GGA
  • მთავარი
  • ჩვენს შესახებ
  • სიახლეები
  • მედია
  • ექსპერტის აზრი
  • სტატისტიკა
  • მსოფლიო
  • კონტაქტი
  • EN
GGA
"ამ ცვლილებებით კლუბებმა საკმაო დარტყმა მიიღეს." - კობიაშვილი გემბლინგ კომპანიების აკრძალვაზე

"ამ ცვლილებებით კლუბებმა საკმაო დარტყმა მიიღეს." - კობიაშვილი გემბლინგ კომპანიების აკრძალვაზე

16 იან, 2022

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა იმედის გადაცემაში "სპორტი იმედზე" სახელმწიფოს მიერ გემბლინგ კომპანიების აკრძალვების შესახებ ისაუბრა.

"ამ ცვლილებებით კლუბებმა საკმაო დარტყმა მიიღეს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გავაკეთეთ, რომ სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები დარჩენილიყვნენ და სასპონსორო ხელშეკრულებები იქნება თუ სახელის გაყიდვა, ჯერჯერობით, ძალაში რჩება. რა თქმა უნდა, მათაც რაღაც აკლდებათ და ეს სიტუაციაზე აუცილებლად აისახება. ყველა ვთანხმდებით, რომ რაღაც რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს, სათამაშო ბიზნესს გვერდში დგომა და რაღაც კუთხით დახმარება სჭირდება.

მაგალითისთვის, ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის, ინგლისის პრემიერლიგაში სახელის გაყიდვა და კლუბების დაფინანსება მიღებული ფორმაა. უეფას ჰქონდა კვლევა, სადაც ბეთინგი სამეულში შედის ყველაზე მსხვილ დამფინანსებელთა შორის. იგივე, უკრაინის ჩემპიონატს ერთ-ერთი ბეთინგ კომპანია აფინანსებს. ეს მიღებული ფორმაა, ჩვეულებრივი მოვლენაა და რაიმე განსაკუთრებულს ვერ ვხედავ.

ჩვენ სახელმწიფოსგან დაფინანსებაზე უარი ვთქვით, დღეს გვყავს სპონსორი, მაგრამ ხვალ თუ რაღაც შეიცვლება და აღარ გვეყოლება, ეს ჩვენთვის სერიოზული პრობლემა იქნება. ყოველთვის ვამბობდით, რომ სახელწიფო დაფინანსება არ გვინდა, გვირჩევნია იყოს სხვა შემოსავალი და თუ ამ რეგულაციებით პრობლემა შეგვექმნება, ცხადია, რომ შეიძლება ისევ ვუთხრათ სახელმწიფოს, რომ მათი დაფინანსება გვჭირდება. თუ სხვა კომპანიებით მოხდება ამის ჩანაცვლება, სიამოვნებით, თუ არადა, რასაკვირველია, პრობლემა შეგვექმნება," - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, სათამაშო ბიზნესის დასაბეგრი ბაზა 70%-ით გაიზარდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 25 წელზე ქვემოთ არიან, აეკრძალათ აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება. ასევე იკრძალება სათამაშო ბიზნესის ყველანაირი სატელევიზიო რეკლამა, გარე რეკლამა და ქართულ ვებგვერდებზე რეკლამის განთავსება.

იხილეთ წყარო: https://goal.ge/news/183578/seriozuli-problema-iqneba-kobiashvili-gembling-kompaniebis-akrdzalvaze

სხვა სიახლეები

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

03 ოქტ, 2025

ცენტრალური აზიის სათამაშო ბაზარი: გამოწვევები და განვითარების პოტენციალი

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

23 სექ, 2025

საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ (GGA) მხარი დაუჭირა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბავშვთა სპორტულ ფესტივალს

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?

13 ივლ, 2025

"ეს დამოკიდებული იქნება რა კანონმდებლობას მიიღებენ" - რა გავლენა ექნება აზერბაიჯანში კაზინოებს გახსნას სათამაშო ბიზნესზე?
ტელეფონი

032 211 16 77

მისამართი

საქართველო, თბილისი, ჭავჭავაძის 80

ელ. ფოსტა

info@gga.org.ge

Copyright © 2021 ყველა უფლება დაცულია | Created By Integral

მენიუ