GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია და აჭარის სამორინეთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია და აჭარის სამორინეთა ასოციაცია თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

23 ნოე, 2019

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და აჭარის სამორინეთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა. 22 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტით  მხარეები თანხმდებიან, რომ თავიანთი საქმიანობის ფარგლებში მათ აქვთ ურთიერთსასარგებლო ინტერესები, რომელთა გატარებას ერთობლივი მოქმედებებით შეეცდებიან.

მემორანდუმის თანახმად,  საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციისა და აჭარის სამორინეთა ასოციაციის თანამშრომლობის  მიზანია, ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. ასევე,  სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არსებული და სამომავლოდ ასამოქმედებელი რეგულაციების შეფასება, ანალიზი და განვითარების ხელშეწყობა;  სათამაშო ინდუსტრიისა და ვაჭრობის ფარგლებში  საქმიანობის მაღალი სტანდარტების დანერგვა.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით  ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება და საერთო პოზიციით წარდგენა სახელმწიფო ორგანოების, იურიდიული სუბიექტებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე.

სხვა სიახლეები

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

13 ივლ, 2025

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

13 ივნ, 2025

GGA და G3 Magazine პარტნიორები გახდნენ

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ