19 სექ, 2024
საქართველოში 2022 წელს აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციები დაკანონდა. 2023 წელს კი მთავრობამ დარგზე გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი წესები ზრდის სათამაშო ბიზნესის მოგების გადასახადს 10%-დან 15%-მდე და მოგება ახლა 2%-ის ნაცვლად 5%-ით იბეგრება.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის (GGA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა, SBC Eurasia-სთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელდა თუ არა რაიმე პოზიტიური ცვლილებები ამ პერიოდში.
– რადგან ბოლო დროს ხშირად საუბრობდნენ კაზინოების დახურვაზე, მოდით განვიხილოთ საკანონმდებლო ცვლილებები და მათი გავლენა მიწის კაზინოებზე. როგორ აფასებთ ინდუსტრიის ამჟამინდელ მდგომარეობას?
– 15%-იანი GGR გადასახადისა და 5%-იანი მოგების გადასახადის შემოღების გამო ბევრი კაზინო იძულებული გახდა შეემცირებინა სათამაშო აპარატების რაოდენობა. უკვე ცხრა ობიექტი დაიხურა, მათ შორის ორი კაზინო და სლოტ კლუბი. ბევრი კაზინოს ლიცენზია პანდემიის დროს იქნა მიღებული, რომლებსაც ვადა ეწურებათ. ლიცენზიების ვადის ამოწურვის შემდეგ, სავარაუდოა, რომ კიდევ რამდენიმე მიწის დაწესებულება შეწყვეტს ფუნქციონირებას. თუმცა შეუძლებელია იმის იგნორირება, რომ ახალი ობიექტებიც იხსნება. გადასახადების ზრდის მოტივი იყო ბიზნესის გაფართოება და ცენტრალიზება.
მიწის კაზინოებს საკუთარი აუდიტორია ჰყავთ. ეჭვგარეშეა, რომ ონლაინ თამაშები ბაზრის გარკვეულ პროცენტს იკავებს, მაგრამ ბევრ ქვეყანაში მიწის სექტორი კარგად არის განვითარებული. მაგალითად ბათუმი - ბევრ უცხოელს იზიდავს თავისი კაზინოებით. ამის მიუხედავად, ახლა ბევრი განიხილავს სხვა ბაზრებზე გადასვლას. ბათუმის კაზინოების ასოციაციამ და GGA-მ გამართეს კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ მიწის დაწესებულებებთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. გადასახადების ზრდის ეფექტი ნეგატიურია ისევე, როგორც ასაკობრივი ზღვარის შემთხვევაში.
– ასაკობრივი ლიმიტის ზრდამ როგორ იმოქმედა ბაზარზე?
– 18-დან 25 წლამდე მოთამაშეთა უმრავლესობა, რომლებსაც ახლა ლეგალურად ეკრძალებათ აზარტული თამაშები, გადავიდნენ უცხოურ ბაზრებზე ან თამაშობენ სხვა ანგარიშებიდან, რაც უარყოფითად აისახება სექტორის დადებით ტენდენციაზე. ამის შედეგად ასევე მოხდა კაპიტალის მნიშვნელოვანი გადინება. ბუნებრივია, რომ გარკვეული თანხა დაბრუნდება მოგების სახით, მაგრამ ნაწილი ასევე რჩება საზღვარგარეთ. გარდა ამისა, იზრდება არალეგალური ვებგვერდები, რაც უარყოფითად აისახება ბაზრის ტენდენციაზე.
18-დან 25 წლამდე აზარტული თამაშების შეზღუდვით მთავრობის მოტივაცია იყო ახალგაზრდებზე ზრუნვის მექანიზმის დანერგვას, მაგრამ მისი აღსრულება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ვინაიდან ეს თაობა ინტერნეტს თაობაა. მათთვის უფრო ადვილია სხვადასხვა გზებით მოიპოვონ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, გამოიყენონ VPN, განახორციელონ კრიპტოკაზინოებში ტრანზაქციები. სახელმწიფოს არ შეუძლია ამ ყველაფრის დაბლოკვა ან შეზღუდვა; ეს შეუძლებელია.
ამიტომ სახელმწიფომ უნდა განიხილოს მინიმალური ასაკობრივი ზღვარის დაწევა 21 წლამდე. ბიზნესის განვითარების გარდა, ეს სარგებელს მოუტანს საზოგადოებას და მოთამაშეებს. გამომდინარე იქიდან, რომ 21-დან 25 წლამდე მოთამაშეები ლეგალურ ბაზარზე ითამაშებენ.
აზარტული თამაშები საქართველოში ეკონომიკის და ლეგალური ბიზნესის ნაწილია. ლეგალურ ბიზნესს უნდა ჰქონდეს არსებობისა და განვითარების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, ჩვენი ყველა ოპერატორი სრულად რეგულირდება, იცავენ სამართლიანი თამაშის წესებს. სათამაშო კომპანიები ასევე აკონტროლებენ მოთამაშეების თამაშის დროსა და ფინანსურ ხარჯებს. პრობლემურ მოთამაშეებს შეუძლიათ უარყოფითად იმოქმედონ კომპანიის სტატისტიკაზე და რეპუტაციაზე, რაც არცერთ ოპერატორს არ მოუტანს სარგებელს.
– ხედავთ რაიმე დადებით ცვლილებებს კანონმდებლობაში?
– ივნისში მიიღეს კანონი, რომელიც 2024 წლიდან გაათავისუფლებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აზარტული თამაშების მოგებაზე 5%-იანი საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან. ასევე უცხოელი მოთამაშისგან მიღებული მოგება დაიბეგრება მხოლოდ GGR 5% - ით. შესაძლებელი იქნება ევროზე და დოლარზე ფსონების მიღება. მოხდება უცხოელი და საქართველოს მოქალაქეები გაყოფა. ამის შედეგად, მოიზიდება ახალი ოპერატორები, დამატებითი ინვესტიციები და ახალი მოთამაშეები, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაიზრდება საგადასახადო შემოსავლები.
ასეთი ნაბიჯებით მთავრობა მხოლოდ სარგებელს იღებს. ადგილობრივი ოპერატორებისთვის განვითარების შესაძლებლობის მიცემა გაზრდის სახელმწიფოს შემოსავალს, უფრო მეტით, ვიდრე მოგების გამოტანის 5%-იანი გადასახადი.
ბაზარი დღეს მთლიანობაში იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა 2022-დან 2023 წლამდე იყო მხოლოდ 3-4%. ჩემი შეფასებით, ქართულმა ბაზარმა შეზღუდვების დაწესების ფონზე, შეზღუდულ პირთა სახით 20% მდე დაკარგა, რამაც გამოიწვია მათი მიგრაცია სხვა ქვეყნებში. თუმცა, ეს სხვაობა უკრაინიდან და რუსეთიდან საქართველოში ჩამოსულმა მიგრანტებმა აანაზღაურეს უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
ზუსტად ამან განაპირობა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების მატება. 2023 წელს ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი 700 მილიონ ლარს შეადგენს. (260 მილიონი აშშ დოლარი). გაიზარდა მოთამაშის აქტივობაც 5%-ით გაიზარდა 2022 წელთან მიმართებაში.
– ხშირია, როდესაც მთავრობა ამართლებს შეზღუდვებს მოთამაშეთა დაცვის მოტივით. რამდენად ეფექტურია არსებული ზომები პრობლემური აზარტული მოთამაშეებისთვის?
– გავრცელებულია მცდარი მოსაზრება, რომ შეზღუდვები შეიძლება დაეხმაროს პრობლემურ მოთამაშეებს. აუცილებელია, ყველამ გაითავისებუროს, რომ აზარტული თამაშები მხოლოდ გართობისთვის არის. ოპერატორები იცავენ პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპებს, იყენებენ ინსტრუმენტებს, როგორიცაა pop-up შეტყობინებები, სესიის შეფერხება ხანგრძლივი თამაშის დროს და ა.შ.
აზარტული თამაშების ინდუსტრია ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული სოციალურ პროექტებში. პროექტებს შორის იყო სპორტული მოედნების მშენებლობა და სპორტსმენების დაფინანსება. 2021 წელს კომპანიებმა სპორტსა და სპორტულ მედიის განვითარებაზე 40 მილიონი ლარი (15 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) დახარჯეს. სამწუხაროდ, შეზღუდვებმა შეანელა სპორტული მედიის განვითარება და შეაჩერა რიგი სპონსორობა.
სპორტული მედიის განვითარება გადამწყვეტია სპორტისა და გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად. მაგალითად, ქალთა სპორტი გაშუქება სახელმწიფო ტელევიზიას არ შეუძლია უსახსრობის გამო, რაც ხელს უშლის მის პოპულარიზაციას.
მაგალითად თუ რეკლამა გადის ტელევიზიით ღამის 12 საათის შემდეგ და მას არასრულწლოვანი ნახავს, ეს არ უნდა ჩაითვალოს აზარტული თამაშების ოპერატორების პრობლემად. უფრო მეტიც, ციფრული რეკლამის აკრძალვას - რომელიც შეიძლება კარგად იყოს კონტროლირებადი და მართვადი შინაარსისა და აუდიტორიის თვალსაზრისით - ასევე დიდი შეცდომაა, რადგან ის უცხოურ არალეგალურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს განათავსონ არალეგალური კონტენტი.
- დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ საქართველო რეგიონში მომავალი სათამაშო ცენტრი იქნებოდა. არის თუ არა ეს პოტენციალი ქვეყანაში?
- მიუხედავად შეზღუდვებისა საქართველო იკავებს წამყვან პოზიციას რეგიონში. განვითარებული საგადასახადო სისტემისა და კონტროლის მექანიზმების წყალობით, საქართველო შეზღუდვების მიუხედავად წინა პლანზე რჩება რეგიონში. უმსხვილესი კომპანიები, როგორიცაა Flutter, Entain ან Betsson, დაინტერესებულნი არიან მხოლოდ თეთრი ბაზრით და ხელხს უწყობენ მათ გავითარებას. ჩვენ გვაქვს ყველა შანსი გავიმყაროთ ჩვენი პოზიციები საერთაშორისო ოპერატორებისთვის. თუ მთავრობა გაარგძელებს ინდუსტრიის მხარდაჭერას საქართველო გააგრძელებს სწრაფ განვითარებას და შეინარჩუნებს მოწინავე პოზიციას როგორც საერთაშორისო ჰაბი.
ეს სასარგებლო იქნება როგორც სახელმწიფოსთვის, ისე საზოგადოებისთვის. გაიზრდება ინვესტიციები და და საბიუჯეტო შემოსავლები, სათამაშო კომპანიები კი უფრო მეტ სოციალურ პროექტს დააფინანსებენ. ამის მისაღწევად საჭიროა, სწორად შევაფასოთ ეს ინდუსტრია და მივცეთ მას განვითარების შესაძლებლობა.
დღეს უკვე ბევრმა IT კომპანიამ მოახდინა რელოკაცია საქართველოში. ზუსტად ქართული კომპანიების განვითარება და გამოცდილება ხელს შეუწყობს საქართველომ შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და იყოს რეგიონალური და საერთასორისო გემბლინგ ჰაბი.