GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს - GGA-ს ხელმძღვანელი

04 ნოე, 2023

"საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" (GGA) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი აზარტული თამაშების ბიზნესში გადასახადების ზრდას უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს გასული წლის ცვლილებების ნეგატიურ ეფექტს გააძლიერებს.

მამულაიშვილის თქმით, ყოველწლიური ცვლილებები ინვესტორებს დააფრთხობს. 

"ინვესტორისთვის ყოველწლიური ცვლილებები მიუღებელია და შესაბამისად, ინვესტორიც მომავალში ყოველთვის დაფიქრდება გააკეთოს თუ არა ახალი ინვესტიცია.

იგივე ყაზახეთს რომ შევადაროთ საქართველო, ყაზახეთში ინვესტორი არ შედის ზუსტად იმის გამო, რომ მას დაცულობის გარანტია არ აქვს და არ არის დარწმუნებული, რომ შემდეგ წელს კიდევ არ გაიზრდება გადასახადები", - ამბობს მამულაიშვილი. 

მისივე თქმით, მოგებული თანხის 5%-ით დაბეგვრა ბაზარს დიდ ზიანს მიაყენებს, რადგან მომხმარებლები ალტერნატიული გზების ძიებას დაიწყებენ.

"როდესაც მომხმარებელს გატანის საკომისიოს უზრდი 2%-დან 5%-მდე, ის ყოველთვის დაფიქრდება, უღირს თუ არა მას საქართველოს ბაზარზე სერვისების მიღება, დაიწყებს ალტერნატიული გზების ძიებას. შესაბამისად, ამას მოჰყვება ის, რომ ქართველი მომხმარებელი ნელ-ნელა დაიწყებს გადართვას უცხოურ ბაზარზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოში ლეგალური არ არის", - ამბობს GGA-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. 

გუშინ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სათამაშო ბიზნესისთვის მოგების გადასახადი დღეს არსებული 10%-დან 15%-მდე გაიზრდება.

კიდევ ერთი ცვლილება სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანას ეხება. კერძოდ, ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქე მოგებული თანხის გატანისას, საშემოსავლო გადასახადის სახით, 2%-ის ნაცვლად, 5%-ს გადაიხდის. 

პრემიერმინისტრის განმარტებით, ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტში დამატებით 400 მლნ ლარი შევა.

წყარო: ბიზნეს ფორმულა

სხვა სიახლეები

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

09 ივნ, 2025

გიორგი მამულაიშვილი: მაღალი ბრუნვა არ ნიშნავს დიდ შემოსავალს

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

03 ივნ, 2025

სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აუტისტური სპექტრის ბავშვებს მხარდაჭერას უცხადებს

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ