტი გამომწერი Twitter-ზე და 100 მილიონზე მეტი ფანი Facebook-ის პლატფორმაზე, კრიშტიანო აშკარად სწორი არჩევანი იყო PokerStars-ისთვის საკუთარი ბრენდის შემდგომი პოპულარიზაციისთვის.
სპორტი ასოცირდება ოქროს მედლებთან, მსოფლიო რეკორდებთნ, შესაბამისად, გლობალურად წარმატებულ ბრენდს და წარმატებულ სპორტსმენს სურს ერთმანეთთან ასოცირდებოდნენ. ის, რომ სპორტსმენებს აზარტული თამაშების კომპანიები აფინანსებენ, არის მიღებული და გამოცდილი პრაქტიკა. ზემოთ ჩამოთვლილი მსოფლიო ვარსკვლავების სახელებიც ადასტურებს, რომ ისინი აქტიურად თანამშრომლობენ აზარტული თამაშების კომპანიებთან და ამის გამო მათ არავინ აკრიტიკებს. აქვე უნდა აღინიშნოს ის, რომ მაგალითად ინგლისის პრემიერლიგის თითქმის ყველა კლუბს (24 საფეხბურთო კლუბიდან 17-ს) ასპონსორებენ წარმატებული აზარტული თამაშების კომპანიები.
შედარებით მცირე კომპანიებსა და ლოკალურად ცნობილ სპორტსმენებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ მსგავსი სპონსორობით, თუნდაც მხოლოდ ადგილობრივ ან რეგიონულ დონეზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ერთი მხრივ კომპანიის გაყიდვების, ხოლო მეორე მხრივ სპორტსმენების მიღწევების გაუმჯობესება. პრინციპები იგივეა, განსხვავება მხოლოდ მასშტაბია.
საქართველოში მოქმედი აზარტული თამაშების კომპანიების სპონსორობის მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ კომპანია ზრუნავდა საზოგადოებაზე და მზად იყო ინვესტიციები განახორციელებინა ქართული სპორტის და სპორტსმენების მომავალ მიღწევებში. აქედან გამომდინარე არცერთი სპორტსმენი არ უნდა გავაკრიტიკოთ იმის გამო, რომ ქვეყანაში სადაც სპორტი მხოლოდ სახელმწიფო დონაციაზე იყო, ისინი დამატებით სპონსორობას იღებდნენ წარმატებული ქართული აზარტული კომპანიებისგან და სწორედ ამ დახმარების საშუალებით აღწევდნენ მსოფლიო წარმატებას.