GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
ყაზახეთში საგადახდო კონტროლის ფონზე არალეგალური აზარტული თამაშები 50%-ით შემცირდა

ყაზახეთში საგადახდო კონტროლის ფონზე არალეგალური აზარტული თამაშები 50%-ით შემცირდა

15 ივნ, 2026

ყაზახეთის მთავრობამ, როგორც ჩანს,  არალეგალური სათამაშო ოპერატორების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმი აღმოაჩინა.

ანალიტიკური კომპანია Blask-ის მონაცემებით, ივნისის პირველ კვირაში ონლაინ სათამაშო აქტივობა 50%-ით შემცირდა. ეს მოჰყვა ყაზახეთის ხელისუფლების მიერ მაისში გაცემულ დირექტივებს, რომელთა საფუძველზეც არალეგალური ონლაინ კაზინოების წინააღმდეგ სატელეკომუნიკაციო ბლოკირებები და მობილური გადახდების შეზღუდვები დაწესდა.

ასეთი მკვეთრი კლება მიანიშნებს იმაზე, რომ შავი ბაზრის მხარდამჭერ ინფრასტრუქტურაზე დარტყმა უკანონო სექტორთან ბრძოლის ეფექტური გზაა. კომპანია Blask-ში აღნიშნეს, რომ ამ ჩარევამ წარმატებით გადაკეტა წვდომის ძირითადი წერტილები და ფინანსური ტრანზაქციების არხები, რომლებსაც „ნაცრისფერი ბაზრის“ ოპერატორები იყენებდნენ.

ყაზახეთში ონლაინ კაზინოები პირდაპირ არის აკრძალული, ხოლო ონლაინ სპორტული ფსონების მიღება მხოლოდ ლიცენზირებული ადგილობრივი ტოტალიზატორების შეზღუდული რაოდენობისთვისაა ნებადართული.

ყაზახეთის გარდა, სატელეკომუნიკაციო შეზღუდვების გამო, ონლაინ სათამაშო აქტივობის მსგავსი კლება დაფიქსირდა უზბეკეთსა (49.5%-ით) და ტაჯიკეთშიც (40.5%-ით).

Blask-ი ელოდება, რომ ეს ზომები ყაზახეთის სათამაშო ბაზარზე ახალ ბალანსს დაამყარებს, რადგან შავი ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნიდან „სისტემურად განიდევნება“.

შავ ბაზართან ბრძოლა სულ უფრო მეტად გადადის მისი პერიფერიული ელემენტების მიზანში ამოსაღებად, ვინაიდან რეგულატორები და სამართალდამცავი ორგანოები უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ უფრო ეფექტურ მეთოდებს ეძებენ.

გასულ კვირას ვიეტნამში პოლიციამ დააკავა ფამ ნგოკ მანჰი, ციფრული მარკეტინგული სააგენტო Super Thi Seo Media Services-ის ხელმძღვანელი.

გამომძიებლების მტკიცებით, მანჰი და მისი კომპანია, ლეგიტიმური მარკეტინგული ბიზნესის საფარქვეშ, მომხმარებლებს არალეგალური აზარტული თამაშების ვებგვერდებისკენ ამისამართებდნენ.

ხელისუფლების ინფორმაციით, 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიამ უკანონო ვებგვერდების, მათ შორის ვიეტნამურენოვანი 22 სათამაშო პლატფორმის რეკლამირებით, დაახლოებით 3.7 მილიარდი ვიეტნამური დონგი (დაახლოებით $145,000) გამოიმუშავა.

გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ სქემაში მონაწილეობის ეჭვმიტანილობით, კიდევ 17 მენეჯერი და თანამშრომელი დააკავეს.

ამასობაში ევროპაში, ახლახან დასრულებულ კონფერენციაზე Gaming in Holland, ნიდერლანდების აზარტული თამაშების მარეგულირებელი ორგანოს (KSA) ლიცენზირებისა და ზედამხედველობის დირექტორმა, ელა სეისენერმა განაცხადა, რომ რეგულატორი გეგმავს ჯარიმებიდან გადავიდეს უფრო ფართო ქმედებებზე, რომლებიც მიმართული იქნება შავი ბაზრის დამხმარე ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.

მან აღნიშნა: „ჩვენ განვიზრახეთ დავშალოთ არალეგალური პროვაიდერების გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა და მათთვის ნიდერლანდების ბაზრებზე ოპერირება შეუძლებელი გავხადოთ.

ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ჯარიმების ამოღება თითქმის შეუძლებელია და, შესაბამისად, მათ თითქმის არასდროს იხდიან. გაცილებით ეფექტურია ჩვენი კომპლექსური მიდგომა, რაც ჰოსტინგის პროვაიდერებთან, ბანკებთან, საგადახდო მომსახურების კომპანიებთან და მარკეტინგულ სააგენტოებთან თანამშრომლობას გულისხმობს“.

 

 

წყარო

#არალეგალურიაზარტულითამაშები #შავიბაზარი #აზარტულითამაშებისრეგულირება #პასუხისმგებლიანითამაში #კიბერუსაფრთხოება #სათამაშოინდუსტრია

სხვა სიახლეები

DSWV: გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის არალეგალური ფსონების ბაზარი 400 მილიონ ევროს აღწევს

22 ივნ, 2026

DSWV: გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონატის არალეგალური ფსონების ბაზარი 400 მილიონ ევროს აღწევს

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში უზბეკეთი უკანონო აზარტული თამაშების რეკლამების გავრცელების რისკებზე საუბრობს

18 ივნ, 2026

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში უზბეკეთი უკანონო აზარტული თამაშების რეკლამების გავრცელების რისკებზე საუბრობს

აზერბაიჯანი არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს

04 ივნ, 2026

აზერბაიჯანი არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ