24 იან, 2022
2021 წლის დასასრული ქართულ სათამაშო ბიზნესში მნიშვნელოვანი ცვლილებებით აღინიშნა. 22 დეკემბერს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ ახალი კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში აზარტული თამაშების ზოგიერთ ასპექტს ზღუდავს. საკანონმდებლო ინიციატივებმა რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ აზარტული თამაშების ინდუსტრიაში, არამედ სპორტის, მასმედიის და ეკონომიკის სხვა სექტორებში.
მთელ მსოფლიოში აზარტული თამაშების სრული ლეგალიზაცია არის განვითარებული ქვეყნების პოლიტიკა. სფეროს ლეგალიზებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი მთავარი კი ეკონომიკურია, რადგან აზარტული თამაშების ინდუსტრია ასტიმულირებს ეკონომიკის მონათესავე სექტორების განვითარებას.
ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც აზარტული თამაშების ბაზრის ზრდას თან ახლდა ბიზნეს აქტივობის ზრდა მრავალ ინდუსტრიაში. თუმცა ახალი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად დაზარალდება ძალიან ბევრი სექტორი;
გთავაზობთ რამდენიმე მათგანის სიას:
მედია - მედიას მკვეთრად შეუმცირდება შემოსავლები, რადგან აზარტული თამაშების სექტორი სარეკლამო შემოსავლების მნიშვნელოვანი წყაროა. შესაბამისად, დაკარგავენ რეიტინგს, კიდევ უფრო მეტად შეუმცირდებათ სარეკლამო შემოსავლები, და შესაძლოა აღმოჩნდნენ დახურვის საფრთხის წინაშე.
მარკეტინგი, რეკლამა და პიარი - მხოლოდ 2021 წელს სარეკლამო ბაზარმა ზოგადად და ზოგიერთ კატეგორიაში კერძოდ ორნიშნა ზრდა აჩვენა, თუმცა აღნიშნული აკრძალვები პირდაპირ აისახება მარკეტინგულ და პიარ კომპანიებზე და მათ შემოსავლებზე.
სასპონსორო კონტრაქტები - მრავალმილიონიანი კონტრაქტები ეროვნული ფედერაციების, გუნდების, ცალკეული სპორტსმენების მხარდასაჭერად სამწუხაროდ გაუქმდა. რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონ-პროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს შესაბამისად აზარტული თამაშების ბიზნესოპერატორებმა უარი თქვეს სასპონსორსო კონტრაქტებზე.
კონსალტინგი - არის ფასიანი კვალიფიციური დახმარება აზარტული თამაშების ორგანიზაციებისთვის მიმდინარე საქმიანობის დამოუკიდებელ შეფასებაში, ბიზნეს პროცესების ანალიზში და რეკომენდაციების მიწოდებაში ბიზნესის წარმოებისა და მისი ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.
იურიდიული მომსახურება - იურიდიული ხასიათის მომსახურება, მათ შორის დოკუმენტების მომზადება და ექსპერტიზა, მარეგულირებელ ორგანოებთან კომუნიკაცია, ინტერესების სამართლებრივი დაცვა დავის შემთხვევაში.
რეკრუტირება - პერსონალის მოძიება და ადაპტაცია კომპანიაში სამუშაოდ.
IT, პროგრამული უზრუნველყოფის წარმოება და ტექნიკური მომსახურება - ახალი რეგულაციები გამოიწვევს პროგრამული უზრუნველყოფაზე მოთხოვნის შემცირებას, შესაბამისად კვალიფიციური კადრები შესაძლოა დარჩნენ უმუშევრები და ქვეყანაში გაიზარდოს უმუშევრობის დონე. (საქსტატის ბოლო მონაცემებით უმუშევრობის დონე 22.5%-ზე მეტია)
ივენთ მარკეტინგი - არის ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გამართვა, რომლებიც დაკავშირებულია სათამაშო კომპანიების ბრენდებთან. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსებაც დიდი ალბათობით შეწყდება
ქველმოქმედება -. ბევრი სათამაშო კომპანია არის საქველმოქმედო ფონდების აქტიური დონორი სხვადასხვა მიზნებისთვის, რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ ამ მიმართულებითაც ზოგიერთი პროექტი გაუქმდება.
აღნიშნული ჩამონათვალი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტში პირდაპირ შემოსავალს სალიცენზიო მოსაკრებლებისგან, რომელიც ასევე მკვეთრად შემცირდება და სახელმწიფოს მოუწევს შემცირებული თანხების სხვა ხერხებით მოძიება, მატ შორის მოსახლეობისთვის გარკვეული გადასახადების გაზრდა.
ამგვარად, ერთობლივი ზრდა სხვადასხვა ბიზნეს სექტორში, რაც გასულ წელს შესამჩნევი იყო, სამწუხაროდ ვერ გაგრძელდება 2022 წელს, ახალი, გაუმართლებელი რეგულაციების გამო.
ჯამში აზარტული თამაშების სექტორში დასაქმებულია 12 000 ადამიანზე მეტი, კანონის ამოქმედების პირველ ეტაპზე შემცირება შეეხება დასაქმებულთა 25%-ზე მეტს. აღნიშნული დამაზიანებელია არამარტო ქვეყნის ბიუჯეტისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვის, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დონე მკვეთრად გაიზრდება