14 დეკ, 2022
ინდიანას კანონმდებლებმა, სენატორმა ჯონ ფორდმა და დეპუტატმა ეთან მენინგმა დაასრულეს ონლაინ კაზინოს ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც 2023 წლის იანვარში შტატის საკანონმდებლო სესიაზე იქნება წარდგენილი.
ფორდსაც და მენინგსაც უკვე ჰქონდათ ერთი მცდელობა ონლაინ კაზინოების ლეგალიზაციის 2022 წელს, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. კანონპროექტის ინიციატორები დიდი ხანია მუშაობენ ახალი კანონპროექტის დახვეწასა და სრულყოფაზე
ახალი კანონმდებლობის ძირითადი კომპონენტებია:
ინდიანაში სრულად იყოს ლეგალური ონლაინ აზარტული თამაშები
ონლაინ პოკერის ლეგალიზაცია
კაზინოებს უფლება ჰქონდეთ ითანამშრომლონ სამ ონლაინ iGaming ოპერატორთან
Hoosier Lottery-სა და iGaming-ის გაშვება
$500,000 საწყისი ლიცენზიის მოსაკრებელი და $50,000 ყოველწლიური განახლების საფასური
ონლაინ კაზინოდან მიღებული შემოსავლის 18%-ის დაბეგვრა.
იმედი გვაქვს, რომ კანონპროექტი დროულად გაივლის 2023 წლის სექტემბრის მოსმენებს და ონლაინ კაზინოები მიიღებენ პირველ ფსონებს ამავე წლის სექტემბრისთვის.
კანონმდებლების წინა მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა დიდ წილად სახმელეთო ინდუსტრიის ზეწოლის წყალობით. მიწის კაზინოს ოპერატორები ფიქრობდნენ, რომ კოვიდ-პანდემიისას ონლაინ ინდუსტრია უარყოფითად იმოქმედებდა მიწის კაზინოს ინდუსტრიაზე.
თუმცა, ახლა, როდესაც ინდუსტრია კვლავ ამუშავდა და დაუბრუნდა პანდემიამდელ მდგომარეობას, მიწის კაზინოს ოპერატორები სავარაუდოდ მიესალმებიან ახალ კანონპროექტს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ონლაინ კაზინოს თამაშების ლიცენზიები მიბმული უნდა იყო მიწის კაზინოებზე.
წყარო: https://gamblingindustrynews.com/news/regulation/indiana-introduce-online-casino-bill-jan-2023/