25 დეკ, 2025
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
პროექტი დაფინანსდა ასოციაციაში შემავალი კომპანიების მიერ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ პასუხისმგებლობის პროქეტებში.
ინიციატივის მიზანია წვლილის შეტანა მომავალი თაობის განვითარებაში და ისეთი მნიშვმნელოვანი ორგანიზაციების მხარდაჭერა, როგორც არის „მომავლის გზა“, რომელიც წლებია მუშაობს ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისა და განათლების მიმართულებით.