21 მარ, 2019
ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა 2019 წლის 21 მარტს.
კონფერენციაში მონაწილეობას ასოციაციის წევრ კომპანებთან ერთად სათამაშო ბიზნესის რეგულატორებიც იღებდნენ. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა კონფერენციის მონაწილეებს კანონპროქტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და სახელმძღვანელო „გარიგების საეჭვოობა და საყურადღებო ნიშნები“ გააცნო, რომელიც ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული აზარტული თამაშობების ორგანიზატორებისათვის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ სპეციალურად მომზადდა. სსიპ შემოსავლების სამსახურმა კი თავის მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის წესებზე გაამახვილა.
პრევენციული-ღონისძიებები-და-ბრძოლის-წესები.-ფინანსთა-სამინისტრო-შემოსავლების-სამსახური..pdf