14 დეკ, 2021
ივანიშვილის ხელისუფლება მედიის ფინანსურ შევიწროებას ჩქარობს. პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ღარიბაშვილის ინიციატივას. სრულად იკრძალება ონლაინ სათამაშო ბიზნესის რეკლამირება, 25 წლამდე პირებისთვის თამაში, ონლაინ სათამაშო ბიზნესს ეზრდება გადასახადი. ლუდომანიასთან ბრძოლის სახელით კი ოცნება რეალურად მედიას უტევს.
კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, დაფინანსების წყაროს კარგავს სატელევიზიო მედია და სპორტის სფეროც. სათამაშო ბიზნესი სპორტის სპონსორობის შეწყვეტას აანონსებს. მედიამენეჯერები დღეს ოცნებას უხსნიდნენ, რომ ინიციატივა პირდაპირ ურტყამს ტელევიზიების შემოსავლებს. განხილვას დარბაზში ხმაური მოჰყვა, TV პირველის დამფუძნებელს დარბაზი ღარიბაშვილის კრიტიკის გამო დაატოვებინეს.