17 მაი, 2023
iGaming ინდუსტრიაში წამყვანი ღონისძიებების ორგანიზატორი SBC Gaming-ისა და ქართული კომპანიის, SMH-ის ორგანიზებით თბილისში აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთისთვის პირველი სამიტი SBC Summit Tbilisi ჩატარდება. ღონისძიება გაიმართება 2023 წლის 23-24 ოქტომბერს შერატონ მეტეხი პალასში, რომელშიც iGaming-ის და სპორტული ბეთინგის ინდუსტრიის 1000-ზე მეტი მაღალი რანგის პროფესიონალი მიიღებს მონაწილეობას.
2020-2021 წელს SMH-თან პარტნიორობით SBC Gaming-მა SBC Digital Summit CIS (ციფრული) და SBC Summit CIS კიევში გამართა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ორ ორგაიზაციას შორის თანამშრომლობა. 2021 წელს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია LDT SBC -ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. კიევში გამართულ კონფერენციას დაესწრნენ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები. ასევე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი, რომელმაც მიმოიხილა „საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის“ მიზნები და ქვეყანაში არსებული რეგულაციები, ასევე, ისაუბრა ასოციაციის როლზე ახალი რეგულაციების განხილვა შემუშავებაში.
2022 წელს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ არ მომხდარიყო ღონისძიების რელოკაცია. ამის პარალელურად SMH-ის და SBC-ს ორგანიზებით შეიქმნა ფონდი, რისი მეშვეობითაც მოხდა ინდუსტრიიდან სოლიდური თანხის მობილიზება უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.
SBC Summit Tbilisi 2023 შეაჯამებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და დაეხმარება როგორც მარეგულირებლებსა, ასევე სექტორის წარმომადგენლებს ერთმანეთთან ინფორმაციის გაცვლაში. ღონისძიება გააერთიანებს წარმატებულ სპიკერებს, პანელურ დისკუსიებსა და ვორქშოფებს, ასევე უზრუნველყოფს ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. SBC Summit Tbilisi -ის ერთ-ერთი სპიკერი სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი იქნება
სტუმრებს ექნებათ ექსპერტებისგან სწავლის, ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან გაცნობისა და iGaming და სპორტული ბეთინგის სექტორში მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების საშუალება. ასევე სამიტის მნიშვნელოვანი ნაწილია გამოფენა, სადაც ბიზნესს ექნება საკუთარი სერვისებისა თუ პროდუქტების დემონსტრირების შესაძლებლობა.
აღნიშნული კონფერენცია რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია. ის საშუალებას აძლევს სათამაშო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებსა და ადამიანებს შეიძინონ ახალი კონტაქტები, გაეცნონ ახალ ტენდენციებს, მოუსმინონ დარგის საუკეთესო ექსპერტებს. აღნიშნული კი ხელს შეუწყობს სათამაშო ინდუსტრიის განვითარებასა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას საქართველოსა და მთელს რეგიონში.