GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
სომხეთი აზარტული თამაშების კონტროლს ამკაცრებს

სომხეთი აზარტული თამაშების კონტროლს ამკაცრებს

21 მაი, 2026

     სომხეთის პარლამენტარები განიხილავენ აზარტული თამაშების რეფორმების ახალ პაკეტს, რომელიც გააფართოებს კონტროლს როგორც ლეგალურ, ისე არალეგალურ ბაზრებზე. კანონპროექტი ინტერნეტპროვაიდერებს დაავალდებულებს, დაბლოკონ წვდომა ლიცენზიის არმქონე აზარტული თამაშების ვებგვერდებზე, ხოლო ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს — შეზღუდონ მათთან დაკავშირებული გადახდები.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რაფაელ გევორქიანმა, აღნიშნული ცვლილებები ეროვნული ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომიტეტს წარუდგინა. საკანონმდებლო პაკეტი ანახლებს „აზარტული თამაშების რეგულირების შესახებ“ კანონს და მიზნად ისახავს სომხეთის ტერიტორიიდან არალიცენზირებულ აზარტულ თამაშებზე წვდომის აღკვეთას.

კანონპროექტის თანახმად:

  • ინტერნეტპროვაიდერები ვალდებულნი იქნებიან, დაბლოკონ არალიცენზირებული სათამაშო ვებგვერდები იმ პროცედურებისა და ვადების დაცვით, რომლებსაც მთავრობა ცალკე დაადგენს.

  • სომხური კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ორგანიზაციები ასევე ვალდებულნი გახდებიან, შეაჩერონ გადარიცხვები და გადახდები ამ პლატფორმების სასარგებლოდ.

მკაცრი წესები ლიცენზირებული ოპერატორებისთვის

იგივე წინადადება უფრო მკაცრ წესებს აწესებს ლიცენზირებული ოპერატორებისთვისაც. ლიცენზირებული კაზინოების, ონლაინ თამაშების, ლატარიებისა და ტოტალიზატორების რეკლამირებას გამოქვეყნებამდე მარეგულირებლის ნებართვა დასჭირდება.

გარდა ამისა, რეფორმების პაკეტი უფრო დეტალურ წესებს ადგენს მიწისზედა (ფიზიკური) სათამაშო ობიექტებისთვის:

  • სათამაშო დარბაზებში მოთამაშეები სათამაშო ჩიპების გადაცვლას მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საკუთარ სახელზე არსებული საბანკო ანგარიშების მეშვეობით შეძლებენ. თუმცა, კანონპროექტი გამონაკლისს უშვებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

  • ლატარიის ორგანიზატორებს საპრიზო ფონდთან დაკავშირებით ცალკე მოთხოვნა დაუწესდებათ. ტირაჟიანი ან კომბინირებული ლატარიების ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან შექმნან და გაანაწილონ საპრიზო ფონდი, რომელიც შეადგენს გათამაშებაში მონაწილე ბილეთების საერთო ღირებულების მინიმუმ ნახევარს (იმ ბილეთების გამოკლებით, რომლებიც თავადვე გაიცემა პრიზის სახით).

სომხეთის ეკონომიკურ საკითხთა მუდმივმოქმედმა კომიტეტმა კანონპროექტს უკვე მისცა დადებითი შეფასება. თუ პარლამენტი ცვლილებებს მიიღებს, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ მთავრობას ექნება სამი თვე იმ მეორადი რეგულაციების შესამუშავებლად, რომლებიც აუცილებელია ვებგვერდების დაბლოკვისა და კანონის აღსრულებისთვის.

 

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

თურქეთმა 900 მლნ დოლარის უკანონო iGaming გადახდების არხი დაბლოკა, დააკავა 126 ადამიანი

29 აპრ, 2026

თურქეთმა 900 მლნ დოლარის უკანონო iGaming გადახდების არხი დაბლოკა, დააკავა 126 ადამიანი

H2GC კვლევა: ლატვიაში არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშები კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

27 აპრ, 2026

H2GC კვლევა: ლატვიაში არალეგალური ონლაინ აზარტული თამაშები კვლავ ძლიერ პოზიციას ინარჩუნებს

გუგლმა 2025 წელს 270 მილიონზე მეტი აზარტული თამაშების რეკლამა დაბლო

23 აპრ, 2026

გუგლმა 2025 წელს 270 მილიონზე მეტი აზარტული თამაშების რეკლამა დაბლო
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

  • GGA

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ