29 ოქტ, 2024
Stake-მა გამოაცხადა ახალი შეთანხმება Champion of Champions Tour-თან (CCT)
Stake იქნება მთავარი ბეთინგ პარტნიორი CS2-ის ინგლისურენოვანი კიბერსპორტის ტურნირის მაუწყებლობისთვის, რომელიც ორგანიზებულია GRID-სა და Eden Esports-ის თანამშრომლობით.
ბრენდის მიზანია კიბერსპორტის მოყვარულებთან დაახლოება ტურნირის მიმდინარეობისას სპეციალური აქტივაციებისა და კონტენტის შეთავაზებით.
ეს არის Stake-ის პირველი პარტნიორობა კიბერსპორტში და კომპანიის დებიუტი კონკურენტულ თამაშებში.
Stake-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, ახილ სარინმა, პარტნიორობის შესახებ აღნიშნა, რომ Champion of Champions Tour (CCT) იდეალური შესაძლებლობაა კომპანიისთვის კიბერსპორტში შესასვლელად. მან განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რომ კიბერსპორტი Stake-თვის განვითარების ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა.
სარინმა ასევე აღნიშნა, რომ GRID-თან თანამშრომლობის ფარგლებში, იგეგმება რამდენიმე აქტივობა და კონტენტის შექმნა.
Champion of Champions Tour-ის მეორე სეზონი მოიცავს 1.5 მილიონი დოლარის საპრიზო ფონდს და დასრულდება მთავარი LAN ფინალით 2025 წლის დასაწყისში. ტურნირის მოქმედი ჩემპიონია თურქული გუნდი Eternal Fire, რომელმაც 2024 წლის მაისში გლობალურ ფინალში Team Liquid დაამარცხა.
GRID-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა, მიქაელ ვესტერლინგმა, აღნიშნა: "Stake-ის ინოვაციურობა, ტრადიციული სპორტის მხარდაჭერა და გართობის მიმართულებით აქტიურობა მათ იდეალურ პარტნიორად აქცევს CCT-ისთვის. მოუთმენლად ველით, რომ ტურნირში მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ როგორც მოთამაშეებისთვის, ისე ფანებისა და მთლიანად კიბერსპორტის საზოგადოებისათვის."
CCT უკვე მოიცავს 36 ონლაინ ტურნირს, რომელიც ოთხ რეგიონად არის დაყოფილი, საბოლოოს ეტაპს გლობალურ ფინალი წარმოადგენს. 60-ზე მეტმა გუნდმა უკვე მოიპოვა ქულები CCT-ის ფინალში კვალიფიცირების მიზნით, თუმცა მხოლოდ საუკეთესო ხუთი გუნდი გადავა 2025 წლის მთავარ ღონისძიებაზე, სადაც მათ მოწვეული გუნდები შეუერთდებიან.
ამ წლის CCT-ის გამარჯვებულთა შორის არიან GamerLegion, BetBoom Team, Wildcard და paiN Gaming. 2024 წლის ფინალში მონაწილეობდა 16 გუნდი.