GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
რუმინეთი არალეგალური სათამაშო რეკლამების შეჩერებაში Meta-სა და Google-ს სთხოვს დახმარებას

რუმინეთი არალეგალური სათამაშო რეკლამების შეჩერებაში Meta-სა და Google-ს სთხოვს დახმარებას

01 ივლ, 2025

რუმინეთის სათამაშო რეგულატორმა, ONJN-მა, Meta-სა და Google-ს სთხოვა, გაამკაცრონ კონტროლი არალეგალური სათამაშო რეკლამების მიმართ.

გამოძიებამ აჩვენა, რომ არალეგალური სათამაშო ოპერატორების ფასიანი რეკლამები ვრცელდებოდა Meta-ს პლატფორმებზე — Facebook, Instagram და Messenger. მსგავსი შინაარსის რეკლამები ასევე აქტიურად ჩანდა Google-ის ძებნის შედეგებშიც.

ოფიციალური განცხადების მიხედვით, რეკლამირებული ოპერატორები შეყვანილი იყვნენ ONJN-ის შავ სიაში, ხოლო რეკლამები მიზანმიმართულად რუმინელ მომხმარებლებზე იყო გათვლილი.

რუმინეთის რეგულირების კანონმდებლობის მიხედვით, უკანონო აზარტული თამაშების რეკლამირება — იქნება ეს ოფშორული ოპერატორებისგან თუ პლატფორმების (Facebook, Google) მხრიდან — ითვლება სამართალდარღვევად და ექვემდებარება 50,000-დან 100,000 ლეის (€8,500-დან €17,000-მდე) ოდენობის ჯარიმას.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არალეგალური (ე.წ. შავი ბაზრის) საქმიანობა კრიმინალურ დანაშაულად ითვლება, და იგივე სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათაც, ვინც ხელს უწყობენ ამ საქმიანობას — იქნება ეს გადახდის სერვისების, შინაარსის, რეკლამის თუ შესაბამისი IT მომსახურებების მიწოდება,“ — ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ONJN ტექნოლოგიურ კომპანიებს სთხოვს გადადგან კონკრეტული ნაბიჯები: სწრაფად გამოიძიონ არალეგალური რეკლამები, შეაჩერონ დასპონსორებული კამპანიები და მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია იმ ანგარიშებზე, რომლებიც ამ რეკლამების გავრცელებაში მონაწილეობენ.

ONJN-ს შეუძლია ნებისმიერ დროს გამოიყენოს თავისი მარეგულირებელი ბერკეტები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც წლის დასაწყისში ჩატარებულმა დამოუკიდებელმა აუდიტმა 2019-2023 წლებში 900 მილიონი ევროს დაუბეგრავი გადასახადები გამოავლინა, რაც სერიოზულად აზარალებდა რეგულატორის რეპუტაციასა და სანდოობას.

ამ ამბის შემდეგ გაიზარდა პოლიტიკური ზეწოლა ONJN-ის რეფორმირების მოთხოვნით. რუმინეთის ოპოზიციური პარტია „გადაარჩინე რუმინეთი“ (USR) მოითხოვს, რომ ზედამხედველობის ფუნქცია გადაეცეს რუმინეთის ეროვნული შემოსავლების სამსახურს.

აუდიტის შედეგებმა გამოიწვია ისიც, რომ ONJN-ის უკვე მეხუთე პრეზიდენტმა 2018 წლიდან, გიორგე-გაბრიელ გიორგემ, თანამდებობა დატოვა.

მისი ადგილი დაიკავა ვლად-კრისტიან სოარემ, რომელიც ცდილობს წინა ხელმძღვანელობისგან მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების მოგვარებას, ამკაცრებს ლიცენზირების ზედამხედველობას და მუშაობს თვითგამორიცხვის სისტემის მოდერნიზაციაზე.

 

 

 

წყარო

სხვა სიახლეები

ბრაზილია ახალი საგადასახადო პაკეტით ფსონების გადასახადის 18%-მდე გაზრდას გეგმავს (GGR-ზე)

20 ივნ, 2025

ბრაზილია ახალი საგადასახადო პაკეტით ფსონების გადასახადის 18%-მდე გაზრდას გეგმავს (GGR-ზე)

4,000 დაბლოკილი ვებგვერდი. როგორ გავწმინდოთ ბაზარი ჩრდილოვანი ბუკმეიკერებისგან?

02 ივნ, 2025

4,000 დაბლოკილი ვებგვერდი. როგორ გავწმინდოთ ბაზარი ჩრდილოვანი ბუკმეიკერებისგან?

მალტაში სავარაუდო არალეგალური სათამაშო აქტივობები შეინიშნება

28 მაი, 2025

მალტაში სავარაუდო არალეგალური სათამაშო აქტივობები შეინიშნება
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ