GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
მალტა აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის საგადასახადო ცვლილებებს აწესებს

მალტა აზარტული თამაშების ინდუსტრიისთვის საგადასახადო ცვლილებებს აწესებს

06 ოქტ, 2026

მალტაში აზარტული თამაშების გადასახადი 2018 წლის შემდეგ პირველად შეიცვალა, რაც განპირობებულია აზარტული თამაშების გადასახადის რეგულაციებსა და დღგ-ის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებით.

2026 წლის აპრილში №84 და №86 სამართლებრივი აქტების (Legal Notices) მიღების შემდეგ, მალტის აზარტული თამაშების ბაზართან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები ოქტომბრის დასაწყისში ამოქმედდა.

მალტის აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანოს (MGA) თანახმად, ეს ცვლილებები მალტის მთავრობის 2026 წლის ბიუჯეტისა და ქვეყნის აზარტული თამაშების სექტორის „გრძელვადიანი მდგრადობისა და კონკურენტუნარიანობის“ უზრუნველყოფის ვალდებულების ნაწილია.

ცვლილებები საგადასახადო სისტემაში

აქამდე მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მალტაში ფიზიკურად მყოფი მოთამაშეებისგან მიღებულ სათამაშო შემოსავალზე 5%-იანი გადასახადი ვრცელდებოდა. ამას ემატებოდა სათამაშო ობიექტებში განთავსებული აპარატებისთვის დაწესებული ცალკე მოწყობილობის გადასახადი. აღნიშნული გადასახადების განაკვეთები Type 1 და Type 2 მომსახურებებისთვის 30%-ს, ხოლო Type 3 და Type 4 მომსახურებებისთვის 12.5%-ს შეადგენდა. კონტროლირებად სათამაშო ობიექტებსა და VIP მოთამაშეებისთვის კი შედარებით დაბალი განაკვეთები მოქმედებდა.

„სამართლებრივი აქტი 84“-ის (Legal Notice 84) თანახმად, ეს ორი მოსაკრებელი ერთიანდება. კაზინოსა და სლოტ-თამაშებზე, რომლებიც 1-ლი ტიპის კატეგორიას განეკუთვნება, გადასახადის განაკვეთი 15%-ს შეადგენს; ხოლო ფიქსირებული კოეფიციენტის მქონე სპორტულ ფსონებზე, P2P (მოთამაშეებს შორის) თამაშებსა და უნარ-ჩვევებზე დაფუძნებულ რეგულირებად თამაშებზე (რომლებიც მე-2, მე-3 და მე-4 ტიპებს მიეკუთვნება) — 10%-ს. რეგულირებად სათამაშო სივრცეებსა და „ჯანკეტ“ (junket) პროგრამებში მიღებულ შემოსავალზე განაკვეთი 5%-ია.

რაც შეეხება დღგ-ს, მნიშვნელოვნად შეიზღუდა ის შეღავათი, რომელიც მანამდე მალტაში აზარტული თამაშების საქმიანობის უმეტეს ნაწილზე ვრცელდებოდა.

„სამართლებრივი აქტი 86“-ის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლება ახლა მხოლოდ Gaming Authorisations Regulations-ით განსაზღვრულ დაბალი რისკის თამაშებზე, სპეციალურად ნებადართულ ერთჯერად VIP სათამაშო ვიზიტებსა და სპორტული ღონისძიებების ადგილზე განხორციელებულ ფსონებზე ვრცელდება.

აზარტული თამაშებისა და ფსონების ყველა სხვა მომსახურებაზე გავრცელდება დღგ-ის 18%-იანი განაკვეთი.

ბალანსის დაცვა

MGA-მ (Malta Gaming Authority) განცხადებაში აღნიშნა: „რეფორმები შემუშავდა სექტორისთვის დაბალანსებული და ყოვლისმომცველი ჩარჩოს შესაქმნელად, ამავდროულად კი — მალტის, როგორც აზარტული თამაშების სფეროში სტაბილური, კონკურენტუნარიანი და საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული იურისდიქციის პოზიციის შესანარჩუნებლად. მალტის საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაცია (MTCA) და მალტის აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანო (MGA) გააგრძელებენ შესაბამისი მითითებების მიწოდებას, რათა ხელი შეუწყონ დაინტერესებულ მხარეებს განახლებული რეგულაციების პრაქტიკაში დანერგვის პროცესში“.

MGA ასევე ეხმარება ლიცენზიის მფლობელებს ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად ამოქმედებაში. 2026 წლის სექტემბრის ანგარიშგებები კვლავ მოქმედი წესების შესაბამისად უნდა წარედგინოს, ხოლო მათი წარდგენის ვადა 20 ოქტომბერს იწურება.

1 ნოემბრიდან ანგარიშგების პორტალი ახალი წესების მიხედვით განახლდება. შესაბამისად, 2026 წლის ოქტომბრის ანგარიშგებები უკვე განახლებული საგადასახადო ჩარჩოს მიხედვით უნდა წარედგინოს, მათი წარდგენის ბოლო ვადა კი 20 ნოემბერია.

 

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

Amusnet-მა საბერძნეთის ბაზარზე საქმიანობა გააფართოვა

01 ოქტ, 2026

Amusnet-მა საბერძნეთის ბაზარზე საქმიანობა გააფართოვა

New ONJN Head Launches Review of Gambling Regulator’s Operations

17 სექ, 2026

New ONJN Head Launches Review of Gambling Regulator’s Operations

პერუში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა

01 სექ, 2026

პერუში პასუხისმგებლიანი აზარტული თამაშების ახალი ორგანიზაციები დაფუძნდა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ