GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.

27 ოქტ, 2021

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება. ორმხრივ დოკუმენტს  ხელს  სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილის და  უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი იულია მაკაროვა მოაწერენ

მემორანდუმი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა უკრაინაში, კიევში, სათამაშო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან კონფერენცია-გამოფენაზე, რომელიც SBC Gaming-ის და სპორტ მედია ჰოლდინგის თანამშრომლობის შედეგად გაიმართა.  კონფერენციას დაესწრნენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, რომელმაც მიმოიხილა „საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის“ მიზნები და ქვეყანაში არსებული რეგულაციები, ასევე, ისაუბრა ასოციაციის როლზე ახალი რეგულაციების განხილვა შემუშავებაში.

უკრაინასა და საქართველოს ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საგანია მხარეთა თანამშრომლობა და პარტნიორობა, ორმხირივი მუშაობის გაძლიერება და ხელშეწყობა საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად, კერძოდ:

  • კომუნიკაცია და თანამშრომლობა სათამაშო ბაზრის ასოციაციების GC-UA და GGA ოპერატორებთან;
  • მხარეთა პრინციპებისა და მისიების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და მომზადება;
  • სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში თანამშრომლობა კანონის დაცვის სფეროში;
  • საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა, მათ შორის პასუხისმგებელი თამაშის წესების შესახებ;
  • აზარტული თამაშების ბაზრის ოპერატორებისთვის რეკომენდაციების გაცვლა;
  • საერთაშორისო დონეზე სათამაშო ბიზნესის ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში დახმარება;
  • მხარეებს შორის გამოცდილების გაცვლა.

 

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის თქმით,  მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც სამომავლოდ ორივე ქვეყანაში შექმნის კიდევ უფრო ჯანსაღ ბიზნესგარემოს და დაეხმარება ორივე მხარეს პასუხისმგებლიანი  და გამჭირვალე თამაშის პრინციპების გაძლიერებაში. 

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და უკრაინის სათამაშო ბიზნესის საბჭოს  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფორმდება.

სხვა სიახლეები

ჯარიმების ზრდა არ ნიშნავს უკეთეს შედეგს - გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

16 აპრ, 2026

ჯარიმების ზრდა არ ნიშნავს უკეთეს შედეგს - გიორგი მამულაიშვილი - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის წესები მკაცრდება - მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება

15 აპრ, 2026

აზარტული თამაშების ბიზნესისთვის წესები მკაცრდება - მოსაკრებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება

რუმინეთმა შესაძლოა აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაზარდოს

20 ნოე, 2025

რუმინეთმა შესაძლოა აზარტული თამაშებისთვის მინიმალური ასაკი 21 წლამდე გაზარდოს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ