25 აგვ, 2021
რეგულირებული ინდუსტრია ხელს უწყობს მოთამაშეთა დაცვას
როდესაც ადამიანს ეკრძალება რაიმეს გაკეთება, მას ის უფრო მეტად სურს. თუ კანონი არ დაარეგულირებს აზარტულ თამაშებს, კრიმინალი სიამოვნებით შესთავაზებს ადამიანებს თავის მომსახურებებს. აკრძალულია თუ არა, აზარტული თამაშები, ხალხი მაინც იპოვის გზას სათამაშოდ. თუმცა ასეთ შემთხვევაში ის ვეღარ შეუწყობს ხელს ეკონომიკას და ვერ შენარჩუნდება იგი რეგულირებად და უსაფრთხო ბიზნესად. აკრძალვით ადამიანები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებენ და ისინი კრიმინალების ხელში აღმოჩნდებიან - სწორედ აქ წარმოიქმნება რეალური საფრთხეები.
რეგულირებადი ონლაინ სათამაშო ბაზრის შემთხვევაში, მოთამაშეები დაცულები არიან. ადვილია ლიცენზირებული კაზინოს პოვნა და უსაფრთხო თამაში იმის ცოდნით, რომ თქვენზე იძულებითა და ძალადობით თანხის განაღდება არ მოხდება. როდესაც სფერო რეგულირდება, ეს საშუალებას იძლევა სანდო და უსაფრთხო კაზინოებმა იარსებონ. ლეგალური ინდუსტრიის შემთხვევაში კონკურენცია აიძულებს ბაზარის მსხვილ მოთამაშეებს იყვნენ კანონმორჩილნი, საიმედოები და შექმნან თამაშისთვის უსაფრთხო გარემო.
ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ კაზინოს გადასახადიდან
შემოსავალი, რომელიც შეიძლება მიიღოთ კაზინოების დაბეგვრით, უზარმაზარია! ეს თავისთავად ხდის აზარტული თამაშების ლეგალიზაციას მიმზიდველს. ბევრი ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად ხეირობს კაზინოებისგან, რომლებიც იხდიან გადასახადს მათი მთლიანი სათამაშო შემოსავლიდან (GGR). თითოეული ქვეყნის სათამაშო გადასახადები და GGR სისტემა განსხვავებულია, მაგრამ ეს ყოველთვის არის წმინდა მოგების პროცენტი.
საფრანგეთში GGR 83.5 პროცენტია, სათამაშო მექა მაკაოში გაცილებით დაბალია 39% და დიდი ბრიტანეთში აღნიშნული მაჩვენებელი მთელის შემოსავლის 50 პროცენტია. მთვარობისთვის საგადასახადო განაკვეთების დაწესება რთულია, რადგან ერთი მხრივ, მათ არ სურთ შეაჩერონ ახალი ბიზნესი და მეორე მხრივ სურთ მიიღონ მოგებაც. მაგალითად, რუსეთი საერთოდ არ ბეგრავს კაზინოებს.
ისევე როგორც გადასახადი, რომელითაც ეკონომიკა სარგებლობს, სამუშაო ადგილების შექმნა არანაკლებ მიმზიდველია თითოეული სახელმწიფოსთვის. მაგალითად, 2018 წელს ნევადას შტატში სათამაშო ინდუსტრიაში 166 741 ადამიანი იყო დასაქმებული. საქართველოში ეს რიცხვი 16 000-ზე მეტია.
კაზინოები ეხმარებიან ტურიზმს
მთელ მსოფლიოში ხალხი ყოველწლიურად მოგზაურობს მხოლოდ და მხოლოდ სათამაშოდ. საქართველოში ამ სექტორის განვითარების დამატებითი ფაქტორია მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა: კაზინოები აკრძალულია თურქეთსა და ირანში. მრავალი ლეგალური თუ არალეგალური შეზღუდვაა რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც ამ რეგიონებიდან იმ ტურისტების შემოდინებას განაპირობებს, რომელთა სტიმული, საქართველოში მოგზაურობის გარდა, აზარტული თამაშებიცაა. როდესაც ქვეყანაში სათამაშოდ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები, ისინი ფულს იხდიან კვებაში, ტრანსპორტირებაში, საცხოვრებელ ადგილსა და მაღაზიებში: ანუ ხეირობს ეკონომიკის მრავალი სექტორი.
სათამაშო მიმართულებები იზიდავს ყველანაირ ხალხს, დაწყებული დასვენების მსურველი ოჯახებით, დამთავრებული წვეულებებისა და ქორწილების მსურველებით. კაზინოს ტურიზმის ზრდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა კამბოჯა, სინგაპური და ფილიპინები, მართლაც დიდი წვლილი მიუძღვის ინდუსტრიის განვითარებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ საკრუიზო გემებზე სათამაშო თამაშებზე. იქ, სადაც კაზინოებს რესტორანი არ აქვთ, ტურისტები ადგილობრივი რესტორნებისა და მაღაზიებისკენ მიდიან, რითაც ძალიან სარგებლობს მიმდებარე ბიზნესი.
მთავარი გამოწვევა- დამოკიდებულება
ყველა მონეტას აქვს ორი მხარე - აზარტული თამაშებიც არ არის გამონაკლისი. დამოკიდებულების პრობლემა საკმაოდ რეალური საკითხია, რომელიც სამწუხაროდ აწუხებს მილიონობით ადამიანს. გაქრება ეს დამოკიდებულება, თუ ავკრძალავთ აზარტულ თამაშებს? ეს ნაკლებად სავარაუდოა.
დამოკიდებულებას შეგვიძლია მხოლოდ რეგულირებული ბაზრის საშუალებით ვებრძოლოთ. გამოიყოს თანხა ბიუჯეტიდან იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. იქ, სადაც რაიმე უკანონოა, ხშირად ხდება საზოგადოებაში მარგინალური და შესაბამისად ის ადამიანები რომლებიც თამაშზე დამოკიდებულნი ხდებიან საზოგადოებისგან გარიყულად გრძნობენ თავს და ვერ იღებენ მათთვის საჭირო დახმარებას.
მაგალითად, დელავერში, სახელმწიფო უფასო კონსულტაციას უწევს ყველას, ვინც სირთულეებს განიცდის. აღნიშნული სერვისი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, იმ მილიონობით დოლარით, რომელსაც სათამაშო ბიზნესი იხდის ბიუჯეტში.
ნიუ – ჯერსის შტატში პრობლემურ მოთამაშეებს და მათ დაინტერესებულ ახლობლებს შეუძლიათ უფასო ტექსტური სერვისით სარგებლობა. 24 საათიანი 7 საათის განმავლობაში, მომსახურება გთავაზობთ მხარდაჭერასა და რჩევას. ამ სერვისს დადებითი გავლენა ჰქონდა ნარკომანიასთან დაკავშირებული სუიციდის მაჩვენებლის შემცირებაზე. ასევე არსებობს სხვადასხვა დამხმარე სისტემები კაზინოების გარეთ, დასახმარებლად, მსგავს სერვისებს მხოლოდ ლეგალური ინდუსტრიის პირობებში ვღებულობთ.
რეკომენდაცია
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ამ დარგის მიმართ ლიბერალური პოლიტიკა, რადგანაც აზარტული თამაშების ბიზნესი ტურიზმის განვითარებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, ტურიზმი კი ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია.
აკრძალვა, გამოსავალს არ წარმოადგენს, რადგან აკრძალვით სათამაშო ბიზნესი არ გაქრება, უბრალოდ მიწისქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც არათუ მოაგვარებს პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო გაართულებს მათ (შეგვიძლია ჩვენივე ქვეყნის გამოცდილება და 90-იანი წლების მაგალითი გავიხსენოთ). გარდა ამისა, ციფრულ ეპოქაში ძალიან რთულია აკრძალო აზარტული თამაშები, რადგან არსებობს უამრავი უცხოური საიტი და აპლიკაცია, სადაც ადამიანს თავისუფლად შეუძლია ჩაერთოს აზარტულ თამაშებში. ამას ვერ გააკონტროლებს სახელმწიფო და შესაბამისად ისევ ქვეყნის ეკონომიკას მიადგება ზიანი, რადგან მოხდება დიდი რაოდენობით ეროვნული ვალუტის გადინება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ლარის გაუფასურება.
2005 წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესი დარეგულირდა, მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცა და სრული კონტროლი დაწესდა სახელმწიფოს მიერ, დასაქმდნენ ადამიანები, შეივსო ბიუჯეტი გადასახადებისა და ნებართვა-ლიცენზიებით. ჯამში, ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 7%-ზე მეტს შეადგენს სათამაშო ბიზნესიდან შესულ თანხები. ხოლო სატამაშო ბიზნესთან ასოცირებული კომპანიების შემოსავლი (როგორიცაა სარეკლამო კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ) ჯამში 16% მდე აღწევს.
თუმცა, აუცილებელია სახელმწიფომ მეტი გააკეთოს აზარტული თამაშებიდან მომდინარე პოტენციური სოციალური რისკების შესასწავლად., რთულია იმის თქმა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აზარტული თამაშებიდან მომდინარე სერიოზული უარყოფითი გარეგანი ეფექტები. შესაბამისად, არაგონივრული იქნება ამ ბიზნესზე დამატებით რაიმე სერიოზული შეზღუდვის დაწესება.