25 მაი, 2022
საბერძნეთის ხელისუფლებამ 2002 წელს აკრძალა ონლაინ აზარტული თამაშების ყველა ფორმა და 2011 წელს დაიწყო დროებითი ლიცენზიების გაცემა. სახელმწიფო მონოპოლის მიერ დომინირებულ ბაზარზე ათი წლის მონიტორინგის შემდეგ, საბერძნეთის აზარტული თამაშების კომისიამ საბოლოოდ დაიწყო მუდმივი ლიცენზიების გაცემა აზარტული თამაშების სრულად ლეგალიზება და აქცენტს აკეთებს ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის განვითარებაზე.
მკაცრი აკრძალვიდან სრულ ლეგალიზაციამდე
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მცდელობისას, საბერძნეთის მთავრობამ 2002 წელს აკრძალა ონლაინ აზარტული თამაშების ყველა ფორმა, რადგან ჩათვალა რომ სრული აკრძალვა უფრო ეფექტური იქნებოდა ვიდრე ნაწილობრივი რეგულირება, თუმცა ახლა უკვე საბერძნეთის მტავრობის წარმომადგენლები აღიარებენ უწინდელ შეცდომებს და ამბობენ რომ აკრძალვა არასდროსაა გამოსავალი.
აკრძალვა შეეხო ონლაინ ვიდეო თამაშებსაც კი (მათ შორის ჭადრაკს), რამაც გამოიწვია მოსახლეობის შეშფოთება და მიმართეს ევროკომისიასა და ევროპულ სასამართლოს
2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ნაღდი ფულის საჭიროების გამო, საბერძნეთის ხელისუფლებამ აზარტული თამაშებისს შემოსავლებით გადაწყვიტა ბიუჯეტი შეევსო და ნაწილობრივი ლიცენზიების გაცემა დაიწყო. 2011 წელს მიღებულმა კანონმა გააუქმა 2002 წლის კანონი და დაუშვა დროებითი ლიცენზიების გაცემა სათამაშო და სპორტული ფსონების ოპერატორებზე.
თუმცა, ბევრმა ოპერატორმა ბაზარი ერთი წლის შემდეგ დატოვა, როდესაც გაირკვა, რომ „ლეგალიზაცია“ სახელმწიფო მონოპოლიას უტოლდებოდა. OPAP, სახელმწიფო ლატარია და ტოტალიზატორი, დომინირებდა ბაზარზე და უზრუნველყოფდა მთავრობის შემოსავალს. თუმცა სიტუაცია არ იყო სახარბიელო სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის.
როგორც ადგილობრივმა ოპერატორებმა, ასევე საერთაშორისო ტოტალიზატორებმა შეიტანეს მრავალი სამართლებრივი საჩივარი რითიხ ამტკიცებდნენ უსამართლო პრაქტიკას, რომელიც არღვევდა ევროკავშირის სტანდარტებს, განსაკუთრებით მომსახურების მიწოდების თავისუფლებასთან დაკავშირებით. 2013 წელს ევროკავშირის იუსტიციის სასამართლომ მონოპოლია უკანონოდ გამოაცხადა. თუმცა, საბერძნეთის სასამართლომ დაიცვა OPAP-ის მონოპოლია და განაცხადა, რომ ეს იყო აუცილებელი ღონისძიება ევროკავშირის კანონმდებლობით აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებთან საბრძოლველად.
ნაბიჯი სრული ლეგალიზებისკენ
როგორც ნებისმიერ ინდუსტრიაში, მთავრობის ძალიან დიდი ჩართულობა მკვეთრად აფერხებს ამა თუ იმ სექტორის ზრდას. 2013-დან 2016 წლამდე აზარტული თამაშების ინდუსტრიამ გამოიმუშავა დაახლოებით 60,000 ევროს საგადასახადო შემოსავალი, ხოლო 2016 წელს მთავრობამ გამოაცხადა უფრო ეფექტური მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავების გეგმები.
საბოლოოდ, 2020 წლის სექტემბერში, საბერძნეთის სათამაშო კომისიამ (HGC) მოიწვია აზარტული თამაშების პოტენციური ოპერატორები ახალი წესების შესაბამისად ლიცენზიის მისაღებად. კომისიამ შემოგვთავაზა ორი სახის ლიცენზია: ონლაინ ფსონების და ყველა სხვა სახის აზარტული საქმიანობისთვის.
წესები მსგავსია დიდ ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობისა. მათ შორის რამდენიმე ლიმიტი: სლოტებს აქვთ მაქსიმალური ფსონი 2 ევრო, მინიმალური დატრიალების დრო 3 წამი და ჯეკპოტის ლიმიტი 50,000 ევრო. მიღებულ იქნა + სარეკლამო პოლიტიკაც. მაგალითად, სათამაშო აპარატების ოფიციალურად რეკლამირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ვებსაიტზე, აზარტული თამაშების დაწესებულებებს კი მხოლოდ რეგისტრირებულ ფილიალებთან შეუძლიათ მუშაობა. რეგისტრაციას ახორციელებს HGC და ღირს 1000 ევრო.
2020 წლის 12 ოქტომბერს კომისიამ გამოაცხადა, რომ მოითხოვდა საგარანტიო წერილს განმცხადებლისგან ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზიისთვის. 2021 წლის იანვარში, HGC-მ გაამარტივა უფლებამოსილების განაცხადის პროცესი მომწოდებლებისთვის და შვილობილი კომპანიებისთვის, რაც საშუალებას აძლევდა მათ წარმოედგინათ თავდაპირველი განაცხადი ონლაინ, იმ პირობით, რომ ფიზიკური დოკუმენტაცია ასევე მოგვიანებით იქნება წარმოდგენილი.
საბოლოოდ, 2021 წლის ივნისში ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ორკვირიანი კონსულტაციების შემდეგ, HGC-მ გამოაცხადა, რომ მან გასცა 15 ონლაინ აზარტული თამაშების ლიცენზია 2021 წლის 5 ივლისს, პირველი მუდმივი ლიცენზია, რომელიც გაიცა 2002 წლის სრული აკრძალვის შემდეგ.
ეს ლიცენზიები პროექტში დიდი ხანია იყო: ლიცენზირების სქემა 2019 წელს გამოცხადდა, მაგრამ სისტემის დებიუტი რამდენჯერმე გადაიდო. მოგვიანებით გაშვება მოსალოდნელი იყო 2021 წლის თებერვალში, წინა გადადების შემდეგ. ბერძნული აზარტული თამაშების კანონების კრიტიკოსები მუდმივად აღნიშნავენ, რომ იმის ნაცვლად, რომ წაახალისოს უცხოელი ოპერატორები საბერძნეთის ბაზარზე შევიდნენ, კანონი უფრო მეტად აფერხებს მათ ბიზნესის გახსნაში.
ბერძნული სათამაშო ბაზარი დღეს
როგორც სხვა ევროპულ ბაზრებზე, მოსალოდნელი იყო საბერძნეთის სათამაშო სექტორის მკვეთრი ზრდა. 2018 წელს ონლაინ სექტორის მოცულობამ მიაღწია 391 მილიონ ევროს, რაც 37%-ით მეტია 2017 წელთან შედარებით. ზრდა დაკავშირებულია არა მხოლოდ ფიფას მსოფლიო ჩემპიონატთან, რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ფსონების რაოდენობა, არამედ გარკვეული საბანკო შეზღუდვების მოხსნასთანაც. საბერძნეთის მთავრობამ მიიღო 137 მილიონი ევრო გადასახადებით, რაც 37,4 მილიონი ევროთი მეტია გასულ წელთან შედარებით. 2019 წელს ბაზარი კვლავ გაიზარდა, როგორც მოსალოდნელი იყო და ექსპერტები მომავალში შემდგომ ზრდას ელიან.
2020 წელი დაიწყო, როგორც კიდევ ერთი ხელსაყრელი წელი, მაგრამ კოვიდ კრიზისის გამო, ბაზარი ძალიან დაზარალდა. 2020 წლის გაზაფხულზე, როდესაც სპორტული ღონისძიებები გაუქმდა და გადავადდა მთლიანი შემოსავალი წინა წელთან შედარებით შემცირდა.
თუმცა, თავად ინდუსტრიაში პროცესები 2021 წლის ბოლოდან დასტაბილურდა და წინ წავიდა. სპორტული ფსონები, რომლებიც შეადგენდნენ ბაზრის დიდ ნაწილს, კლებულობდა, ონლაინ კაზინოებმა მოითხოვეს გარკვეული დათმობები. მცირე ბრენდებმა, რომლებიც სთავაზობდნენ პოკერს და აზარტული თამაშების სხვა ფორმებს, მნიშვნელოვნად გაზარდეს შემოსავალი, ზოგი გაორმაგდა ან გაოთხმაგდა კიდეც
ზოგადად, პანდემიამაც ვერ შეუშალა ხელი ონლაინ აზარტული თამაშების სექტორის ზრდას. ოფიციალური HGC სტატისტიკის მიხედვით, ონლაინ აზარტული თამაშების GGR-მა 2020 წელს მიაღწია 540 მილიონ ევროს, 2019 წელს 437 მილიონი ევროდან. სწორედ ონლაინ თამაშების განვითარებამ და ლეგალიზებამ შეავსო საბერძნეთის ბიუჯეტი პანდემიის კრიზისის ფონზე.