18 ნოე, 2022
2022 წლის 3-4 ნოემბერს ნიდერლანდებში გამართულ საერთაშორისო კონფერენცია თანადაფინანსებულია ევროკავშირის კომისიის მიერ Erasmus+ Sport პროგრამის ფარგლებში. პროექტის ხელმძღვანელმა გახსნა კონფერენცია და მიესალმა ღონისძიების 100-მდე მონაწილეს. პროექტის პარტნიორია FIFPRO, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეროვნულ სამართალდამცავ ორგანოებს და სასამართლო სექტორს. პროექტის პარტნიორებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცდილობს ეფექტურად ებრძოლოს სპორტულ მანიპულაციებს.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აქტიურადაა პროექტის მიმდინარეობაში ჩართული. IntegriSport -ის მიერ გამართულ 29-30 ივნისის ღონისძიებაზეც მიიღო მონაწილეობა ასოციაციამ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლაში სწორი პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობაზე. კონფერენციაზე დაინტერესებულმა მხარეებმა სპორტული მანიპულაციების შესახებ სიღრმისეული ცოდნის საჭიროებაზე ისაუბრეს.
IntegriSport Next ის მიერ ორგანიზებული კონფერენცია ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას და თანამშრომლობის მნიშვნელობის ხაზგასმას 6 ევროპულ ქვეყანაში (კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საქართველო, მალტა და შვედეთი). კონფერენციაზე ასევე იმსჯელეს სამოქმედო გეგმებზე თითოეული პარტნიორი ორგანიზაციისთვის .
კონფერენცია იდეალური გარემოა შედეგების გასაზიარებლად და სამართალდამცავი და სასამართლო ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში სპორტული მანიპულაციის წინააღმდეგ ბრძოლაში არსებული პროგრესის ხაზგასასმელად და შესაჯამებლად
პროექტის პარტნიორმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს თავიანთი გამოცდილება და სწავლება. განიხილეს წარმატების ისტორიები, საუკეთესო პრაქტიკა და გაუზიარეს გამოცდილება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს ამ სფეროში.
ნორბერტ რუბიჩეკმა, CSCF-ის დირექტორმა და IntegriSport Erasmus+-ის პროექტის მენეჯერმა, განაცხადა: „ხშირად სპორტული ღონისძიების ოპერატორები სპორტული ფედერაციების იურისდიქციის გარეთ არიან. ჩვენ CSCF-ში და პარტნიორ ორგანიზაციებში გვჯერა, რომ ამ დანაშაულების გამოსაძიებლად გარდაუვალია სამართალდამცავი და სასამართლო ორგანოების ჩართვა. ამიტომ, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ცოდნა დაინტერესებულ მხარეებს სპორტული მანიპულირების საკითხებზე IntegriSport-ის ფარგლებში. სწორედ ამიტომ, ჩვენ 4 წელია ვუზიარებთ ასეთ ცოდნას დაინტერესებულ მხარეებს“.პარტნიორები იზიარებენ IntegriSport Next-ის მნიშვნელობასა აუცილებლობას.
კონფერენციის მსვლელობისას, პროექტის პარტნიორებმა იმსჯელეს პროექტის აქტივობებზე, ხაზი გაუსვეს მუშაობის ხარისხსა და პროფესიონალიზმს, რომელიც CSCF-მა და მისმა ექსპერტებმა აჩვენეს ბოლო 2 წლის განმავლობაში. პარტნიორმა ქვეყნებმა, კერძოდ კვიპროსის, ესტონეთისა და მალტის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ასევე, ფინეთის, საქართველოსა და შვედეთის ხელისუფლებამ.
სრული ანგარიშები და პროექტის პრაქტიკული სახელმძღვანელო გამოქვეყნდება CSCF-ის მიერ 2023 წლის დასაწყისში.
პროექტის ადმინისტრაციულ სესიაზე პარტნიორებმა განიხილეს და შეაფასეს პროექტის აქტივობების საბოლოო შედეგები და ადმინისტრაციული საკითხები, ასევე პროექტის მდგრადობა .
პროექტის ყველა პარტნიორმა ერთობლივ განცხადებაში გამოხატა პროექტისადმი მადლიერება და თანამშრომლობის გაგრძელებაზე მზაობა: ”ჩვენ მივესალმებით ამ შესაძლებლობას, ვიყოთ 17 ევროპული ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფის ნაწილი, რომლებიც ქმნიან IntegriSport-ის საზოგადოებას 2019 წლიდან“.