GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • პოდკასტი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
“რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“

“რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“

21 მაი, 2019

21 მაისს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ფორუმის მონაწილეები: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მერიების და საკრებულოების წარმომადგენლები  _  დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გაზრდის საკითხებზე მოხსენებებს გაეცნენ და დისკუსიები გამართეს.

ფორუმი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიას მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

„ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები აწარმოებენ დიალოგს ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.  დღევანდელ შეხვედრას ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებიან ანუ დიალოგი გაიმართება სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის რეგიონების ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების საკითხებზე“, –  განაცხადა ფორუმის გამართვის ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

„საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი, რეგიონებში დევს ასევე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მშვიდობიანი გზა გადის სწორედ რეგიონების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ასეთი ფორმატის კონფერენციების მიზანი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკა, რომელიც საშუალო და გრძელ ვადაზე მიგვიყვანს რეგიონების სრულ განვითარებამდე“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს – ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობ. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ინიციატივით 2018 წელს დაფუძნდა. იგი თვითმმართველობის განვითარებასა და დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებულ  საკითხებზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონსტრუქტული დიალოგის პლატფორმაა და საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის არჩეულ მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, 9 რეგიონის გუბერნატორს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმის მხარდამჭერები არიან: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) და World Vision. ღონისძიება გაიმართა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით.

წყარო:http://gov.ge/index.php?lang_id=-&sec_id=520&info_id=71827

 

“რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“ “რეგიონული ეკონომიკა – ძლიერი მუნიციპალიტეტები დეცენტრალიზაციის რეფორმის კონტექსტში“

სხვა სიახლეები

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

03 მარ, 2025

GGA-მ კონფლიქტის ზონასა და დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ ბავშვებს ეროვნული ნაკრების მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

25 დეკ, 2024

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ფონდ „მომავლის გზის“ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია

10 დეკ, 2024

ასე თუ გავაგრძელებთ გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი არ გვეყოლება - სათამაშო ბიზნესის ასოციაცია
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ფალიაშვილის #17

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ